თბილისის აეროპორტში განახლებული Primeclass Lounge და სწრაფი გასასვლელი სივრცე გაიხსნა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში Primeclass Lounge - ის განახლებული სივრცე და სწრაფი გასასვლელი (Fast Track) ოფიციალურად გაიხსნა. გაფართოებული ლაუნჯი უფრო მეტი მგზავრის კომფორტულ გარემოში მომსახურების საშუალებას იძლევა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - მარიამ ქვრივიშვილი, ,,ტავ აეროპორტს ‘’ აღმასრულებელი საბჭოს წევრი და კომიტეტის თავმჯდომარე - ფრენკ მერეიდი, ,,ტავ ჯორჯიას’’ - ს გენერალური მენეჯერი - თეა ზაქარაძე და ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია ,,ტავ ჯორჯიამ‘’ აეროპორტის გამტარუნარიანობის ზრდის მიზნით, თბილისის აეროპორტში გამგზავრების დარბაზი გააფართოვა, რომლის ფარგლებშიც ტერმინალს ახალი სივრცეები შეემატა, მათ შორის, ,,Fast Track’’, რომელიც TAV Operation Service - სა და VISA - ს თანამშრომლობლის შედეგად განნხორციელდა. Fast Track (სწრაფი გასასვლელი) ვიზა პრემიუმ ბარათის მფლობელებს რიგის გარეშე, სწრაფი გასასვლელით მოემსახურება. პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ ჯამურად 2 200 000 ლარი შეადგინა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, ბიზნეს ლაუნჯის ფართობი 84%, ხოლო მგზავრთა ადგილების რაოდენობა 73% პროცენტით გაიზარდა. Primeclass Lounge - ის პროექტი განახლებული დიზაინით TAV Operation Services - მა განახორციელა, რომლის ჯამურმა ინვესტიციამ 700 000 ლარი შეადგინა.
Primeclass Lounge - ს ოპერირებას უწევს TAV Airports Holding-ისა და Groupe ADP- ის შვილობილი კომპანია, აეროპორტებისა და ტურისტული მასპინძლობის სერვისების წამყვანი გლობალური პროვაიდერი TAV Operation Services-ი, რომელიც პრემიუმ მგზავრთა მომსახურებით 19 ქვეყნის 90 -ზე მეტ ლაუნჯშია წარმოდგენილი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826