მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7197.7
0.0241
flag
AZN 1.5272
0.0001
flag
CNY 38.932
-0.0005
flag
EUR 2.8875
-0.0068
flag
GBP 3.4463
-0.0108
flag
KZT 56.91
0.0011
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5957
-0.0003
news banner

ხელოვნური ინტელექტი და ღია ბანკინგი ფინანსური სექტორის განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის - ნათია თურნავა

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ეროვნული ბანკისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) ერთობლივ საერთაშორისო Fintech ჰაკათონში მიიღო მონაწილეობა. „თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში გამართულ დემო დღეზე ფინალისტმა გუნდებმა ფინანსურ სექტორში არსებული გამოწვევების ტექნოლოგიური გადაწყვეტები წარადგინეს, რის შემდეგაც ჟიურიმ გამარჯვებული გუნდები გამოავლინა.

მიმართულებაში - „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ფინანსურ სექტორში“ გუნდმა Goni-იმ გაიმარჯვა. გუნდის წევრებმა მოიპოვეს GITA-ს 20 000-ლარიანი პრიზი შექმნილი პროტოტიპის შემდგომი განვითარებისთვის. გარდა ამისა, Tether-ისა და Pave Bank-ის მხარდაჭერით, Goni გაემგზავრება დუბაიში და დაესწრება გლობალურ ტექნოლოგიურ გამოფენას GITEX Global 2026.

გუნდი Faeda AI საუკეთესოდ დასახელდა მიმართულებაში „ღია ბანკინგის API-ების დიაგნოსტიკა და ბენჩმარკინგი“. გუნდის წევრებმა, მოიპოვეს საგზური აზიის წამყვან ფინტექ ღონისძიებაზე Singapore FinTech Festival 2026-ზე დასასწრებად, სადაც საკუთარ პროექტს საერთაშორისო ასპარეზზე წარადგენენ.

ფინტექ ჰაკათონი ხელოვნური ინტელექტისა და ღია ბანკინგის მიმართულებებს აერთიანებდა. მონაწილეები მუშაობდნენ ფინანსური სექტორისთვის აქტუალური საკითხების გადაჭრაზე, მათ შორის API-ების დიაგნოსტიკისა და ბენჩმარკინგის, საკრედიტო რისკების შეფასების, თაღლითობის გამოვლენისა და საოპერაციო პროცესების გაუმჯობესების მიმართულებით.
ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ინოვაციის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ახალი იდეების გამოცდასა და რეალური პრობლემების ტექნოლოგიური გადაწყვეტების შემუშავებას უწყობს ხელს.

„ინოვაცია აზრს იძენს მაშინ, როდესაც ის სცდება იდეის ფარგლებს და იწყებს რეალური პრობლემის გადაჭრას. ღია ბანკინგი და ხელოვნური ინტელექტი ფინანსური მომსახურების ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი მიმართულებებია. ღია ბანკინგი, მომხმარებლის თანხმობით ფინანსურ მონაცემებზე უსაფრთხო წვდომის შესაძლებლობით, ქმნის საფუძველს კონკურენციის გაძლიერებისთვის, ინოვაციური პროდუქტების განვითარებისა და მომხმარებლებისთვის უკეთესი მომსახურების შეთავაზებისთვის. ხელოვნური ინტელექტი კი ფინანსურ ინსტიტუტებს ინფორმაციის უფრო ეფექტიანად დამუშავებაში, რისკების შეფასებასა და თაღლითობის გამოვლენაში ეხმარება. ამასთან, ტექნოლოგიური პროგრესი პასუხისმგებლიან მიდგომას, უსაფრთხოებასა და გამჭვირვალობას უნდა ეფუძნებოდეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ფინანსურ სექტორში ინოვაციების განვითარების პროცესში მარეგულირებლის როლზეც. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მარეგულირებელი მხოლოდ ტექნოლოგიური ცვლილებების დამკვირვებელი არ იყოს და თავადაც ავითარებდეს შესაბამის ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას.

„თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში გამართული ფინტექ ჰაკათონი, მიზნად ისახავდა ფინანსურ ტექნოლოგიებში ინოვაციური და მასშტაბირებადი პროდუქტების შექმნის ხელშეწყობას, ადგილობრივი და საერთაშორისო ტექნოლოგიური ტალანტების გაძლიერებასა და ფინანსურ სექტორში ხელოვნური ინტელექტისა და ღია ბანკინგის განვითარებას.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა სინგაპურში აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური ფორუმის SWITCH 2026-ის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

29.10.2026.13:44

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა სინგაპურში აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური ფორუმის SWITCH 2026-ის (სინგაპურის ინოვაციების და ტექნოლოგიების კვირეული) პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრის მოადგილემ გამოსვლისას საქართველოს სწრაფ ეკონომიკურ ზრდასა და მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე ისაუბრა.

„საქართველოს ეკონომიკა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სწრაფი ტემპით იზრდებოდა. 2021 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი საშუალოდ წლიურად 9,3%-ით გაიზარდა. ჩვენი ექსპორტი გაორმაგდა, ხოლო იმავე პერიოდში მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საშუალოდ წლიურად ქვეყნის მშპ-ს 6,3%-ს შეადგენდა. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მაკროეკონომიკური პარამეტრები ფართო რეგიონში და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების უმეტესობა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოსთვის 6%-მდე ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. რა თქმა უნდა, ეს ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებელი არ არის შემთხვევითი, არამედ საქართველოს მთავრობის მზაობას ასახავს, ააშენოს ღია, კონკურენტუნარიანი, ბიზნესისთვის მიმზიდველი და ბიზნესზე ორიენტირებული ეკონომიკა ჩვენს ქვეყანაში - ინვესტიციების მხარდაჭერისა და ხელშეწყობის, ვაჭრობის გაფართოებისა და ადამიანურ კაპიტალში ინვესტირების გზით",- აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა შუა დერეფანში საქართველოს როლზე.

"ბოლო წლებში მიმდინარე გეოპოლიტიკურმა ვითარებამ მკვეთრად გაზარდა ამ დერეფნის მნიშვნელობა და მოთხოვნა მასზე, როგორც ალტერნატიულ მარშრუტზე აღმოსავლეთსა და დასავლეთს, კერძოდ, ჩინეთსა და ევროპას შორის საქონლისა და მომსახურების ტრანზიტისთვის. საქართველოს მდებარეობა კი ცენტრალურია ამ კარიბჭეებისთვის. როდესაც საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე ვსაუბრობთ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ქვეყნის ლოგისტიკური და ტრანზიტული როლი ამ რეგიონში", - განაცხადა დიკუსიაზე ირაკლი ნადარეიშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს მთავრობა აქტიურად იყო ჩართული ცოდნაზე დაფუძნებული და ინოვაციებზე ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებაში.

კვირეულის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე საქართველო წელს პირველად წარდგა ეროვნული პავილიონით „StartUP in Georgia", რომელმაც ვიზიტორთა დიდი ინტერესი გამოიწვია. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით, ღონისძიებაში ქართველი სტარტაპები : Clinova, Dunno, Omniform Systems, Vybe, PhytoTester მონაწილეობდნენ. გამოფენამ სტარტაპებს შესაძლებლობა მისცა, დაემყარებინათ ახალი საქმიანი კონტაქტები და შეხვედროდნენ პოტენციურ საერთაშორისო პარტნიორებს.

სინგაპურში, SWITCH 2026-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებსა და შეხვედრებში, ირაკლი ნადარეიშვილთან ერთად, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე მონაწილეობდა.

სინგაპურის ინოვაციების და ტექნოლოგიების კვირეული 400- ზე მეტ საერთაშორისო მონაწილეს აერთიანებს და ყოველწლიურად 25 000-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა