მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7223.9
-0.0048
flag
AZN 1.5672
-0.0005
flag
CNY 39.367
0.0033
flag
EUR 3.1012
0.0016
flag
GBP 3.59
0.0081
flag
KZT 54.73
-0.0019
flag
TRY 0.0578
-0.0002
flag
USD 2.6638
-0.0009
news banner

თამარ იოსელიანმა ათენის პირეოსის ღრმაწყლოვანი პორტი დაათვალიერა და მისი მმართველი კომპანიის COSCO Shipping-ის ხელმძღვანელობას შეხვდა

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ათენის პირეოსის ღრმაწყლოვანი პორტის საქმიანობას გაეცნო და მისი მმართველი კომპანიის COSCO Shipping-ის ხელმძღვანელობას შეხვდა.

თამარ იოსელიანის ინფორმაციით, პორტი ხმელთაშუა ზღვაში უმსხვილესი რგოლია ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობისა და დაკავშირებადობის კუთხით და შესაბამისად, ნაყოფიერი იყო მისი საქმიანობის ადგილზე გაცნობა, ასევე მმართველი კომპანიისგან გამოცდილების გაზიარება.

„უმნიშვნელოვანესი და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ათენში პირეოსის ნავსადგურის მმართველ კომპანია COSCO Shipping-თან. ჩვენ კომპანიის ხელმძღვანელობისგან მოვისმინეთ განვითარების გეგმები პირეოსის ნავსადგურში, ასევე იმ ინვესტიციების შესახებ, რომელიც აღნიშნულ ნავსადგურში 2009 წლიდან განხორციელდა. პირეოსის ნავსადგური წარმოადგენს ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი რგოლი ევროპაში, ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობისა და დაკავშირებადობის კუთხით, ერთმანეთთან აკავშირებს ევროპისა და აზიის ტვირთებს. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია პარალელი გავავლოთ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან, რომელიც შავ ზღვაში წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ობიექტს იმისთვის, რომ ევროპასა და აზიას შორის განვითარდეს ვაჭრობა და ამ მიმართულებით ტვირთნაკადებს მოვემსახუროთ", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანი ხაზს უსვამს მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობას, რათ ქართული მხარე გაეცნოს გლობალურ სავაჭრო ქსელში არსებულ თანამედროვე ტენდენციებს და სწორად დაიგეგმოს ანაკლიის ნავსადგურის განვითარება. „ცხადია, უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო აქტორების გამოცდილების გაზიარება", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
შეხვედრას დაესწრო საქართველოს ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 8 - 12 ივნისი

08.06.2026.01:52

რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 8 - 12 ივნისის კალენდარს გიზიარებთ: 

საქსტატის კალენდარი

9 ივნისი | მონეტარული სისტემის, ფინანსური ბაზრის და ფისკალური სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის I კვარტალი)

9 ივნისი | პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (2026 წლის I კვარტალი, წინასწარი)

10 ივნისი | სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (2026 წლის მაისი)

12 ივნისი | მუზეუმების სტატისტიკური გამოკვლევა (2025 წელი)

12 ივნისი | თეატრების სტატისტიკური გამოკვლევა (2025 წელი)

სებ-ის კალენდარი

10 ივნისი | ცენტრალური ბანკის მიმოხილვა

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა