თამარ იოსელიანმა ITU - ს ევროპის ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოში ტელეკომუნიკაციის სფეროსა და ციფრული ჰაბის განვითარება განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) ევროპის ოფისის ხელმძღვანელს, იაროსლავ პონდერს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტებზე.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესზე, აგრეთვე ქვეყნის მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებაზე ციფრული ჰაბის განვითარებასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყანაში ფიჭური მაუწყებლობის საკითხს. აღინიშნა, რომ მთავრობა აქტიურად მუშაობს ისეთი ტექნოლოგიების განვითარებაზე, რომლის შედეგადაც ქვეყნის მოქალაქეები მიიღებენ სხვადასხვა შინაარსის ადრეულ გამაფრთხილებელ შეტყობინებებს.
მხარეებმა განიხილეს საქართველოში AI განვითარების არსებული ვითარება და AI - საგზაო რუკის შემუშავების პროცესის შესაძლო მხარდაჭერის შესაძლებლობა ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციისგან, როგორიცაა ITU - ია.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები.
სხვა სიახლეები
ჩვენი შეფასებით, მოხმარების წლიური 3.4%-იანი ზრდისა და 2028 წლიდან სსე-ს 200 მგვტ ბატარეის მიუხედავად, 2030 წელს წლიური გენერაციის 6-10% მაინც ჭარბი იქნება | Galt & Taggart
20.11.2026.13:00
გალტ & თაგარტმა ენერგეტიკის სექტორის შესახებ ახალი მნიშვნელოვანი ანგარიში გამოსცა "ზაფხულში სიჭარბე, ზამთარში დეფიციტი: რა უნდა მოგვცეს ახალმა აუქციონმა?"
,,დღევანდელი წახალისება და სისტემის საჭიროება - დღეს ყველაზე კარგი პირობები მზის სადგურებს აქვს, ქვეყანას კი ყველაზე მეტად ჰესები და ქარის სადგურები სჭირდება. ჩვენი შეფასებით, მიმდინარე CfD ტარიფით მზის სადგურების უკუგება 15.2%-ია, ქარის სადგურების 12.5%, ხოლო მოდინებაზე ჰესის კი 8.5%. ამასთან, მზის სადგურის CfD მთელი წელი მოქმედებს, ქარის სადგურის 9 თვე, ხოლო მოდინებაზე ჰესის 8 თვე. სისტემის საჭიროება თითქმის საპირისპიროა: ზამთრის დეფიციტს წყალსაცავიანი ჰესები და ქარის სადგურები ამცირებენ, მზის სადგურები კი ენერგიას ძირითადად მაშინ გამოიმუშავებს, როცა სისტემაში ისედაც სიჭარბეა. 2026 წელს ზაფხულში ენერგიის სიჭარბე პირველად გახდა შესამჩნევი, ზამთარში კი მიწოდების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ იმპორტითა და თბოსადგურებით დაიფარა.
ახალი აუქციონი სეზონური დისბალანსის შემცირების შესაძლებლობაა
ჩვენი შეფასებით, აუქციონზე მიზანშეწონილია იმ ტექნოლოგიების წახალისება, რომლებიც ქვეყანას მეტად სჭირდება. წინასწარ ცნობილი წესები ინვესტორის რისკს შეამცირებს, ახალ სიმძლავრეს კი ქვეყნისთვის უფრო იაფს გახდის. ამ მიზნით მნიშვნელოვანია:
1. ზამთრის გენერაციის წახალისება: უპირატესობა წყალსაცავიან ჰესებსა და ქარის სადგურებს, შემდეგ მოდინებაზე ჰესებს; ამ ტექნოლოგიებისთვის CfD-ის პირობების გადახედვა; მზის სადგურების განვითარება ქსელის ლიმიტების ფარგლებში.
2. გამჭვირვალობა: შეზღუდვის წესების რიგითობის წინასწარ განსაზღვრა; მიმდინარე პროექტების სიისა და 10-წლიანი პროგნოზის გამოქვეყნება.
3. მოთხოვნა და ექსპორტი: ადგილობრივი მოხმარებისა და ექსპორტის ხელშეწყობა.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდირებული წესების შემუშავებამ აუქციონი არ დააყოვნოს: ძირითადი პრინციპები შეიძლება აუქციონის პირობებშივე აისახოს, დეტალური რეგულირება კი პარალელურად დაიხვეწოს", - აღნიშნულია ანგარიშში.