თბილისში სულ 1.3 მლნ კვ.მ-ის ძირითადი სავაჭრო სივრცეა, საიდანაც სავაჭრო მოლებზე მესამედი მოდის - Galt & Taggart
Galt & Taggart - გალტ & თაგარტი ახალ პუბლიკაციას ,,სავაჭრო უძრავი ქონება თბილისში” აქვეყნებს. ,,2025 წელს, თბილისის ძირითადი სავაჭრო უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ 1.3 მლნ კვ.მ შეადგინა, საიდანაც 58% ბაზრობებზე, 33% მოლებზე, ხოლო 9% ცენტრალურ სავაჭრო ქუჩებზე მოდის. ეს ფორმატები სხვადასხვა მოთხოვნას ემსახურება: მოლები - ბრენდირებულ და ტრაფიკზე დამოკიდებულ ვაჭრობას, ცენტრალური ქუჩები - პრემიუმ და ტურისტულ სეგმენტს, ბაზრობები კი ფასზე ორიენტირებულ მომხმარებელს. 2025 წელს მოლების გასაქირავებელი ფართობი 430 ათასი კვ.მ იყო, ხოლო დაგეგმილი პროექტების ფონზე, იმ შემთხვევაში თუ ყველა განხორციელდება, 2030 წლამდე დამატებით 140 ათასი კვ.მ-ის მიწოდებაა მოსალოდნელი. მიუხედავად ზრდისა, ჭარბი მიწოდების რისკი ბაზარზე ჯერ არ იკვეთება. საცალო ვაჭრობის ბრუნვა 2019-25 წლებში გაორმაგდა, ელ-კომერციის წილი კი ჯერ მცირეა და ფიზიკურ ფორმატებზე მნიშვნელოვან ზეწოლას არ ქმნის. მოლებში ვაკანტურობა 2025-ში 6.6% იყო, ქირები კი ბოლო წლებში სწრაფად გაიზარდა. 2026-30 წლებში ახალი მიწოდების ფონზე ქირის ზრდა დასტაბილურდება. მოლებისთვის მთავარი შესაძლებლობა ლუქს სეგმენტის განვითარებაა, რადგან ქართველების საზღვარგარეთ დანახარჯების დიდი ნაწილი სწორედ ლუქს ბრენდის ტანსაცმელსა და აქსესუარებზე მოდის, მაშინ როცა ქართულ მოლებში ასეთი ბრენდების წილი მცირეა”, - აღნიშნულია ანგარიშში.
სხვა სიახლეები
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში გამოცხადდა რეგისტრაცია სასწავლო კურსზე: „მარეგულირებელი აუდიტის პრინციპები, თეორია და პრაქტიკა“
05.10.2026.16:13
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას სასწავლო კურსზე - „მარეგულირებელი აუდიტის პრინციპები, თეორია და პრაქტიკა“.
სასწავლო კურსი განკუთვნილია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების რეგულირებად საწარმოებში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, ეკონომისტებისთვის, ფინანსისტებისა და იურისტებისთვის. ასევე, სხვა დაინტერესებული პირებისთვის, რომელთა პროფესიული ინტერესები მოიცავს სატარიფო მარეგულირებელი აუდიტის მექანიზმებისა და პრაქტიკის კუთხით ცოდნის გაღრმავებას. კურსი მიზნად ისახავს მონაწილეთა ცოდნის გაღრმავებას სატარიფო მიზნებისათვის რეგულირებული საწარმოების დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის მიმართულებით.
სასწავლო კურსის ავტორები არიან რეგულირების საკითხებზე მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებისა და ცოდნის მქონე ექსპერტები.
სასწავლო კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ვებგვერდს: https://entc.ge/ka