მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„თბილისის სილქ როუდ ფორუმი" მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება, მოსამზადებელი სამუშაოები ფინალურ ეტაპზეა - გენადი არველაძე

news image
mbc image

„თბილისის სილქ როუდ ფორუმის" მოსამზადებელი სამუშაოები ფინალურ ეტაპზეა, ღონისძიება მაღალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება, - ამ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე და ფორუმის საორგანიზაციო შტაბის ხელმძღვანელი გენადი არველაძე ავრცელებს.

ფორუმი წელს უკვე მეოთხედ იმართება და მან ტრადიციული სახე მიიღო, ის მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა ქვეყნებს, კერძო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის დიალოგისთვის. წელს „სილქ როუდ ფორუმს" და მის 2000-ზე მეტ სტუმარს 60-მდე ქვეყნიდან თბილისი 26-27 ოქტომბერს უმასპინძლებს. როგორც გენადი არველაძე აღნიშნავს, წლევანდელი ღონისძიება უპრეცედენტოა არამარტო მონაწილეთა რაოდენობის, არამედ მაღალი წარმომადგენლობითი დონის თვალსაზრისით. 

„ფორუმზე ძალიან ბევრი მაღალი დონის სტუმარი გვეყოლება - პრემიერ-მინისტრები რეგიონიდან, ასევე მინისტრები, სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების, ორგანიზაციების წარმომადგენლები, კერძო სექტორი - ამ მხრივ უპრეცედენტო დაინტერესება და მონაწილეობაა, რაც კიდევ უფრო ზრდის საქართველოს მიმართ ინვესტორთა ინტერესს. ამასთან,  საქართველო რეგიონულ ჰაბად ყალიბდება  და ამ თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნის როლი სულ უფრო იზრდება", - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

წელს „სილქ როუდ ფორუმის" მთავარი თემა „დაკავშირებადობაა". გენადი არველაძის თქმით,   მნიშვნელოვანია, რომ ეს პლატფორმა გამოყენებულია რეგიონის, ასევე ევროპისა და აზიის, სხვა ქვეყნების წარმომადგენლების მიერ. წელს ფორუმზე 10 პანელური სესიის მიმდინარეობისას დისკუსია წარიმართება ისეთი საკვანძო დარგების და საკითხების გარშემო, როგორიცაა - ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკა, ტურიზმი, ფინანსური ტექნოლოგიები და ა.შ.  

„ეს ის საკითხებია, რომლებიც კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნებს შორის დაკავშირებადობას, რაშიც საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება", - აღნიშნავს გენადი არველაძე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა