მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.9
0.0001
flag
AZN 1.5459
-0.0004
flag
CNY 38.834
0.0027
flag
EUR 2.9955
0.0024
flag
GBP 3.5027
0.0002
flag
KZT 55.27
0.0016
flag
TRY 0.0555
0
flag
USD 2.6281
-0.0004
news banner

თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა უკვე 3 საათსა და 30 წუთშია შესაძლებელი

news image
mbc image

თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა უკვე 3 საათსა და 30 წუთშია შესაძლებელი, - ამის შესახებ „სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებაშია“ აღნიშნული, რომელიც 2023 წლის ივნისიდან - 2024 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.
დოკუმენტში წერია, რომ საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, ქვეყნის  შემდგომი განვითარებისთვის სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოსაყენებლად,  გრძელდება საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო  გზებისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარება. 

„ინტენსიურად გრძელდება მაგისტრალური გზების მშენებლობა, მათ შორის,  აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის, კახეთის მაგისტრალისა და სხვა  მიმართულებით. 

2023 წელს ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა: რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი  მონაკვეთი; გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის 6 კმ-იანი მონაკვეთი და კახეთის  მაგისტრალური გზის 4 კმ-იანი მონაკვეთი (ვაზიანის შემოვლითი გზა). 
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთის  მონაკვეთზე 2024 წელს გაიხსნა 9 კმ-იანი ოთხზოლიანი ზესტაფონის შემოვლითი გზა. 
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, უკვე გახსნილია 36 კმ-იანი გზა,  აშენებულია 89 ხიდი და გაჭრილია 50 გვირაბი. 
ჯამში, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალური გზის 276 კმ ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია. 
თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა უკვე 3 საათსა და 30 წუთშია შესაძლებელი. 
დასკვნით ფაზაშია ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა. გაჭრილია ხუთივე  გვირაბი და აშენებულია 20 ხიდი; 
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ  კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა. ახალი 9 კმ სიგრძისა  და 15 მ დიამეტრის გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს  მასშტაბით, თავისი მახასიათებლებით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება; 
ბაკურციხე-წნორის შემოვლითი 16.6 კმ-იანი გზის მშენებლობის პროექტის  ფარგლებში, ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე მოწყობილია 13 კმ-ზე, ხოლო თბილისისაგარეჯოს პროექტის ფარგლებში, უკვე ავტოტრანსპორტისთვის გახსნილი ვაზიანის  შემოვლითი გზის გარდა, პირველი ლოტის მონაკვეთზე უკვე მოწყობილია საფარი 5  კმ-ზე, ხოლო მეორე ლოტის ფარგლებში − 6 კმ-ზე (ორივე მხარეს); 
ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები ხულო-ზარზმის გზაზე, 2024 წელს, გეგმით  გათვალისწინებული დარჩენილი მონაკვეთების დასასრულებლად; 
დაწყებულია თბილისი-რუსთავის მეორე მონაკვეთის მშენებლობისათვის საჭირო  დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად  შესაბამისი ღონისძიებები, რათა შესაძლებელი იყოს 2024 წლის ბოლოს სამშენებლო  ტენდერის გამოცხადება; 
ბაღდათი-აბასთუმნის გზაზე შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს ყველა მონაკვეთზე. საფარი მოწყობილია უკვე 36 კმ-ზე, გრძელდება საფარის მოწყობის სამუშაოები 14 კმ-ზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სამომავლო მიწოდებაში ზომასთან ერთად მზარდია მაღალი კლასის საწყობების წილიც - Galt & Taggart

27.07.2026.19:00

Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,საწყობები და ლოგისტიკა საქართველოში” აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, საქართველოს სასაწყობე ბაზარი გარდამავალ ეტაპზეა - ვაჭრობისა და ტვირთბრუნვის ზრდამ საწყობებზე მოთხოვნა გაზარდა რაც მიწოდების ტემპის დაჩქარებაში აისახა, მაღალი კლასის დიდი ფართების დეფიციტმა ქირა მნიშვნელოვნად გაზარდა, ხოლო მსხვილმა კომპანიებმა პასუხად საკუთარი თანამედროვე სადისტრიბუციო ცენტრების მშენებლობა დაიწყეს. ამასთან, დოკუემნტში აღნიშნულია, რომ საწყობების უმეტესობაში კომპანიები საკუთარ ლოგისტიკურ ჯაჭვს თავად მართავენ, 3PL კვლავ განვითარების ადრეულ ეტაპზეა, თუმცა ზრდის პოტენციალი აქვს ადგილობრივი ელ-კომერციის განვითარების, მცირე და საშუალო ბიზნესის მხრიდან მოთხოვნის ზრის და უცხოური კომპანიების ქვეყანაში შემოსვლის გათვალისწინებით.

,,საქართველოში ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორის წილი მშპ-ში
სტაბილურად 6-7%-ის ფარგლებშია, რაც ჩამორჩება განვითარებული
ლოგისტიკური ჰაბების მაჩვენებელს და ზრდის პოტენციალზე მიუთითებს. სექტორის შემოსავლები გასულ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა;

აქტივობა ძირითადად თბილისში, ფოთსა და ბათუმშია კონცენტრირებული. გაზრდილმა ტვირთბრუნვამ მოთხოვნა დიდწილად საპორტო ქალაქებში
საწყობებზე გაზარდა, ხოლო, თბილისში ზრდის მთავარი მიზეზი გაზრდილი სამომხმარებლო დანახარჯები იყო, რამაც მნიშვნელოვანი მოთხოვნა გააჩინა ახალ სასაწყობე ინფრასტრუქტურაზე. თბილისსა და ბათუმში საწყობები ძირითადად ადგილობრივ მოთხოვნას ემსახურება, ხოლო ფოთში - საერთაშორისო ტვირთების დამუშავებას. თბილისში საწყობების მიწოდების ზრდის ტემპი 2024 წლიდან დაჩქარდა, თუმცა ჯამური მიწოდება შესადარის ქალაქებთან მიმართებით კვლავ დაბალია. სამომავლო მიწოდების 85%, მიწის ხელმისაწვდომობის გამო, სამგორსა და თბილისის შემოგარენშია კონცენტრირებული”, - წერს Galt & Taggart-ი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა