მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თბილისში TRACECA-ს ეროვნული მდივნების სხდომა გაიმართა

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის თავმჯდომარეობით, თბილისში, ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (TRACECA) ეროვნული მდივნების სხდომა გაიმართა, რომელსაც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ტრანსპორტის უწყებათა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა TRACECA - ს გენერალური მდივანი ასეტ ასავბაევი. 
მისასალმებელ სიტყვაში, გურამ გურამიშვილმა ხაზი გაუსვა TRACECA - ს მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ევროპა - კავკასია - აზიის სატრანსპორტო დერეფანი მნიშვნელოვანი პლატფორმაა მის წევრ სახელმწიფოებს შორის  სატრანსპორტო, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გასაუმჯობესებლად.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, დერეფნის წევრი სახელმწიფოები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ სატრანსპორტო - ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც ხელს უწყობს დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდას.

მან ასევე აქცენტი გააკეთა  საქართველოში მიმდინარე ისეთ პროექტებზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზა, აღმოსავლეთ - დასავლეთის მაგისტრალი და სხვა.

გურამ გურამიშვილის თქმით, აღნიშნული პროექტების განვითარება კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს გახსნის ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო-ლოგისტიკური ფუნქციის გაძლიერების მიმართულებით, რაც ასევე ხელს შეუწყობს TRACECA - ს დერეფანში ტვირთნაკადების გაზრდას.
მხარეების მიერ სხდომის ფარგლებში განხილულ იქნა სატრანსპორტო დერეფნის TRACECA - ს დღის წესრიგით გათვალისწინებული რიგი საკითხები, მათ შორის დერეფნის ფარგლებში სატრანსპორტო კავშირებისა და სასაზღვრო გამშვები პუნქტების გაუმჯობესება და სხვა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დერეფანში როგორც სარკინიგზო, ისე საავტომობილო ტრანსპორტის სატვირთო ოპერაციების გაციფრულებაზე. 
წევრი ქვეყნების ეროვნული მდივნები ასევე შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ეფექტურობისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით. 
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 10 თვის განმავლობაში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში სახმელეთო ტრანსპორტით, საერთაშორისო გადაზიდვების რეჟიმში, 23.5 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.5%-ით მეტია. რაც შეეხება საქართველოს საზღვაო ნავსადგურებს, მათ, საანგარიშო პერიოდში ჯამურად 11.1 მილიონი ტონა ტვირთი გადააამუშავეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.0%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში შუა დერეფანზე ჩინეთიდან/კენ საქართველოს გავლით გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 10,848 TEU, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13-ჯერ მეტია.
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა