მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თბილისში აზარტული თამაშების 85 სუბიექტია რეგისტრირებული - რა ვითარებაა რეგიონებში

news image
mbc image

2024 წლის 1-ელი მაისის მდგომარეობით, საქართველოში აზარტული თამაშების 151 სუბიექტია (ონლაინ კაზინო, სამორინე) რეგისტრირებული, რომლებიც შესაბამის დაწესებულებებს ფლობენ. 

Business Insider Georgia-თვის საქსტატიდან მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე მეტი აზარტული თამაშების ობიექტი თბილისშია (85), მეორეა აჭარა (40), მესამე კი სამცხე-ჯავახეთი- (11). 

აზარტული თამაშების სუბიექტების რეგისტრაცია რეგიონების მიხედვით: 

  • თბილისი - 85;
  • აჭარა  -  40;
  • იმერეთი - 4 ;
  • კახეთი  -  2;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი  -1;
  • სამცხე-ჯავახეთი - 11;
  • ქვემო ქართლი - 2;
  • შიდა ქართლი  -  5.

საქსტატის მონაცემებით, აზარტული თამაშების სექტორის ბრუნვა 2022 წელს - 52,6 მლრდ, 2021 წელს 48 მლრდ იყო, 2020 წელს 32 მლრდ, ხოლო 2019 წელს 25 მლრდ.  

ცნობისათვის, 2022 წლის 1-ელი აპრილიდან სათამაშო ბიზნესისთვის რეგულაციების ახალი პაკეტი ამოქმედდა. მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ შემოსავლების სამსახურს, რომ თავად შეეზღუდოთ თამაშის უფლება. ასევე, ლუდომანების ოჯახის წევრებს, სასამართლო გზით ოჯახის წევრებისთვის თამაშის შეზღუდვის უფლება მიენიჭათ.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის 1-ლი აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით თვითშეზღუდვით რეესტრში 3 400 ადამიანი მოხვდა, ოჯახის წევრის მიმართვის საფუძველზე 30. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა