მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.6
0.0062
flag
AZN 1.5246
-0.0008
flag
CNY 38.893
0
flag
EUR 2.8547
0.01
flag
GBP 3.4159
0
flag
KZT 57.61
-0.0068
flag
TRY 0.0514
0
flag
USD 2.5933
0.0006
news banner

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს გაფართოების შედეგად დაემატება ახალი საჰაერო ხომალდების სადგომები, ასევე ჩასხდომის ხიდები, ახალი სამიმოსვლო ბილიკები - ლევან მოსეშვილი

news image
mbc image

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს გაფართოების შედეგად დაემატება ახალი საჰაერო ხომალდების სადგომები, ასევე ჩასხდომის ხიდები, ახალი სამიმოსვლო ბილიკები - ამის შესახებ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ნამდვილად უპრეცენდენტო ინვესტიცია განხორციელდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მივიღეთ გადაწყვეტილება რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერატორმა კომპანიამ TAV Georgia-მ რომელიც ოპერირებს ერთ-ერთ მსხვილი ფრანგული კომპანიის ADB Group-ის ქვეშ განახორციელოს 150 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტირება, რაც იმას ნიშნავს რომ გაფართოვდება ინფრასტრუქტურა, მომსახურების ხარისხიც თავისთავად უფრო გაუმჯობესდება მგზავრებისთვის, დაინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები, შესაძლებელი იქნება რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ჯამში 10 მილიონ მგზავრს მოემსახუროს, რაც ფეხდაფეხ მიჰყვება იმ პროგნოზს, რომელიც მგზავრთნაკადისთვის გვაქვს. უახლოესი ორი წლის განმავლობაში ეს ინვესტიცია სულად იქნება ათვისებული. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ფართობი 50%-ზე მეტით გაიზრდება, დაემატება როგორც ახალი საჰაერო ხომალდების სადგომები, ასევე ჩასხდომის ხიდები, დაემატება ახალი სამიმოსვლო ბილიკები. ეს იმას ნიშნავს რომ საქართველოს საავიაციო ბაზარი ფეხდაფეხ მიყვება იმ ტრენდს, რაც მსოფლიო ავიაციის განვითარებაში არის. საქართველო მომხიბვლელი ავიაბაზარია არა მხოლოდ აზიური ბაზრისთვის, არამედ ევროპული ავიაკომპანიებისთვისაც.

ავიაციის რუკაზე საქართველო ერთ-ერთ მნიშვნელოვანი წერტილს წარმოადგენს და ეს ინვესტიცია, რომელიც განხორციელდება მკაფიოდ მჯერა რომ გაამართლებს ამ იმედებს და გაამართლებს იმ მოლოდინებს, რომელიც ჩვენ თბილისის დედაქალაქის აეროპორტის განვითარებისთვის გვაქვს. 2032 წლამდე სრულად იქნება უზრუნველყოფილი რომ 10 მილიონ მგზავრს გაატარებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, უმაღლესი სერვისებით და უფრო მეტი კომფორტით რაც შეიძლება რომ ჩვენ მგზავრებს შევთავაზოთ", - აცხადებს ლევან მოსეშვილი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5933 ლარია

19.11.2026.17:03

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8547 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.5933 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.5933 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.5927 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.8547 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8447 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.01 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა