თბილისის ახალი აეროპორტის მასტერპლანის ბიუჯეტი 736 000 დოლარია - პროექტს ADB და UAG აფინანსებენ
თბილისის ახალი აეროპორტის გენგეგამა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და აზიის განვითარების ბანკის თანადაფინანსებით განხორციელდება. როგორც სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში წერია, რომელიც 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს, 2023 წლის ოქტომბერში, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, არსებითად გააუმჯობესოს ქვეყნის დედაქალაქის, თბილისის, საჰაერო ტრანსპორტის გამტარუნარიანობა, რათა დააკმაყოფილოს საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით საჰაერო ტრანსპორტირების მიმართ არსებული ზრდადი მოთხოვნა.
„გეგმად დასახულია ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარება ვაზიანში (თბილისიდან 23 კმ მანძილზე), რომელმაც, გეგმის მიხედვით, უნდა დააკმაყოფილოს მოთხოვნა შემდეგი 30 წლის
განმავლობაში. ახალ აეროპორტს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ორივე ფაზის მშენებლობის შემდეგ 18 მილიონზე მეტი მგზავრი.
ამ ეტაპზე მომზადებულია განკარგულების პროექტი შპს „აეროპორტების გაერთიანებასა და აზიის განვითარების ბანკთან (ADB)“ გასაფორმებელი მემორანდუმის შესახებ, რომლის
თანახმად, ADB შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ თანადაფინანსებით უზრუნველყოფს თბილისის ახალი აეროპორტისთვის განვითარების გენერალური გეგმის (მასტერპლანი) მომსახურების შესყიდვას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
უშუალოდ მასტერპლანის ბიუჯეტი შეადგენს 736 000 აშშ დოლარს, სადაც ADB და UAG (საქართველოს აეროპორტების გაერთიანება) წარმოდგენილია თანაბარი კონტრიბუციით.
ტენდერის გამოცხადება იგეგმება უახლოეს პერიოდში და განვითარების გეგმის დასასრულებლად საჭირო იქნება 6-8 თვე.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან გამყარდა
14.08.2026.17:01
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0233 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6162 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6162 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6171 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0233 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0191 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0042 ლარი შეადგინა.