მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.9
0.0017
flag
AZN 1.5313
-0.0007
flag
CNY 38.817
-0.001
flag
EUR 2.9169
-0.0088
flag
GBP 3.443
0.0038
flag
KZT 56.95
-0.0098
flag
TRY 0.053
0
flag
USD 2.6032
-0.0007
news banner

თბილისში სასტუმროებსა და რესტორნებში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა 24% და 38%-ს გაუტოლდა - TBC Capital

news image
mbc image

TBC Capital-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ტურიზმის პულსი - მაისი 2026” აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, 2026 წლის მაისში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები პოზიტიურ ზრდის ტემპს დაუბრუნდა ყველა შერჩეულ რეგიონში. მაისის დადებითი სიგნალი ქმნის მოლოდინს, რომ ზაფხულის სეზონზე წლიური ზრდა პოზიტიურ ნიშნულზე შენარჩუნდება.

,,თბილისში მაისის მაჩვენებლები ზომიერად აღდგა, სასტუმროებსა და რესოტრნებში პოზიტიური წლიური ზრდის ტემპი დაფიქსირდა, ხოლო სასტუმროებში გაზრდილ დანახარჯებს თან ახლდა საშუალო დანახარჯის ზრდაც.

აჭარაში მაისში დაფიქსირებული აღდგენა მეტწილად სასტუმროებით იყო განპირობებული. წლიური ზრდა ორივე ხარჯვით კატეგორიაში დადებითია, თუმცა რესტორნებში აღნიშნული მაჩვენებელი შედარებით ზომიერია. ამასთანავე, ტრანზაქციის საშუალო მოცულობა ორივე კატეგორიაში შემცირდა წინა წელთან შედარებით.

კახეთში რესტორნებში უნაღდო დანახარჯები შერჩეულ რეგიონებს შორის ყველაზე მეტად გაიზარდა. მაისში სასტუმროებში დანახარჯებიც აღდგა, თუმცა ტრანზაქციის საშუალო მოცულობის შემცირება მიუთითებს, რომ ზრდა მეტწილად ტრანზაქციების რაოდენობამ განსაზღვრა.

მაისის დადებითი სიგნალი ქმნის მოლოდინს, რომ ზაფხულის სეზონზე წლიური ზრდა პოზიტიურ ნიშნულზე შენარჩუნდება”, - აღნიშნულია ანგარიშში.

TBC Capital-ის ინფორმაციით, 2026 წლის მაისში არარეზიდენტების ჯამური უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა შედარებით სუსტი აპრილის შემდეგ აღდგა და 30 % -ს გაუტოლდა, ხოლო უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურ ჭრილში 32%-ით გაიზარდა. ამავე თვეში თბილისში სასტუმროებსა და რესტორნებში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა, შესაბამისად, 24% და 38 % -ს გაუტოლდა. აჭარაში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში 38 % -ით , ხოლო

რესტორნებში 13% -ით გაიზარდა. რაც შეეხება კახეთს, უნაღდო დანახარჯები სასრუმროებში წლიურად 23%-ით გაიზარდა, ხოლო რესტორნებში უნაღდო დანახარჯებში 43 % -იანი ზრდა დაფიქსირდა.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image აგვისტოში „გარდაბანი 2“ გაჩერებული იყო გეგმიური რემონტის გამო - Galt & Taggart

06.10.2026.15:00

Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აგვისტო 2026” - ს აქვყენებს. პუბლიკაციაში მიმოხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერპექტივები. 

,,საექსპორტო სეზონი დასრულდა და აგვისტოდან დაიწყო იმპორტ-დამოკიდებული პერიოდი - 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე. აღრიცხულ კლებაზე მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავებამაც იმოქმედა, რომელიც სტატისტიკაში მოხმარებას აკლდება. ჩვენი შეფასებით, ამ გამომუშავების გათვალისწინებით, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.7%-ით შემცირდებოდა, ოფიციალურად აღრიცხული 3.6%-ის ნაცვლად. 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა, ხოლო მათი გამომუშავება წლიურად 0.2%-ით შემცირდა. თბოსადგურების ჩართვა საჭირო გახდა მოხმარებასა და განახლებად გენერაციას შორის სხვაობის შესავსებად, „იმერეთის“ ხაზის გადატვირთვის რისკის შესამცირებლად და სისტემისთვის აუცილებელი რეზერვების უზრუნველსაყოფად. 2026 წლის 8 თვის შეჯამება: საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. 2026 წლის საექსპორტო სეზონი მაისი-ივლისით შემოიფარგლა. თურქეთში ელექტროენერგიის დაბალმა ფასებმა და სუსტმა მოთხოვნამ გამოიწვია საქართველოდან ექსპორტის რაოდენობის და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლების შემცირება (-53.8% წ/წ, 10.7 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, საქართველოში საჭირო გახდა ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვა (ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ, რაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%-ია). ზაფხულის შედეგები საინვესტიციო კლიმატის სისტემის საჭიროებებზე მორგების აუცილებლობას აჩვენებს. ჩვენი აზრით, ახალი პროექტების მხარდაჭერისას, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამომუშავების სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს”, - აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა