თანმიმდევრული ინფრასტრუქტურის განვითარება, იქნება ეს საპორტო ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო თუ საგზაო, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის განვითარებისთვის - მარიამ ქვრივიშვილი
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ტრანსპორტის სექტორის განვითარებას და ტრანსპორტის სექტორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძი გახლავთ საპორტო ინფრასტრუქტურა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში განაცხადა, სადაც ის პრემიერ-მინისტრთან ერთად
ბათუმის საზღვაო ნავსადგურში მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საზღვაო ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა და ტვირთბრუნვის გაზრდის მიზნით, მთავრობა აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობს პორტის ოპერატორებთან.
„მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოში ოპერირებად პორტებთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში და იმაში, რომ მათ შეძლონ უფრო მეტი ტვირთის მიღება და დამუშავება. სწორედ აქედან გამომდინარე ვიმყოფებოდით ბათუმის პორტში, სადაც მოვინახულეთ არსებული ინფრასტრუქტურა", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შეხვედრა შედგა პორტის ოპერატორებთან.
„განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ ყველა პორტის ოპერატორი ადასტურებს, რომ ფაქტობრივად რეკორდულია ტვირთბრუნვა - ამ შემთხვევაში ბათუმის პორტში. გაზრდილია ტვირთბრუნვა ყველა ტვირთის კატეგორიაში, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ საქართველო განაგრძობს, იყოს დასაყრდენი პარტნიორი. საქართველომ გაზარდა მისი კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო არეალზე. საქართველო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს შუა დერეფნის კონტექსტში და ამდენად, რა თქმა უნდა, თანმიმდევრული ინფრასტრუქტურის განვითარება, ეს იქნება საპორტო ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო თუ საგზაო, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის განვითარებისთვის და ზოგადად იმისთვის, რომ სატრანსპორტო სექტორმა განაგრძოს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში", - აღნიშნა მინისტრმა.
სხვა სიახლეები
თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებებზე მატარებლით მგზავრობის ხანგრძლივობა 4 საათამდე შემცირდა - თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებლით დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმგზავრა
06.08.2026.17:42
თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებებზე მატარებლით მგზავრობის ხანგრძლივობა 4 საათამდე შემცირდა - თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებლით დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, იმგზავრა.
პრემიერმა რკინიგზაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რკინიგზის მოდერნიზაცია გაგრძელდება.
„დღეს ბათუმამდე ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს. მანამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და ახლა შემცირებულია 4 საათამდე, რაც მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ჩვენი სტუმრებისთვის. ტურისტული კუთხითაც მნიშვნელოვანია ეს ცვლილება. ერთი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა და ეს ცვლილება, რაც შეეხო სამგზავრო მატარებელს, ამ ყველაფრის ერთ-ერთი გამოხატულებაა. კიდევ ძალიან ბევრი რამ არის დაგეგმილი რკინიგზის განახლების მიმართულებით, რაზეც საზოგადოებას პერიოდულად ვაწვდიდით ინფორმაციას და ყველა ეს რეფორმა სათანადო ვადებში იქნება განხორციელებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ლიანდაგის სრულ რეაბილიტაციასთან ერთად გაიზარდა სიჩქარე და მოიხსნა შეზღუდვები ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი შემადგენლობებისთვის.
სამგზავრო დროის შემცირებას ასევე ხელი შეუწყო უღელტეხილის მონაკვეთზე რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულებამ. სარკინიგზო ხაზის გასწვრივ წინასწარ იდენტიფიცირებულ ადგილებში დამონტაჟდა დამცავი ღობეები.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამგზავრო სადგურებსაც. გარდა ამისა, მიმდინარეობს მატარებლების კაპიტალური შეკეთება, ასევე დაწყებულია 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვის პროცედურები.