ტაილანდი სახელმწიფო მზის ენერგიის პროგრამის სიმძლავრეს აორმაგებს და 10 გიგავატამდე ზრდის
ტაილანდი სახელმწიფო მზის ენერგიის პროგრამის სიმძლავრეს 5 გიგავატიდან 10 გიგავატამდე გააორმაგებს, განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა. მისი თქმით, პროგრამის გაფართოება ფინანსთა მინისტრმა დაამტკიცა, რომლის მიზანიც სუფთა ენერგიის წარმოებისა და შინამეურნეობების მიერ მისი მოხმარების გაზრდაა. პროგრამა 1 მილიონ ოჯახს მოიცავს. განცხადებით, დამტკიცდა მზის ენერგიის ახალი დანადგარების განთავსების ფორმატებიც, მათ შორის მიწაზე დამონტაჟებული და მცურავი მზის ელექტროსადგურები. პროგრამის ფარგლებში, შინამეურნეობები თავად მოიხმარენ მათ მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას, ხოლო ჭარბ ელექტროენერგიას ქსელში კილოვატსაათში 2.20 ბატის ($0.0661) ფასად გაყიდიან.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი ევროსთან გამყარდა
22.09.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9933 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6104 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6104 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6074 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.9933 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9941 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0008 ლარი შეადგინა.