მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ უნიკალური მასშტაბი აქვს - გენადი არველაძე

news image
mbc image

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ უნიკალური მასშტაბი აქვს ფორუმს -  2000-მდე სტუმარი, საერთაშორისო დონეზე კი კიდევ უფრო მეტად გაძლიერება იმ აღიარების, რომელიც ქვეყანას აქვს და ის დაინტერესება, რომელიც მზარდია ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტურბულენტურ გარემოში, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ განაცხადა. მისი განმარტებით ფორუმის ფარგლებში მაღალი დონის სტუმრების და კერძო სექტორის ძალიან მაღალი დაინტერესებაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო მზარდია. 

„ფორუმი ნამდვილად მნიშვნელოვანია ქვეყნის პოპულარიზაციისთვის და ისტორია, რომელიც 10 წლის წინ დაიწყო და 10 წლის ისტორია აქვს უკვე ამ ფორუმს, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება თავის მასშტაბურობიდან გამომდინარე - ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის მისი როლის წარმოსაჩენად. შუა დერეფანში საქართველო ნამდვილად თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს და ის დამაკავშირებელია ევროპის და აზიის ბაზრებისთვის. შესაბამისად აღნიშნული ფორუმის იდეა თავიდანვე იყო, რომ საქართველოს  როგორც ჰაბის ფუნქციის მატარებლის აღნიშნული ფორუმს კიდევ უფრო გაეზარდა წარმოდგენა როგორც რეგიონში ასევე რეგიონს მიღმა არსებულ ჩვენს პარტნიორებთან.  მნიშვნელოვანია საქართველოსა და რეგიონსმიღმა ქვეყნების თანამშრომლობა იმისთვის, რომ გაიზარდოს როგორც ვაჭრობა, ასევე სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობები, რომ უფრო მეტი ტვირთის გატარება შეძლოს ქვეყანამ“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.'მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს როლს, როგორც დამაკავშირებელი ხიდის ევროპასა და აზიას შორის, რაც ქვეყანას კიდევ სხვა სიკეთეებთან ერთად თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები აქვს.

„საქართველო არის ერთ-ერთი ღია ეკონომიკა და წამყვანი ეკონომიკა ამ კუთხით მსოფლიოში, რომელსაც  აქვს 2,3 მლრდ-იან სამომხმარებლო ბაზარზე წვდომა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებით და ის არის საუკეთესო ადგილი ინვესტორებისთვის, რომ აქ ჩადონ თავიანთი ინვესტიციები და შემდგომ აქ წარმოებული პროდუქტები გაიტანონ და წვდომა ჰქონდეთ აღნიშნულ მსხვილ ბაზრებზე. ის უნიკალურია გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, როგორც ევროკავშირთან ასევე ჩინეთთან. ეს არის ორი დიდი ბაზარი, რომელთაც ერთმანეთთან არ გააჩნიათ თავისუფალი ვაჭრობა. და საქართველო იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ საქართველოდან ივაჭრონ ერთმანეთთან. ანუ აქ წარმოებული პროდუქტით, აქ შემოტანილი ნედლეულით - შემდეგ წარმოებული პროდუქციით და შექმნილი დამატებითი ღირებულებით წვდომა ჰქონდეთ ამ უდიდეს ბაზრებზე და არა მარტო ამ ორ ბაზარზე, როგორც მოგახსენეთ ეს არის  2,3 მლრდ-იანი სამომხმარებლო ბაზარი“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

შეგახსენებთ, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ საქართველოს დედაქალაქი 22-23 ოქტომბერს მასპინძლობს. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა