თელავის აეროპორტი საშუალებას მოგვცემს, რომ ტურისტი ბათუმიდან თელავში 40-50 წუთში მოხვდეს - ირაკლი ქარქაშაძე
შიდა ფრენები გახლავთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სოციალური პროექტი, რომელიც ხელს უწყობს როგორც ჩვენი მოქალაქეების გადაადგილებას, ასევე შიდა ტურიზმის განვითარებას, - აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას გააკეთა. ირაკლი ქარქაშაძის თქმით, თელავის აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით მალე შესაბამისი ტენდერი გამოცხადდება.
„ჩვენ წელს დაგეგმილი გაქვს თელავის აეროპორტის აქტიურ ფაზაში გადაყვანა და უახლოეს მომავალში მშენებლობასთან დაკავშირებით გამოვაცხადებთ ტენდერს. ასევე, დავასრულეთ მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირება, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ უკვე სამშენებლო ტენდერი გამოვაცხადოთ. ეს პროექტები განაპირობა სწორედ იმ მზარდმა მოთხოვნამ, რომელიც გვაქვს შიდა ფრენების მიმართულებით. უფრო მეტი სერვისის შეთავაზება, აეროპორტების მათ შორის საერთაშორისო სტანდარტებში მოყვანა, მათ შორის ადგილობრივი აეროპორტების და გამტარუნარიანობის გაზრდა. დღეს, რომ ჩვენ გვაქვს მეტ-ნაკლებად ლიმიტირებული ფრენების რაოდენობა და ვიცით, რომ გამოწვევა, მოთხოვნა ძალიან დიდია, სწორედ იქიდან გამომდინარეა, რომ მესტიის აეროპორტი ძალიან მცირე ზომისაა და საჭიროებს გაფართოებას. აქედან გამომდინარე ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ ეს ფრენები გახდეს უფრო მეტად ხელმისაწვდომი და უფრო მეტი მიმართულება შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს და ტურისტებს, რომელთაც შიდა გადაადგილებისთვის აქვთ გეგმა და თელავის აეროპორტი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ თითქმის ყველა აეროპორტი ერთმანეთთან დავაკავშიროთ და შიდა ფრენებზე კიდევ უფრო ფართო არჩევანი შევთავაზოთ.
ეს ყველაფერი კი საშუალებას მოგვცემს, რომ ბათუმიდან თელავში სულ რაღაც 40-50 წუთში, რაც საკმაოდ დიდ დროს დაზოგავს და ჩვენს ტურისტებს საშუალებას მისცემს, რომ უფრო დიდი სიამოვნება მიიღონ იმ ტურისტული ინფრასტრუქტურიდან და ზოგადად ჩვენი ქვეყნიდან, რასაც ტურისტული პოტენციალი ჰქვია.
გეგმები ნამდვილად ამბიციური გაქვს, მიზნებიც გაქვს, კონკრეტული ნაბიჯებიც გაქვს განსაზღვრული და სტრატეგია გაქვს, თუ როგორ გავაუმჯობესოთ ის შედეგი, რაც 2024 წელს დავდეთ“, - აღნიშნა ქარქაშაძემ
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826