მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.6
-0.0092
flag
AZN 1.5271
-0.0006
flag
CNY 38.937
0.0002
flag
EUR 2.8943
-0.0139
flag
GBP 3.4571
-0.0094
flag
KZT 56.8
-0.0056
flag
TRY 0.0521
-0.0001
flag
USD 2.596
-0.0006
news banner

თბილისი ცენტრალი რეგიონულ კვანძს წარმოადგენს და მისი განახლება უმნიშვნელოვანესია - ჩვენი მიზანია, საქართველოს რკინიგზაში განხორციელებული ყველა ინვესტიცია იგრძნონ ჩვენმა მოქალაქეებმა | თამარ იოსელიანი

news image
mbc image

„თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია საქართველოს რკინიგზის მასშტაბური განახლების პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე განახლების პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ რკინიგზის სადგურების რეაბილიტაციაა.

„ჩვენი მიზანია, განვაახლოთ არამხოლოდ სარკინიგზო ინფრასტრუქტურა და მოძრავი შემადგენლობები, არამედ ქვეყნის მასშტაბით განახლდეს სრულად სადგურები და შევძლოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს და მგზავრებს შევთავაზოთ კომფორტული და ხარისხიანი სერვისები", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანი აღნიშნავს, რომ თბილისი ცენტრალი რეგიონულ კვანძს წარმოადგენს და შესაბამისად, მისი განახლება უმნიშვნელოვანესია, რადგან სადგური ყოველდღიურად ძალიან ბევრ მგზავრს მასპინძლობს.

„აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენი მიზანია - საქართველოს რკინიგზაში განხორციელებული ყველა ინვესტიცია იგრძნონ ჩვენმა მოქალაქეებმა და შევძლოთ, მგზავრებს თუ მოქალაქეებს შევთავაზოთ კომფორტული, ხარისხიანი და შესაბამისად, მგზავრზე ორიენტირებული სერვისები", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

თბილისი ცენტრალის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, სრულად განახლდება პირველი, მეორე და მესამე ბაქანი, საფეხმავლო კიბის ნაცვლად ოთხი ახალი ესკალატორის დამონტაჟდება. ასევე განახლდება მგზავრების მოსაცდელი კუთხეები და სხვა. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 7 მლნ ლარია, სამუშაოები 2027 წლის შემოდგომაზე დასრულება.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

27.10.2026.17:05

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8943 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.5960 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.5960 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.5966 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.8943 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9082 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0139 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა