თამარ იოსელიანი საკონსულტაციო კომპანია amd.sigma strategic airport development GmbH-ის წარმომადგენლებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია amd.sigma strategic airport development GmbH-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
კომპანიის ექსპერტებმა მინისტრის მოადგილეს თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შუალედური ანგარიში წარუდგინეს.
კვლევა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ხორციელდება და ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების შესაძლებლობების შეფასებას ითვალისწინებს.
შეხვედრას დაესწრო საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ლევან მოსეშვილი.
ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტი ოპერირებაში 2032 წლიდან შევა და შეძლებს, რომ მოემსახუროს 20 მილიონ მგზავრს.
სხვა სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილი ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მსოფლიოს უდიდესი პლატფორმის, Tether-ის თავმჯდომარეს და დელეგაციის წევრებს შეხვდა
27.10.2026.19:20
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მსოფლიოს უდიდესი პლატფორმის, Tether-ის თავმჯდომარესა და მთავარ აქციონერს ჯანკარლო დევაზინისა და Tether-ის დელეგაციის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოში და რეგიონში ფინტექის სექტორის განვითარებაზე, საინვესტიციო გარემოსა და Tether-ის მიერ საქართველოში განხორციელებულ, მიმდინარე და სამომავლო საინვესტიციო პროექტებზე.
ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან ძალისხმევას, რომელსაც საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ტექნოლოგიური და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისკენ მიმართავს. ყურადღება გამახვილდა საფინანსო სექტორის მოდერნიზაციასა და ფინტექ ინოვაციების განვითარებაზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონულ ტექნოლოგიურ და ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებას.
შეხვედრას პარალამენტის წევრი ვახტანგ თურნავა ესწრებოდა.