თამაზ გიორგაძე - საქართველოში ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ძალიან კარგი პირობებია
„საქართველო ფინტექ ეკოსისტემის განვითარების ფაზაშია, თუმცა ფინანსური ტექნოლოგიებისგანვითარების წინაპირობები ძალიან კარგია. ქვეყანა ევროპაში ინტეგრაციის მიმართულებით მიდის,რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური ტექნოლოგიების სექტორის განვითარებისთვის", -განაცხადა საერთაშორისო ფინტექ კომპანია Raisin-ის დირექტორმა, თამაზ გიორგაძემსაქართველოში ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების და პოტენციალის შეფასებისას.
მისი თქმით, ფინტექ ეკოსისტემის განვითარებისთვის სამი ძირითადი ფაქტორია გადამწყვეტი:ადამიანური ტალანტი, კაპიტალი და შიდა ბაზარი.
"ეკოსისტემის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანური კაპიტალია, ქართულბაზარზე კი ბევრი პროფესიონალია, ვინც იცის სექტორის გამოწვევები. კაპიტალის დარგში წინსვლასახეზეა, მოზიდვა დაწყებულია, არსებობს საჯარო ფონდი, რომელიც ეხმარება კომპანიებს საწყისიდაფინანსების მოძიებაში. ყველაზე საყურადღებო შიდა ბაზარია, რადგან ის პატარაა და აქ შექმნილკომპანიებს საექსპორტო ბაზრების მოძიებაზე უწევთ ფიქრი", - აღნიშნა გიორგაძემ.
Raisin-ის დირექტორმა რეგიონალური თანამშრომლობის ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება დააღნიშნა, რომ ეს ბაზრები ქვეყანას ტექნოლოგიებისა და პროდუქტების გასატანად დასჭირდება.გამოწვევებზე საუბრისას კი სექტორის სწრაფი ზრდის აუცილებლობა, საინვესტიციოშესაძლებლობების განვითარება და მოკლე ვადებში ბევრი კომპანიის შექმნა დაასახელა.
კომპანია Raisin-ი 12 წელია ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატებისბაზარზე წარმატებულად ოპერირებს. Raisin-ი მსოფლიოში პირველი პლატფორმაა, რომელიცმომხმარებლებსა და ბანკებს ერთდროულად ემსახურება და მათ დეპოზიტების დარგში აკავშირებს.
Raisin-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა თამაზ გიორგაძემ, აზიის განვითარების ბანკის 57-ეწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში - "იდეები კოლაბორაციული ფინტექგარემოს შესაქმნელად რეგიონში: შუა კორიდორის მომენტუმის გამოყენება" მიიღო მონაწილეობა.პანელური დისკუსიის მთავარი მომხსენებელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობისშემსრულებელი ნათია თურნავა იყო.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826