მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თბილისი დღე-ღამეში დაახლოებით 400 - 420 ტონა პურს მოიხმარს

news image
mbc image

საქართველოში პურის მოხმარება ეტაპობრივად მცირდება. როგორც Business Insider Georgia-თან პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა, პური სოციალური ბარომეტრია. მისივე განმარტებით, საქართველოში პურის ფიზიოლოგიური ნორმა ერთ ადამიანზე 300 გრამს შეადგენს. 

„წლიდან წლამდე საქართველოში პურის მოხმარება თანდათან მცირდება. ჩვენი ქვეყანა მოიხმარს 600 ათას ტონა ხორბალს, რომელიც შემდეგ ფქვილად იქცევა და პური ცხვება. ადრე ხორბლის მოხმარება 700 ათას ტონას შეადგენდა, უფრო ადრე კი 800 ათას ტონას. მძიმე პოლიტიკური ვითარებისა და სამოქალაქო ომის დროს 1 მლნ ტონამდე ხორბალს მოვიხმარდით. პური მარტო თბილისში ცხვებოდა და თბილისიდან ნაწილდებოდა რეგიონებზე. 

დღეს პური ყველგან ცხვება, მაგრამ მოხმარება შემცირებულია. პური არის სოციალური ბარომეტრი. საქართველოში ფიზიოლოგიური ნორმა არის ერთ ადამიანზე 300 გრამია“, - ამბობს დოლიძე.

მისი თქმით, თბილისი დღე-ღამეში დაახლოებით 400 - 420 ტონა პურს მოიხმარს. 

„მარხვის პერიოდში პურის მოხმარება იზრდება, ხოლო როდესაც შემოდის ბადრიჯანი და სხვადასხვა ბაღჩეული, მაშინ მცირდება. საქართველოს მაგალითზე ვსაუბრობ  ფიზიოლოგიური ნორმაზე, თორემ ეს მონაცემი არავის დაუკანონებია. 

მაგალითად გერმანიაში 1 ადამიანზე პურის მოხმარების ნორმა 200 გრამია, ყაზახეთში - 400 გრამი“, - ამბობს დილიძე.

მისივე განმარტებით, 2022 წელს 2021 წელთან შედარებით ქვეყანაში პურის მოხმარება თითქმის ერთნაირი იყო. 

პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე, ასევე Business Insider Georgia-თან პურის ფასის განმსაზღვრელ ძირითად კომპონენტებს ასახელებს, რომელიც სხვადასხვა მწარმოებლის შემთხვევაში განსხვავებულია:  

  • ფქვილი - 40%,
  • გადასახადები - 18%,
  • ენერგომატარებლები - 22%,
  • ხელფასი 9%,
  • დამხმარე მასალები 9%.

PS. თუ საქართველოში ერთ ადამიანზე პურის მოხმარების ფიზიოლოგიური ნორმა 300 გრამია, მაშინ წლის განმავლობაში (300 გრამი X 365 დღე-ზე) დაახლოებით 109,5 კგ პურს მოიხმარს. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა