მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169.7
-0.0013
flag
AZN 1.5339
-0.0003
flag
CNY 38.933
0.0061
flag
EUR 2.9911
-0.0016
flag
GBP 3.4815
-0.0135
flag
KZT 58.32
-0.0022
flag
TRY 0.0534
-0.0002
flag
USD 2.6071
-0.0005
news banner

თბილისში არსებული საწყობები ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს, ფოთში კი საერთაშორისო ტვირთს ემსახურება - ზუკა თავყელიშვილი

news image
mbc image

თბილისში არსებული საწყობები ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს, ფოთში კი საერთაშორისო ტვირთს ემსახურება - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსმა ზუკა თავყელიშვილმა განაცხადა.

„გეთანხმებით იმაში, რომ თვითონ ეს ინდუსტრია ძალიან ბევრ სექტორს ეხება და ბევრი ჩართული მხარე არის სასაწყობე მიმართულებით.

რაც შეეხება მდებარეობებს, თუ შევხედავთ, თბილისში ბუნებრივია, რომ საწყობების უდიდესი ნაწილია კონცენტრირებული. 2025 წელს 1 260 000 კვადრატული მეტრის სასაწყობე ფართი იყო მიწოდება. მას მოჰყვება ბათუმი 340 000 კვადრატული მეტრით და ფოთი 170 000 კვადრატული მეტრით.

თუ შევადარებთ, ფოთში, მაგალითად, თუ ავიღებთ საბაჟო საწყობების წილს ჯამურ საწყობებში, არის დაახლოებით 70%. შესადარისად, თბილისში ეს არის მხოლოდ 23%, ანუ თბილისში არსებული საწყობები ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს და ფოთში ემსახურება საერთაშორისო ტვირთს ძირითადად.

სექტორს ზრდისა და გაფართოების პოტენციალი ცალსახად აქვს. ახლა მიწოდების მხარეს, როგორც აღვნიშნე, საკმაოდ გაზრდილი არის ტემპი.

თუ შევხედავთ, მაგალითად, წინა ათწლეულს - 2014-დან 2024 წლამდე რომ გადავხედოთ საკმაოდ ნელი ტემპით იზრდებოდა მიწოდება და წლიურად საშუალოდ 35 000 კვადრატული მეტრის სასაწყობე სივრცეები შენდებოდა.

2022-2023 წელს გაზრდილ მოთხოვნას ის მოჰყვა, რომ 2024 წლიდან უკვე მიწოდების მხარეს ვნახეთ შესაბამისი პასუხი და გახუთმაგდა მიწოდების ტემპი, ანუ საშუალოდ წლიურად 180 000 კვადრატული მეტრი ემატება თბილისს 2024 წლიდან.
თუ შევხედავთ მომდევნო ორ წელს 2026-2027 წლებში  რაც უნდა აშენდეს, ჯამში თითქმის 400 000 კვადრატული მეტრის მიწოდება უკვე დაგეგმილია და ნებართვები არის ამაზე გაცემული, რაც იქნება 2025 წელთან დაახლოებით 31%-იანი ზრდა.
ანუ მიწოდების ტემპი საკმაოდ მაღალ დონეზე ნარჩუნდება და ეს, ბუნებრივია, სექტორის აქტუალობაშიც აისახება“, - აცხადებს ზუკა თავყელიშვილი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს აგროსექტორი სტაბილურად ვითარდება და ეს დინამიკა ჩვენი ფერმერებისა და აგრობიზნესის წარმომადგენლების შრომასთან და სახელმწიფოს თანმიმდევრულ მხარდაჭერასთან არის დაკავშირებული - დავით სონღულაშვილი

19.09.2026.19:05

„ფერმერის დღე 2026“, რომელსაც თბილისის ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა უმასპინძლა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გახსნეს. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ისახავდა ფერმერებისა და აგრობიზნესის წარმომადგენლების საქმიანობის წარმოჩენას, მათი მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმას და სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობას.

„საქართველოს აგროსექტორი სტაბილურად ვითარდება და ეს დინამიკა ჩვენი ფერმერებისა და აგრობიზნესის წარმომადგენლების შრომასთან და სახელმწიფოს თანმიმდევრულ მხარდაჭერასთან არის დაკავშირებული. დღეს საქართველოს ათ უმსხვილეს საექსპორტო პროდუქტს შორის ნახევარი აგროსასურსათო პროდუქტია. სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამების დაწყებიდან დღემდე, აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება ყოველწლიურად, საშუალოდ, 8 პროცენტით იზრდება. გასულ წელს საქართველოდან მსოფლიოს 110 ქვეყანაში რეკორდული, 1.8 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია გავიდა. ჩვენი მიზანია სრულად ავითვისოთ საქართველოს აგროსექტორის პოტენციალი, გავაძლიეროთ მისი კონკურენტუნარიანობა და ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქციის პოზიციების განმტკიცებას გლობალურ ბაზრებზე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

„ფერმერის დღე 2026-ის“ ფარგლებში ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული აგროსექტორის მრავალფეროვან პროდუქტებს. სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში ფერმერებმა და აგრობიზნესის წარმომადგენლებმა საკუთარი წარმოება წარმოადგინეს და სტუმრებს ადგილობრივი აგროსასურსათო პროდუქციის მრავალფეროვნება გააცნეს. სტუმრებს ასევე შეეძლოთ სამინისტროს უწყებების წარმომადგენლებისგან მიეღოთ ინფორმაცია ფერმერებისა და აგრობიზნესისთვის ხელმისაწვდომი აგროსერვისებისა და მხარდაჭერის მექანიზმების შესახებ.

„ფერმერის დღის“ პროგრამა სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებას აერთიანებს. პროფესიონალი შეფების მონაწილეობით ტარდება კულინარიული მასტერკლასები, ხოლო ბავშვებისთვის სპეციალურად მოწყობილ სივრცეში შემეცნებითი და გასართობი აქტივობები მიმდინარეობს.

ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი აგროსექტორის წარმომადგენლების დაჯილდოება იყო. სპეციალური ჯილდოები გადაეცათ იმ ფერმერებსა და აგრობიზნესის წარმომადგენლებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სოფლის მეურნეობის განვითარებაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა