მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7222.7
-0.0012
flag
AZN 1.5665
-0.0007
flag
CNY 39.243
-0.0124
flag
EUR 3.0683
-0.0329
flag
GBP 3.5518
-0.0382
flag
KZT 54.79
0.0006
flag
TRY 0.0578
0
flag
USD 2.6625
-0.0013
news banner

თამარ იოსელიანმა ევროპის მეტროლოგიური ინსტიტუტების ასოციაციის გენერალური ასამბლეა გახსნა

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ევროპის ეროვნული მეტროლოგიური ინსტიტუტების ასოციაციის (EURAMET) მე-20 გენერალურ ასამბლეის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. გენერალური ასამბლეა ევროპის მეტროლოგიური საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონალური პლატფორმაა და მასში მსოფლიოს 40 ქვეყნის 110-ზე მეტ დელეგატი მონაწილეობს. ასამბლეა წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს თანაორგანიზებით ტარდება.

„საქართველოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ეკონომიკის მდგრადი განვითარება, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა და ევროპულ ბაზრებთან უფრო ღრმა ინტეგრაცია წარმოადგენს. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარებას, კერძოდ კი მეტროლოგიის სფეროს გაძლიერებასა და მის შესაბამისობას საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველო EURAMET - ის სრულუფლებიანი წევრი გახდა, რაც ჩვენი ქვეყნის და მეტროლოგიის დარგში გატარებული რეფორმების აღიარებას წარმოადგენდა. "ამ მნიშვნელოვანი თარიღიდან ორ წელიწადში ისეთი გავლენიანი ევროპული ორგანიზაცია, როგორიც EURAMET - ია, საქართველოში გენერალურ ასამბლეას ატარებს, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს საქართველოსა და მეტროლოგიის სექტორის საერთაშორისო აღიარებას," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

როგორც თამარ იოსელიანმა განაცხადა, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხარისხიანი ეროვნული მეტროლოგიური სისტემის განვითარება, რომელიც უზრუნველყოფს საიმედო და მიკვლევად გაზომვებს, მრეწველობის მხარდაჭერას, ექსპორტის ხელშეწყობასა და მომხმარებელთა უსაფრთხოებას. მინისტრის მოადგილის თქმით, ევროპულ მოთხოვნებთან და სტანდარტებთან შესაბამისობა დამოკიდებულია საიმედო, საერთაშორისოდ აღიარებულ და მიკვლევად გაზომვებზე, რაც მეტროლოგიას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ ფუნდამენტურ ინსტრუმენტად და კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელ მნიშვნელოვან ფაქტორად აქცევს.

გენერალურ ასამბლეაზე ასევე სიტყვით გამოვიდა EURAMET-ის თავმჯდომარე დოლორეს დელ კამპო. ღონისძიების ფარგლებში, დელეგატები აქტიურად განიხილავენ ისეთ გლობალურ გამოწვევებსა და პრიორიტეტებს, როგორიცაა მეტროლოგიის სტრატეგიული განვითარება, კვლევებისა და ინოვაციების სამომავლო გეგმები, ციფრული ტრანსფორმაცია, მდგრადობა და საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოში კრევეტების იმპორტი თითქმის გაორმაგდა

08.06.2026.19:00

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოში გაყინული, ცივი წყლის კრევეტების იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც მოცულობის, ისე ღირებულების თვალსაზრისით. „საქსტატის“ მონაცემები აჩვენებს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბაზარზე მოთხოვნა ამ მიმართულებით თითქმის გაორმაგდა, ხოლო მთავარ მიმწოდებლად უკრაინა გვევლინება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანამ შეიძინა 6.9 ტონა კრევეტი, რაშიც 26.6 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა. 2025 წლის იმავე პერიოდში კი იმპორტირებულ იქნა 3.5 ტონა პროდუქტი, რომლის ღირებულებამ 15.7 ათასი დოლარი შეადგინა. შესაბამისად, იმპორტი მოცულობის მიხედვით 97.1%-ით არის გაზრდილი, ხოლო თანხობრივ ნაწილში მატებამ 69.4% შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში ქართულ ბაზარზე შემოტანილი პროდუქციის უდიდესი ნაწილი უკრაინაზე მოდის, საიდანაც ქვეყანამ 22.8 ათასი დოლარის ღირებულების 6.5 ტონა კრევეტი შეიძინა, რაც მთლიანი საიმპორტო მოცულობის 94.2%-ს შეადგენს. მომწოდებელ ქვეყნებს შორის მეორე და მესამე ადგილებს ბელგია და საფრანგეთი ინაწილებენ. ბელგიიდან შემოტანილია 2.3 ათასი დოლარის ღირებულების 0.2 ტონა პროდუქტი (მოცულობის 2.9%), ხოლო საფრანგეთიდან საქართველომ 1.5 ათასი დოლარის ღირებულების 0.2 ტონა კრევეტი იყიდა, რაც ბაზრის 2.9%-ია.

მიუხედავად წლის დასაწყისში დაფიქსირებული მზარდი დინამიკისა, გრძელვადიან ჭრილში კრევეტების იმპორტი მკვეთრად არის შემცირებული. გასულ, 2025 წელს საქართველოში სულ 50.9 ტონა კრევეტის იმპორტი განხორციელდა, რაც თითქმის 12-ჯერ ნაკლებია 2024 წლის მაჩვენებელზე, როდესაც ქვეყანამ რეკორდული რაოდენობის - 598.3 ტონა დელიკატესი შეიძინა.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა