მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს მოძველებული კანონმდებლობა აწუხებთ

news image
mbc image

საქართველოში მოქმედი თავისუფალი ინდუსტრიული ზონები (თიზ) მოძველებულკანონმდებლობის გამო წუხან. უფრო მეტი ეფექტურობისთვის თიზ-ები Business Insider Georgia-თან საგადასახადო კოდექსში ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ.

თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელი დირექტორი სოსონიბლაძე გვეუბნება, რომ ინვესტორების მოზიდვის პარალელურად, თბილისის თიზ-ისმმართველი ჯგუფი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებთან არსებულიხარვეზების გამოსწორების მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებს. პრობლემისძირითადი არსი კი იმაშია, რომ კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც ინდუსტრიულიზონები მუშაობენ, 2008-2009 წლებში შეიქმნა, მას შემდეგ კი დიდი დრო გავიდა დასიახლეები მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებებით შემოიფარგლა. სოსო ნიბლაძეგვიხსნის, რომ კომპანიები ხარვეზებსა და დისკომფორტს ძირითადად საოპერაციონაწილში აწყდებიან.

ქართველი და უცხოელი ბიზნესმენებისგან შემდგარმა „ზოდი ჰოლდინგმა“ სტრატეგიული გადაწყვეტილება თბილისის ინდუსტრიული ზონის შეძენის თაობაზეგასული წლის ბოლოს მიიღო. თიზ-ის ყოფილ მმართველ კომპანიასთანმოლაპარაკებები წარმატებით კი მიმდინარე წლის მარტში დასრულდა დაშესაბამისად თბილისის თიზ-ის ადმინისტრატორი და მმართველი „ზოდი ჰოლდინგი“ გახდა, ჯგუფი რომელსაც თიზ-ების მართვის 14 წლიანი გამოცდილება აქვს.

“თბილისის თიზ-ს კომპანიების გარკვეული ბაზა ჰქონდა. ჩვენს მისვლამდეთიზ-ში ძირითადად სავაჭრო პროფილის კომპანიები საქმიანობდნენ, თუმცა ჩვენთავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ვიმუშაოთ, ანუ სხვადასხვა შენობა-ნაგებობების, სერვისების ინტეგრაციაზე თავისუფალზონაში, რათა  კომპანიებს მაქსიმალური კომფორტი შევთავაზოთ“, - ამბობსBusiness Insider Georgia-თან სოსო ნიბლაძე.

როგორც თბილისის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი გვიხსნის, „ზოდიჰოლდინგს“ ადგილზე ინფრასტრუქტურა გარკვეულწილად განვითარებული დახვდა, თუმცა სამრეწველო და სასაწყობო შენობა-ნაგებობების ნაკლებობა იყო. რადგანთავიდანვე მმართველმა ჯგუფმა ეს მიმართულება პრიორიტეტულად დაისახა, სამუშაოებსაც აქტიურად შეუდგა და ფაქტობრივად 6 თვეში 4 000 კვ. მეტრისმოცულობის მულტიფუნქციური შენობა ააშენა. აქ სხვადასხვა პროფილის კომპანიებიუკვე საქმიანობენ.

 ინტერვიუს მსვლელობისას სოსო ნიბლაძეს მსხვილი პროექტების გამოყოფავთხოვეთ. თბილისის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი გვიყვება, რომ ფართისდიდი ნაწილი იმ უკრაინულ კომპანიას დაეთმო, რომელიც სამშენებლო ბადეებსაწარმოებს. წარმატებული გამოდგა მოლაპარაკებები აზერბაიჯანელ ინვესტორთანაც, მეზობელი ქვეყნის კომპანია სამგზავრო და სატვირთო ლიფტების წარმოებით არისდაკავებული. ჯამში ორივე პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე მინიმუმ 100 ადამიანი დასაქმდება. ჩვენი რესპონდენტი დარწმუნებულია, რომ განვითარებასთანერთად დასაქმებულთა რაოდენობაც გაიზრდება.

“ჩვენი მთავარი საქმე ინვესტორის მოზიდვაა. ვთვლით, რომ კარგი ტემპი დადინამიკა გვაქვს, მაღალია ინტერესი, მოლაპარაკებები მიმდინარეობს მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნესებთან. უფრო მეტი დეტალის თქმა ახლა არ შემიძლია, თუმცა მიგვაჩნია, რომ კონკრეტული დადებითი შედეგები გაცილებით ადრედაიდება, ვიდრე ამის მოლოდინი გვქონდა“, - აცხადებს სოსო ნიბლაძე.

თბილისის ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელი დირექტორი ჯამურ ინვესტიციებზესაუბარს ნაადრევად მიიჩნევს, თუმცა გვეუბნება, რომ „ზოდი ჰოლდინგის“ მიზანიათიზ-ში 5-დან 10 მლნ დოლარამდე ინვესტიცია ჩადონ. საინვესტიციო თანხები ისევინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება, რომელიც მოიცავს არა მხოლოდსამრეწველო და სასაწყობო დანიშნულების შენობების მშენებლობას, არამედ სხვადამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობას და თიზ-ში სერვისების განვითარებას.

„ჩვენი მიზანია ბიზნეს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ, რათა მათთვისადვილი იყოს გადაწყვეტილებების მიღება და საქართველოში ოპერირების მოკლევადებში დაწყება. ამის პარალელურად ჩვენი ამოცანაა, მათ მაქსიმალურადგავუმარტივოთ ბიუროკრატიული ნაწილი, ამიტომაც საჭიროების შემთხვევაშისაოპერაციო და ტექნიკურ-ადმინისტრაციულ საკითხებშიც ვეხმარებით“, - გვეუბნება თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელიდირექტორი.

ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელი დირექტორი გიორგიროგავა არ მალავს, რომ ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ქუთაისის თიზ-მასავაჭრო ჰაბის ფუნქცია ვერ შეიძინა, ამიტომაც თავისუფალი ინდუსტრიული ზონაინდუსტრიულ მიმართულებაზე კონცენტრირდა.

“იყო პერიოდი, როცა სერვის და სავაჭრო სექტორები თიზ-ებით უფროინტერესდებოდნენ, თუმცა სხვადასხვა ცვლილების შედეგად თიზ-ებითდაინტერესებული კომპანიების რაოდენობა გაიფილტრა და დავიდა ისეთკომპანიებამდე, რომლებიც რეგიონულ ჭრილში სავაჭრო ოპერაციებს ეწევიან დასაწარმოო მიმართულებით საქმიანობენ. რეგიონულ ჭრილში სავაჭროოპერაციებში მოიაზრება
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა