მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7164.2
-0.0038
flag
AZN 1.5322
-0.0002
flag
CNY 38.832
-0.0018
flag
EUR 2.9407
-0.0169
flag
GBP 3.4425
-0.0199
flag
KZT 58.75
-0.0049
flag
TRY 0.0531
0
flag
USD 2.6042
-0.0005
news banner

თამარ იოსელიანმა თურქეთის ელჩთან ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში საქართველოსა და თურქეთს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა განიხილა

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ალი ქაან ორბაის შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში. ხაზი გაესვა შუა დერეფნის მეტი განვითარებისთვის ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის სრულფასოვანი ამოქმედების მნიშვნელობას.

თამარ იოსელიანმა თურქეთს ელჩს მიაწოდა ინფორმაცია მსხვილი სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელთა ამოქმედებაც გაზრდის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობას და ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო ჰაბად ჩამოყალიბებას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზებაზე, მათ შორის, სავაგონე და სალოკომოტივე შემადგენლობის განახლებაზე, რომლითაც საქართველოს რკინიგზა ტვირთებს უფრო სწრაფად, უსაფრთხოდ და საიმედოდ გადაზიდავს.

შეხვედრას დაესწრო საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ბაქო - თბილისი - ბაქოს მარშრუტზე ყოველდღიურად ოთხი რეისი შესრულდება

01.10.2026.19:07

ბაქო - თბილისი - ბაქოს მარშრუტზე ყოველდღიურად ოთხი რეისი შესრულდება, - აღნიშნულის შსახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის რკინიგზა აქვეყნებს.

,,აზერბაიჯანის რკინიგზა (ADY) ბაქო - თბილისი - ბაქოს მარშრუტზე დამატებით რეისებს ნიშნავს, რათა საერთაშორისო მგზავრობაზე გაზრდილი მოთხოვნა დააკმაყოფილოს და მგზავრობის შესაძლებლობები გააფართოოს. 2026 წლის 1 ნოემბრიდან ბაქო - თბილისი - ბაქოს მარშრუტზე ყოველდღიურად ოთხი რეისი შესრულდება. რეისების რაოდენობის გაზრდის შედეგად, ხელმისაწვდომი სამგზავრო ადგილების რაოდენობა 386-დან 564-მდე გაიზრდება, რაც თითქმის 50%-იან მატებას წარმოადგენს. დამატებითი რეისების დანიშვნა მგზავრებს უფრო ხელმისაწვდომი მგზავრობის შესაძლებლობასაც მისცემს", - აღნიშნულია განცხადებაში.  

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა