თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს შეხვდა
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევსა და კომპანია KTZ Express - ის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, აიბეკ კაპარსშეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყაზახეთის რკინიგზებს შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. აღინიშნა ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს შუა დერეფანში ტვირთბრუნვის ზრდასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა და საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.
შეხვედრას დაესწრო საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე, ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი ზურაბ სიჭინავა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ ქაჯაია.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებით, საკვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაში SIAL Paris 2026 საქართველოდან 31-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა
23.10.2026.15:43
საქართველო 31 ქართული კომპანიითა და 3 თემატური პავილიონით იყო წარმოდგენილი პარიზში, საკვებისა და სასმელების ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო გამოფენაზე - SIAL Paris 2026.
გამოფენაში ქართულმა კომპანიებმა მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით მიიღეს.
ქართულმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენაზე საკვები პროდუქტების ფართო ასორტიმენტი წარადგინეს, მათ შორის - თხილი, კაკალი, ნუში, ხილისა და ბოსტნეულის წვენები, ლიმონათი, ალკოჰოლური სასმელები, გადამუშავებული ხილ-ბოსტნეული, თაფლი, საკონდიტრო ნაწარმი და სხვა.
სააგენტოს მხარდაჭერით, ქართველ მწარმოებლებს გამოფენის ფარგლებში, ახალი ბიზნეს კავშირების დამყარების და საკუთარი პროდუქციის საერთაშორისო მყიდველებისთვის წარდგენის შესაძლებლობა ჰქონდათ. შეხვედრები შედგა იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებთან, სადაც ახალ საექსპორტო ბაზრებზე გასვლისა და არსებული ბაზრების გაფართოების პერსპექტივები განიხილეს.
ქართული კომპანიების საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობით, ინვესტიციების სააგენტო ხელს უწყობს ქართული პროდუქციის ცნობადობის გაზრდას, საერთაშორისო ბაზრებზე მეტ წვდომას და ქვეყნისსაექსპორტო პოტენციალის გაძლიერებას.
SIAL Paris 2026 საქართველოს პავილიონში საქართველოს ელჩი საფრანგეთში ირაკლი ყურაშვილი იმყოფებოდა.
SIAL Paris საკვებისა და სასმელების ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მწარმოებლებს, სავაჭრო ქსელებს, იმპორტიორებს, დისტრიბუტორებსა და სასტუმროებისა და სარესტორნო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს.