მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.1
-0.0065
flag
AZN 1.5242
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0067
flag
EUR 2.8423
-0.0124
flag
GBP 3.3968
-0.0191
flag
KZT 56.84
-0.0077
flag
TRY 0.0513
-0.0001
flag
USD 2.5926
-0.0007
news banner

თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის გაგრძელების მიზნით ახალი მეტროსადგურების მშენებლობა იგეგმება

news image
mbc image

თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის გაგრძელების მიზნით ახალი მეტროსადგურების მშენებლობა განიხილება. ამ მიზნით კი შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ გლდანისა და ვარკეთილის მიმართულებებით ქ. თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის გაგრძელების მიზნით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ატარებს ბაზრის კვლევას თბილისში ახალი მეტროსადგურების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის და მშენებლობის შესყიდვის თაობაზე ე.წ. Design-Build (DB) მეთოდით. ჯამში 4 სადგურის დაპროექტება უნდა განხორციელდეს.

დამატებითი მოთხოვნები, რომლებიც მოეთხოვება პრეტენდენტს ტენდერში მონაწილეობის ეტაპზე:

1. გამოცდილება და ტექნიკური შესაძლებლობები (აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება პრეტენდენტზე ან მის ქვეკონტრაქტორზე)

- პრეტენდენტს ან მის ქვეკონტრაქტორს 2010 წლიდან (ელექტრონული ტენდერის (აუქციონის გარეშე) სტატუსის - „წინადადებების მიღება მთავრდება“ თარიღის ჩათვლით) უნდა გააჩნდეს: თანამედროვე მეტროპოლიტენის დაპროექტების და მშენებლობის გამოცდილება. კერძოდ ბოლო 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს შესრულებული არანაკლებ 2 (ორი) მეტროპოლიტენის ხაზის ან 10 (ათი) მეტროს სადგურის მშენებლობის საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 2 (ორი) მეტროპოლიტენის ხაზის ან 10 (ათი) მეტროს სადგურის მშენებლობის პროექტი, რისი დამადასტურებელი დოკუმენტები - ხელშეკრულებ(ები)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღებაჩაბარების აქტ(ებ)ი და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები/საგადახდო დავალებები ან/და ინფორმაცია შესაბამისი სატენდერო განცხადების ნომრების მითითებით ან/და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა ატვირთოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

- პრეტენდენტის ან მისი ქვეკონტრაქტორის მიერ დაპროექტებული/აშენებული მეტროს სადგურები უნდა მოიცავდეს არანაკლებ 2 (ორი) მეტროს სადგურში დახრილი საესკალატორო გვირაბისა და ესკალატორის პროექტირებას და მშენებლობა/მონტაჟს

2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტური მტკიცებულება, რომ იგი აკმაყოფილებს შემდეგ ფინანსურ მოთხოვნებს (აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება პრეტენდენტზე):

- პრეტენდენტს 2022-2024 წლებში ჯამურად უნდა ქონდეს არანაკლებ 100 (ასი) მლნ აშშ დოლარის (შესაბამისი ექვივალენტი სხვა ვალუტაში) შემოსავალი/ბრუნვა

- ბოლო სამი წლის პერიოდში არ უნდა იყოს ზარალზე გასული და წმინდა ქონება, გამოთვლილი, როგორც სხვაობა მთლიან აქტივებსა და მთლიან ვალდებულებებს შორის, უნდა იყოს დადებითი.

- აღნიშნულის დამადასტურებლად უნდა წარმოადგინოს აუდირებული ფინანსური ანგარიშგებები. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ვერ წარმოადგენს მოთხოვნილ დოკუმენტაციას ან/და არ გააჩნია შესაბამი

3. ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები - ქვეკონტრაქტორის აყვანის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორი კომპანიის თანხმობის წერილი, რომელიც გაცემული იქნება შემსყიდველის სახელზე და სადაც მითითებული იქნება წინამდებარე შესყიდვის (ტენდერის) ნომერი და რომ იგი (ქვეკონტრაქტორი კომპანია) თანახმაა განახორციელოს მომსახურება/სამუშაო აღნიშნული ტენდერის ფარგლებში, პრეტენდენტ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში.

4. გასათვალისწინებელია, რომ საბოლოო მიღება/ჩაბარების აქტის გაფორმებამდე მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს „შესრულებული სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია“, სახელშეკრულებო ღირებულების 1,5%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 36 თვით, გარანტიის წარმოდგენის დღიდან. (აღნიშნული მოთხოვნა დაზუსტდება ტენდერის გამოცხადებისას)

5. ხელშეკრულების გაფორმებამდე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 2,5%-ის ოდენობით.

6. პროექტის განხორციელების/დასრულების საორიენტაციო ჯამური ვადა შეადგენს 5 (ხუთი) წელს;

7. ავანსი - შემსყიდველი მიმწოდებელს ავანსის სახით გადაუხდის არაუმეტეს 30 (ოცდაათი) მლნ აშშ დოლარის ოდენობის თანხას, შემდეგ ნაწილებად:

- 2025 წელი: თანხის ანაზღაურება გათვალისწინებული არ არის.
- 2026 წელი: არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) მლნ აშშ დოლარი
- 2027 წელი: არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) მლნ აშშ დოლარი

ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა პრეტენდენტებმა არაუგვიანეს 2025 წლის 1 მაისის 15:00 საათისა (თბილისის დროით) უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია მათი (მათი ქვეკონტრაქტორების) გამოცდილებისა და ფინანსური მაჩვენებლების შესახებ წინამდებარე ბაზრის კვლევაში მოთხოვნილ პერიოდებზე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენი მიზანია შევქმნათ ბიზნესითვის კონკურენტული, გამჭირვალე და ეფექტური გარემო, რომლის პირობებში მომხმარებელი იღებს არჩევანის მრავალფეროვნებას და საუკეთესო ფასს სამომხმარებლო ბაზარზე - შოთა ბერეკაშვილი

21.11.2026.10:46

თბილისმა კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის მე-5 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენციის თემატურ პანელზე, რომელიც სასურსათო და საფინანსო ბაზრებზე ფასების გამჭვირვალობისა და ინფორმირებული არჩევანის საკითხს დაეთმო, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი სიტყვით გამოვიდა.

შოთა ბერეკაშვილმა საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხედვაზე ისაუბრა სასურსათო ბაზრებზე ფასებსა და ზოგად გამოწვევებთან დაკავშირებით.

„მომხმარებლის დაცვისა და სამომხმარებლო ბაზარზე საუკეთესო ფასის მიღწევისთვის ყველაზე ეფექტიანი გზა ჯანსაღი კონკურენციის გაძლიერებაა და არა ფასების ადმინისტრაციული რეგულირება. ამ მიმართულებით გადამწყვეტია შემდეგი კომპონენტების ერთობლიობა: ჯანსაღი კონკურენცია, პროცესების სისწრაფე, გამჭვირვალობა და მომხმარებლის სრული ინფორმირებულობა“, - აღნიშნა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შესწავლის მიზნით შექმნილი პარლამენტის დროებითი კომისიის მუშაობის შედეგად გამოიკვეთა, რომ სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო საქონლის (FMCG) სექტორში ფასების ფორმირების ორი ძირითადი მოდელი არსებობს: ყოველდღიურად დაბალი ფასების (Everyday Low Price) და მაღალი-დაბალი ფასების (Hi–Lo) მოდელები.

„კომისიის მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა სოციალურად მნიშვნელოვანი პროდუქტების ხელმისაწვდომობის ზრდას უკავშირდება. ამ მიმართულებით შემუშავებული ელექტრონული პლატფორმის ფარგლებში, 23 საბაზისო პროდუქტზე ფასების შემცირების მექანიზმი ამოქმედდა. სავაჭრო ქსელებს მიეცათ შესაძლებლობა, 23 პროდუქტზე სხვადასხვა ბრენდის როტაციის გზით, მომხმარებლებს მუდმივად შესთავაზონ ხელსაყრელი ფასი და ხარისხიანი პროდუქტი. აღნიშნული მიდგომის შედეგად, საბაზისო პროდუქტებზე ფასები დამატებით, საშუალოდ, 14%-ით შემცირდა. სამომავლოდ იგეგმება პლატფორმის გაფართოება და პროდუქტების ჩამონათვალის გაზრდა“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში განსახორციელებელ ღონისძიებებზე. მისი განცხადებით, გრძელვადიან პერიოდში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა საქართველოში დისტრიბუციის ფრაგმენტული სტრუქტურაა, რაც მიწოდების ჯაჭვის ეფექტიანობაზე აისახება. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდა.

„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ დისტრიბუციის პროცესების ოპტიმიზაციას და გავაძლიეროთ პირდაპირი კავშირები მიმწოდებლებსა და სავაჭრო ქსელებს შორის - იქნება ეს იმპორტიორი თუ ადგილობრივი მწარმოებელი. საოპერაციო ხარჯების შემცირება, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, საბოლოო ფასების ოპტიმიზაციაზეც დადებითად აისახება. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვა, როგორც წარმოების, ისე დისტრიბუციისა და ვაჭრობის ეტაპებზე, ხელს შეუწყობს პროდუქტიულობის ზრდას, ბიზნესპროცესების გაუმჯობესებას და კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

რაც შეეხება საშუალოვადიან ნაბიჯებს, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერება, რომელიც სავაჭრო ქსელებს, იმპორტიორებს, მწარმოებლებსა და დისტრიბუტორებს შორის ურთიერთობებს უფრო პროგნოზირებადსა და გამჭვირვალეს გახდის. აღნიშნული მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, რათა მათ მკაფიო და გასაგები პირობები, შემცირებული საოპერაციო დანახარჯები და გასაღების ბაზრებზე პირდაპირი წვდომის მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ.

ორდღიან საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ხუთი მარეგულირებელი უწყების - კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, სემეკის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა, 22 ქვეყნის 40-ზე მეტი უცხოელი დელეგატი, საერთაშორისო ორგანიზაციების, მარეგულირებელი ორგანოების, სახელმწიფო უწყებების, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა