მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის იასონ ლორთქიფანიძის მემორიალური დაფა გაიხსნა

news image
mbc image

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის კვირეულის ფარგლებში, ეროვნული ბანკის ინიციატივითა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, დედაქალაქში, ანტონ ფურცელაძის N12-ში, სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის იასონ ლორთქიფანიძის მემორიალური დაფა გაიხსნა.

იასონ ლორთქიფანიძე 1919-1921 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველი. მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ცენტრალური ბანკის ჩამოყალიბებაში, რასაც დამოუკიდებლობის წლებში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ასევე, ხაზგასასმელია მისი ღვაწლი სხვა არაერთ ეროვნულ საქმეში. მათ შორის, იყო ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი კომისიის წევრი და ამ კომისიის საფინანსო ნაწილის ხელმძღვანელი; სათავეში ედგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას; იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერთა შორის; სწორედ იასონ ლორთქიფანიძის თაოსნობით მოიძიეს განჯაში ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ადგილსამყოფელი და მისი ნეშტი სამშობლოს დაუბრუნდა. ის ცნობილი ქართველი მწერლის ნიკო ლორთქიფანიძის უფროსი ძმაა.

აღსანიშნავია, რომ 1917 წლიდან გარდაცვალებამდე (1949 წ.), იასონ ლორთქიფანიძე, სახელმწიფო ბანკის ისტორიული შენობის მიმდებარედ, სწორედ ანტონ ფურცელაძის N12-ში ცხოვრობდა, სადაც დღეს  მისი მემორიალური დაფა გაიხსნა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ქვეყნისა და ისტორიის წინაშე იასონ ლორთქიფანიძის ღვაწლის დაფასება ძალიან მნიშვნელოვანია. 

"ჩვენი ვალია, გვახსოვდეს დამოუკიდებლობის გმირები, სათანადოდ დავაფასოთ მათი ღვაწლი ქვეყნისა და ისტორიის წინაშე. სწორედ ერთ-ერთი ასეთი პიროვნება გახლდათ იასონ ლორთქიფანიძე. მადლობას ვუხდი თბილისის საკრებულოს და დედაქალაქის მერიას, ამ ინიციატივის მხარდაჭერისთვის. მიხარია, რომ ახლა ჩვენ შორის იასონ ლორთქიფანიძის შთამომავლებიც არიან და დარწმუნებული ვარ, ამაყობენ დღევანდელი დღით. ეს ის მინიმუმია, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ იასონ ლორთქიფანიძის სახელის უკვდავსაყოფად", - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.

იასონ ლორთქიფანიძის შთამომავლის, თამარ ლორთქიფანიძის თქმით, სიმბოლურია, რომ იასონ ლორთქიფანიძის მემორიალური დაფის გახსნა 26 მაისის კვირეულს დაემთხვა.

"ჩემთვის და ჩვენი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ყველას დიდი მადლობა ვინც მიიღო მონაწილეობა, ინიციატორებს, ეროვნულ ბანკს, მერიას, საკრებულოს", - აღნიშნა მან.

მემორიალური დაფის გახსნას ესწრებოდნენ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, დედაქალაქის საკრებულოს წევრები,  ასევე იასონ ლორთქიფანიძის შთამომავლები.

მემორიალური დაფის გარდა, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას  და სკვერს უახლოეს პერიოდში იასონ ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭება. საკითხი დედაქალაქის საკრებულოს  სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიაში დღეს დაინიცირდა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა