მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.8
0.0014
flag
AZN 1.5515
-0.0003
flag
CNY 38.919
0.0101
flag
EUR 3.0147
0.0007
flag
GBP 3.539
0.0036
flag
KZT 56.35
-0.001
flag
TRY 0.0561
-0.0002
flag
USD 2.6371
-0.0005
news banner

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისტორიული, 150 მლნ დოლარის ინვესტიციის პროექტი დაიწყო, რომელიც 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონ მგზავრამდე გაზრდის აეროპორტს გამტარუნარიანობას - თამარ იოსელიანი

news image
mbc image

„შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისტორიული, 150 მლნ დოლარის ინვესტიციის პროექტი დაიწყო, რომელიც 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონ მგზავრამდე გაზრდის აეროპორტს გამტარუნარიანობას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი იმისთვის, რომ განვითარდეს საქართველოს საავიაციო სექტორი.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა არის დაახლოებით 5 მილიონი მგზავრი, შესაბამისად, ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული ჩარევები, რომელსაც ახლა ვახორციელებთ, იმისთვის, რომ გაორმაგდეს არსებული გამტარუნარიანობა. ზოგადად მნიშვნელოვანია ის რიცხვები, რომელიც დღეს საქართველოს საავიაციო სექტორში გვაქვს. ნამდვილად რეკორდული იყო 2025 წელი, 2026 წელი გამოწვევების მიუხედავად ძალიან კარგ ნიშნულზეა, ივნისის მაჩვენებლებით ნამდვილად ძალიან საგრძნობი მატება გვაქვს როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. ჯამურად, 2026 წლის ივნისში საქართველოს აეროპორტები თითქმის 788 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4 პროცენტიანი ზრდაა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილემ საავიაციო სექტორში არსებულ ტენდენციებზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ივნისის თვეში საქართველოს ბაზარზე ახალი ავიაკომპანია - ნორვეგიის ავიახაზები შემოვიდა, რომელმაც საქართველოს დედაქალაქი დანიის დედაქალაქს დააკავშირა. ასევე, თამარ იოსელიანის ინფორმაციით, ორ დღეში შედგება ახალი, შანხაი-თბილისის საჰაერო ხაზის გახსნა, რომელიც კვირაში სამი სიხშირით შესრულდება.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი წინსვლა და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ ინფრასტრუქტურული პროექტებით ჩვენ შევძლებთ, რომ დამატებით მოვემსახუროთ ახალ ავიაკომპანიებს, გაზრდილ მგზავრთნაკადს. ასევე მნიშვნელოვანია ის ტვირთნაკადი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტით გადაიზიდება, სადაც ასევე საგრძნობი მატება გვაქვს", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია ის თანმიმდევრული პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ზოგადად სატრანსპორტო სექტორში და ავიაციაც სწორედ ნათელი მაგალითია. მისი თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში ძალიან მნიშვნელოვანია ის ინვესტიციები, რომელსაც განახორციელებს კომპანია „TAV აეროპორტსი" იმისთვის, რომ ეფექტიანად მოხდეს მომხმარებლებს მომსახურება.

„ასევე მნიშვნელოვანია ის ხედვა, რომელიც სამომავლოდ გვაქვს, უკვე დავიწყეთ მუშაობა ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაზე. ამ მიმართულებით შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები იდგმება, გეგმა-გრაფიკის მიხედვით მივდივართ და როგორც აქამდე განვაცხადეთ, 2032 წლისთვის ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტი შევა ოპერირებაში. ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროცესი იქნება გამჭვირვალე, შესაბამისად, ყველა დაინტერესებული მხარე შეძლებს, რომ მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ პროცესში", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა მსოფლიო ბანკის რეგიონულ ხელმძღვანელობასთან, რის ფარგლებშიც ვისაუბრეთ მსოფლიო ბანკის პოტენციურ ჩართულობაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შემდგომი განვითარების მნიშვნელოვან ფაზაზე - მარიამ ქვრივიშვილი

13.07.2026.15:59

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი და მიმდინარე მსხვილი სტრატეგიული პროექტები განიხილეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების ახალ მოდელს.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, როლანდ პრაისსთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო, სადაც დეტალურად განიხილეს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის პოტენციური ჩართულობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შემდგომი განვითარების უმნიშვნელოვანეს ფაზაში.

„დღეს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა მსოფლიო ბანკის რეგიონულ ხელმძღვანელობასთან, რის ფარგლებშიც ვისაუბრეთ მსოფლიო ბანკის პოტენციურ ჩართულობაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შემდგომი განვითარების მნიშვნელოვან ფაზაზე. სიღრმისეულად ვისაუბრეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განახლებულ მოდელზე, თუ რას ფიქრობს სახელმწიფო და როგორ აპირებს შემდგომში ანაკლიის პორტის განვითარებას. მოდელი პასუხობს იმ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ არაერთ ქვეყანაში უშუალოდ პორტის ოპერირებისა და განვითარების ფაზაზე", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე განცხადებით, პორტის „ლენდლორდის" მოდელით განვითარება საპორტო ინფრასტრუქტურის ოპერირებაში არაერთი სახელმწიფოს გამოცდილი კერძო ოპერატორის შეყვანის შესაძლებლობას იძლევა.

„მნიშვნელოვანია, რომ პორტი იქნება ქართული, საქართველოს მთავრობა განავითარებს პორტს, შესაბამისად ინვესტიციებსაც განახორციელებს საქართველოს მთავრობა, თუმცა აღნიშნული მოდელი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ საპორტო ინფრასტრუქტურის ოპერირებაში ჩვენ შემოვიყვანოთ არაერთი სახელმწიფო ან არაერთი სახელმწიფოს გამოცდილი კერძო ოპერატორი", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა სახელმწიფოს სრულ მზადყოფნას და იმ სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას, რომლებიც ამჟამად ანაკლიის პორტში უშუალოდ ფსკერის დაღრმავებისა და ტალღმჭრელის მოწყობის მიმართულებით სრულდება. ყურადღება გამახვილდა მომდევნო ფაზებზეც, რაც სამიმოსვლო და სარკინიგზო გზების ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. მინისტრის განცხადებით, ამ მიმართულებით პროექტირება უკვე დასრულებულია.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპისთვის სრულ თანხვედრაში ვართ იმ გეგმა-გრაფიკთან, რომელიც გულისხმობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას. ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ უკვე გეგმა-გრაფიკი ზედმიწევნით შესრულდეს, რათა 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა მიიღოს პირველი გემი", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა