მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება-განვითარების მიზნით კვლევები მსოფლიოს წამყვან ექსპერტებთან ერთად ჩატარდება - ლევან დავითაშვილი

news image
mbc image

„საქართველოს ნამდვილად სჭირდება  ახალი საერთაშორისო აეროპორტი, ამიტომ ეკონომიკის სამინისტროში სამუშაო პროცესი არაერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა", -  ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა.

 

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა არსებული აეროპორტის შესაძლებლობები, რა დროსაც გამოიკვეთა,  რომ მას მნიშვნელოვანი შეზღუდვები აქვს, მათ შორის - ტერიტორიიდან და განვითარების პერსპექტივიდან გამომდინარე. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ასევე არსებობს გარკვეული შეზღუდვები სანავიგაციო კუთხით, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხთან. შესაბამისად, განიხილება როგორც არსებული აეროპორტის გაფართოების, ისე ახალი აეროპორტის ახალ ლოკაციაზე აშენების საკითხი.

 

„ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად გამართული ახალი აეროპორტი გვქონდეს და მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი გარემო შევქმნათ. ვაზიანის აეროპორტი სწორედ უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ოფციაა, ის ამ ლოკაციაზე იმიტომაც იყო განლაგებული, რომ სანავიგაციო კუთხით ბევრი უპირატესობა აქვს, ისევე როგორც ქალაქის განვითარების თვალსაზრისით. ასე რომ, როდესაც ვსაუბრობთ ახალ აეროპორტზე ან არსებული აეროპორტის განვითარებაზე, ძალიან ბევრ ეკონომიკურ საკითხს ვითვალისწინებთ, მათ შორის ურბანული განვითარების კუთხით, ასევე ეკონომიკურ შესაძლებლობას, რომელიც აეროპორტმა უნდა გააჩინოს. ჩვენ არ ვსაუბრობთ უბრალოდ საავიაციო ინფრასტრუქტურაზე, რადგან აეროპორტი არის მთელი ეკოსისტემა, სადაც ხდება ბიზნესის განვითარება, სატვირთო და ლოგისტიკური ოპერაციები და ა.შ. ამიტომ ჩვენ თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველო უნდა იყოს გარკვეულად რეგიონული ჰაბი და ცენტრი და ასევე სატრანზიტო ფრენებზე, მათ შორის კარგო-ოპერაციებზე, ამისთვის გვჭირდება განვითარების სივრცე და დიდი ეკონომიკა. საბოლოოდ, ეს არის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ელემენტი და ამ ფაქტორების გათვალისწინებით იქნება გადაწყვეტილება მიღებული", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. 

 

ამასთან, ლევან დავითაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არსებითი საკითხია, თუ როგორია პროგნოზები მომავალში საქართველოში მგზავრთნაკადთან დაკავშირებით. მისი თქმით, მთავრობის პროგნოზი საკმაოდ ოპტიმისტურია - საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზრდება ვიზიტორების რაოდენობა, რასაც ადასტურებს ბოლო 10 წლის განმავლობაში არსებული ტენდეცია.

 

„როდესაც ვსაუბრობთ აეროპორტზე ან  აეროპორტის ახალ პროექტზე, რა თქმა უნდა, გეგმა ვერ იქნებოდა მოკლევადიანი. ამიტომ 2030 წელზე გათვლა აეროპორტთან მიმართებაში არ იქნებოდა პასუხისმგებლიანი მიდგომა, ჩვენი გათვლები უნდა ემყარებოდეს 2050 წლამდე იმ შესაძლებლობებს, რომელიც აეროპორტს უნდა ჰქონდეს", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. 

 

ლევან დავითაშვილის განმარტებით, მთავრობის დღევანდელი განკარგულებით, დაქირავებული იქნება რამდენიმე საერთაშორისო  საექსპერტო ჯგუფი, საკონსულტაციო კომპანია, რომელთანაც  მოლაპარაკებები მიდიოდა.  ამასთან, მოხდება ქართველი ექსპერტების მიერ მომზადებული კვლევების გადამოწმება და  დამატებითი კვლევების ჩატარება მსოფლიოს წამყვან ექსპერტებთან ერთად.

 

რაც შეეხება ვადებს - ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს უკვე იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ახალი აეროპორტი აშენდება თუ მოხდება ადგილობრივი აეროპორტის გაფართოება, თუმცა, ახალი აეროპორტის კონკრეტული გეგმა, მინიმუმ ტექნიკური პირობები  მიმდინარე წელს განისაზღვრება. „ასე რომ, ჩვენი სურვილი და გეგმაა, რომ ახალი აეროპორტის მშენებლობა უკვე 2024 წლის დასაწყისისთვის დავიწყოთ, რაც ალბათ 3 – 4 წელიწადს გაგრძელდება", - აცხადებს ლევან დავითაშვილი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა