მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა

news image
mbc image

20-22 ნოემბერს, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველომ 15 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა.

ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა - გერმანიის კონკურენციის ფედერალური სამსახურის პრეზიდენტმა, საერთაშორისო კონკურენციის ქსელის(ICN) მმართველი ჯგუფის თავმჯდომარემ, ანდრეას მუნდტმა. „საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს დაარსების დღიდან, ჩვენს უწყებებს შორის ყოველთვის არსებობდა ორმხრივი კავშირები. ძალიან სასიამოვნოა იმის დანახვა, თუ  რა ტემპებით ვითარდება სააგენტო 2014  წლიდან და რამდენად წარმატებულია თავის საქმიანობაში. III საერთაშორისო კონფერენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის ექსპერტები მთელი მსოფლიოდან იკრიბებიან, უზიარებენ ერთმანეთს დარგობრივ ცოდნას და გამოცდილებას".

კონფერენციაზე მთავარი მომხსენებლის რანგში სიტყვით გამოვიდა ტერესა მორეირა, UNCTAD-ის კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი. „მადლობა ორგანიზატორებს მნიშვნელოვანი კონფერენციის ორგანიზებისთვის და UNCTAD-ის წარმომადგენლების ჩართულობისთვის. ვფიქრობ, რომ კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზება მარეგულირებელი ორგანოების მიერ გაერთიანებულ ფორმატში მთელი მსოფლიოსთვის კარგი მაგალითია, რადგან ისეთი გადამწყვეტი საკითხები, როგორიცაა კონკურენცია და მომხმარებელთა უფლებები იყოს სათანადოდ კოორდინირებული და ერთობლივად განხილული. ვულოცავ GCCA-ის ძალიან შთამბეჭდავ 10 წლიან შედეგებს. სასიამოვნოა, რომ ჩვენც ვართ ამ პროგრესის მოწმე და ასევე, რაღაც მხრივ, თანამონაწილე. ყოვლისმომცველი მიდგომა UNCTAD-თვის ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი და ეს კონფერენცია არის საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ითანამშრომლონ შესაბამისმა მხარეებმა ამ ღირებულებების და კურსის დასაცავად.

ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ მრავალპოლარულობა იყოს ასოცირებული თანამშრომლობასთან და ჩვენ აუცილებლად უნდა დავრჩეთ ღირებულებების მიმართ ერთგული, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკის კურსის გამტარებელი, რადგან საბაზრო ეკონომიკის პირობებში, საწარმოების და მომხმარებლების არჩევანის თავისუფლება არის უპირველესი მნიშვნელობის. UNCTAD-ის მთავარი ფოკუსია განვითარებადი ქვეყნების დახმარება. გქონდეთ ჩვენი იმედი, ამ მისწრაფებებში მუდამ დაგიჭერთ მხარს".

კონფერენციაში მონაწილეობდა 50-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერი და 300-ზე მეტი დელეგატი. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების (ICN, UNCTAD, OECD, The EU DG COMP, The EU DG JUSTICE), სხვადასხვა ქვეყნების უწყების წარმომადგენლებთან ერთად განხილული იქნა - კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები, გამოწვევები, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე მიღებული შედეგები  და პრაქტიკა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა