თბილისი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა - ეს სამი რეგიონი ქმნის, ჯამურად, ტრანსპორტისა და დასაწყობების შემოსავლების 90%-ს l ზუკა თავყელიშვილი
თბილისი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა - ეს სამი რეგიონი ქმნის, ჯამურად, ტრანსპორტისა და დასაწყობების შემოსავლების 90%-ს - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსმა ზუკა თავყელიშვილმა განაცხადა.
„საკმაოდ საინტერესო სურათი გვაქვს 2022 წლიდან. ბუნებრივია, აქ შემოსავლებიც მზარდია.
პირველად, 2021 წლის პოსტპანდემიური აღდგენის შემდეგ, 2022 წელს ვიხილეთ საკმაოდ დიდი, 33%-იანი წლიური ზრდა შემოსავლებში და სწორედ იმ ფაქტორებს უკავშირდება, რაც ჩამოვთვალე.
ამის შემდეგ სტაბილურად მზარდი იყო შემოსავლები და 2025 წელს გაუტოლდა 11.4 მილიარდ ლარს.
აქ საინტერესო ის არის, რომ ამ შემოსავლების 90% არის კონცენტრირებული საქართველოს სამ რეგიონში. პირველი ეს არის თბილისი, სადაც შემოსავლების ორი მესამედი გენერირდება. მას მოსდევს უკვე სამეგრელო-ზემო სვანეთი, სადაც ფოთის პორტი მდებარეობს, და აჭარა, სადაც უკვე მდებარეობს ბათუმის პორტი.
ეს სამი რეგიონი ქმნის, ჯამურად, ტრანსპორტისა და დასაწყობების შემოსავლების 90%-ს“, - აცხადებს ზუკა თავყელიშვილი.
სხვა სიახლეები
თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს შეხვდა
07.09.2026.19:56
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევსა და კომპანია KTZ Express - ის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, აიბეკ კაპარსშეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყაზახეთის რკინიგზებს შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. აღინიშნა ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს შუა დერეფანში ტვირთბრუნვის ზრდასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა და საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.
შეხვედრას დაესწრო საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე, ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი ზურაბ სიჭინავა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ ქაჯაია.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.