თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მოსამზადებლად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - კვლევის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი შეხვდა
თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მოსამზადებელად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. კვლევას საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია amd.sigma strategic airport development GmbH ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა გამართა.
შეხვედრაზე თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ოპტიმალურ მოდელთან დაკავშირებით იმსჯელეს, ასევე ყურადღება გამახვილდა სამომავლო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე.
ვიზიტის ფარგლებში amd.sigma-ს გუნდი შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოქმედი ავიაკომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
amd.sigma აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის გზით შეირჩა. ის ბერლინში დაფუძნებული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაა და სპეციალიზებულია აეროპორტების სტრატეგიულ განვითარებაში, დაგეგმარებასა და ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებში.
კომპანია amd.sigma 2019 წლიდან Munich Airport International-ის (MAI) შემადგენლობაშია და მიუნხენის აეროპორტის ჯგუფის გამოცდილებასა და საერთაშორისო რესურსებზე დაყრდნობით მსოფლიოს მასშტაბით აეროპორტების განვითარების პროექტებს ახორციელებს.
კომპანიის წარმომადგენლებთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრას, თამარ იოსელიანთან ერთად, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ლევან მოსეშვილი ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
04.09.2026.17:01
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0364 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6126 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6126 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6180 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0054 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0364 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0366 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0002 ლარი შეადგინა.