მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თამარ იოსელიანი იტალიის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

news image
mbc image

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი იტალიის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილეს ედოარდო რიქსს შეხვდა. შეხვედრა თურქეთში, საზღვაო სამიტის ფარგლებში გაიმართა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და იტალიას შორის ეკონომიკური ურთიერთობის სტრატეგიული მიმართულებები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებზე.  ხაზი გაესვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას რეგიონებს შორის დაკავშირებადობის გაუმჯობესების კუთხით. მათ შორის, საუბარი წარიმართა საქართველოს, როგორც შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვანი საზღვაო და სატრანზიტო ჰაბის მზარდ როლზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და სექტორში განხორციელებული სტრატეგიულ პროექტებზე.
 
ქართულმა მხარემ ისაუბრა ინვესტიციაზე ძირითად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, მათ შორის, აქცენტი გაკეთდა ქვეყანაში პირველ ღრმაწყლოვან ნავსადგურზე ანაკლიაში, რომელიც შეძლებს PANAMAX - ის სტანდარტის საზღვაო ხომალდების მომსახურებას. გარდა ამისა, ისაუბრეს რკინიგზის მოდერნიზების, ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის, აღმოსავლეთ - დასავლეთის რკინიგზის და სხვა სტრატეგიული პროექტებთან დაკავშირებით.  აღინიშნა, რომ საქართველო ამ და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის 2032 წლისთვის 7 მლრდ აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს.
მხარეებმა ასევე განიხილეს საზღვაო ტრანსპორტის სფეროში არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები და ორმხრივი პარტნიორობის განვითარების შესაძლებლობები.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სამოქალაქო ავიაციაში. აღინიშნა, რომ დღეისათვის, საქართველოსა და იტალიას შორის 4 ავიაკომპანია ოპერირებს და ჯამურად, ავიარეისები კვირაში 18 სიხშირით სრულდება. ამასთან, ხაზი გაესვა, რომ მგზავრთნაკადი მზარდია და 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, იტალიასა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო გზით 59%-ით მეტი მგზავრი იქნა გადაყვანილი.
მხარეებმა ასევე გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ფორმატებში.
banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა