მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172.1
-0.0406
flag
AZN 1.5343
-0.0081
flag
CNY 38.848
-0.0208
flag
EUR 2.9721
-0.0086
flag
GBP 3.4543
-0.0122
flag
KZT 58.86
-0.0047
flag
TRY 0.0533
-0.0004
flag
USD 2.608
-0.0138
news banner

თაროზე განთავსების პოლიტიკას ვწყვეტთ ჩვენ, რადგან ჩვენი პრინციპების მიხედვით თუ არ მოხდა პროდუქტის პლანოგრამის ფორმირება, მაშინ ბრენდის აღქმა გაიბლარება- მზად ვართ, ნეტ ფასებით ვიმუშაოთ, რომ საერთოდ არ იყოს არანაირი რეტრო ბონუსი - „ნიკორას“ დირექტორი

news image
mbc image

„ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელი დირექტორი თემურ ალექსანდრია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე მაღაზიის თაროზე პროდუქტების განთავსების შესახებ საუბრობს.

კომისიის წევრის ეკა სეფაშვილის კითხვაზე, პროდუქტები თაროზე ერთნაირად მომგებიანად არის თუ არა განლაგებული, კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, რომ „რეტრო ბონუსების მოცულობა ძალიან განსხვავებულია პროდუქტის კატეგორიის მიხედვით ამიტომ რომელიმე ერთი პროცენტის თქმა არ მოგვცემს სრულ სურათს“.

მისივე თქმით, თაროზე განთავსების პოლიტიკას თავადვე წყვეტენ.

„მაგალითისთვის ისეთი, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, ხილ-ბოსტნეული არანაირი რეტრო ბონუსი არ არსებობს. არის გარკვეული კატეგორიის ზეთები, რძის პროდუქტები, რომლებზეც საერთოდ არანაირი რეტრო ბონუსი არ არსებობს. ეს უფრო სხვა რგოლის ინსტრუმენტია, რომ ერთმანეთთან კონკურენციაში შევიდნენ. რაც შეეხება თაროზე განთავსებას- თაროზე განთავსების პოლიტიკას ვწყვეტთ ჩვენ იმიტომ, რომ ჩვენი პრინციპების მიხედვით თუ არ მოხდა პროდუქტის პლანოგრამის ფორმირება, მაშინ ბრენდის აღქმა გაიბლარება და კომპრომისზე არანაირი რეტრო ბონუსის ნაცვლად არ წავალთ, გამორიცხული ამბავია, ეს არ არის გადამწყვეტი ფაქტორი ჩვენთვის. თაროზე გადასახადი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ეს ვერ გადაწონის ჩვენს პრინციპებს პლანოგრამის ფორმირებისას. ყველანაირი რეტრო ბონუსი, მათ შორის, თაროს გადასახადიც არის თვითღირებულების შემამცირებელი კომპონენტი, სხვა მეტი არაფერი. ჩვენ რითეილ ასოციაციის ფარგლებში განცხადებაც გავაკეთეთ და ისევ ერთგული ვართ იმ განცხადების, რომ მზად ვართ ნეტ ფასებით ვიმუშაოთ რომ საერთოდ არ იყოს არანაირი რეტრო ბონუსი“- განაცხადა თემურ ალექსანდრიამ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა - Galt & Taggart

28.09.2026.11:00

Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აგვისტო 2026” - ს აქვყენებს. პუბლიკაციაში მიმოხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერპექტივები. 

,,საექსპორტო სეზონი დასრულდა და აგვისტოდან დაიწყო იმპორტ-დამოკიდებული პერიოდი - 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე. აღრიცხულ კლებაზე მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავებამაც იმოქმედა, რომელიც სტატისტიკაში მოხმარებას აკლდება. ჩვენი შეფასებით, ამ გამომუშავების გათვალისწინებით, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.7%-ით შემცირდებოდა, ოფიციალურად აღრიცხული 3.6%-ის ნაცვლად. 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა, ხოლო მათი გამომუშავება წლიურად 0.2%-ით შემცირდა. თბოსადგურების ჩართვა საჭირო გახდა მოხმარებასა და განახლებად გენერაციას შორის სხვაობის შესავსებად, „იმერეთის“ ხაზის გადატვირთვის რისკის შესამცირებლად და სისტემისთვის აუცილებელი რეზერვების უზრუნველსაყოფად. 2026 წლის 8 თვის შეჯამება: საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. 2026 წლის საექსპორტო სეზონი მაისი-ივლისით შემოიფარგლა. თურქეთში ელექტროენერგიის დაბალმა ფასებმა და სუსტმა მოთხოვნამ გამოიწვია საქართველოდან ექსპორტის რაოდენობის და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლების შემცირება (-53.8% წ/წ, 10.7 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, საქართველოში საჭირო გახდა ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვა (ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ, რაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%-ია). ზაფხულის შედეგები საინვესტიციო კლიმატის სისტემის საჭიროებებზე მორგების აუცილებლობას აჩვენებს. ჩვენი აზრით, ახალი პროექტების მხარდაჭერისას, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამომუშავების სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს”, - აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა