მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.1
-0.0065
flag
AZN 1.5242
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0067
flag
EUR 2.8423
-0.0124
flag
GBP 3.3968
-0.0191
flag
KZT 56.84
-0.0077
flag
TRY 0.0513
-0.0001
flag
USD 2.5926
-0.0007
news banner

Tesla აშშ-ში 20 000-ზე მეტ ავტომობილს ბაზრიდან გაიწვევს

news image
mbc image

Tesla აშშ-ში 20,349 ავტომობილს გაიწვევს ბაზრიდან, რადგან ახლო განათების ფარები შესაძლოა ზედმეტად კაშკაშა იყოს, რაც შემხვედრი ავტომობილების მძღოლების ხილვადობას შეამცირებს და ავარიის რისკს გაზრდის, - განაცხადა სამშაბათს აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NHTSA).

გაწვევა შეეხება Model 3-ისა და Model Y-ის გარკვეულ ავტომობილებს, - განაცხადა NHTSA-მ.

  • პრობლემის აღმოსაფხვრელი ზომა ჯერ საბოლოოდ განსაზღვრული არ არის, - აღნიშნა ავტოსატრანსპორტო უსაფრთხოების მარეგულირებელმა.
  • გაწვევა ხდება იმ პერიოდში, როდესაც Tesla ავტომობილების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მარეგულირებლების მხრიდან მუდმივი ყურადღების ქვეშაა.
banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image გვჯერა, რომ მწვანე ენერგიის დერეფანი მყარ საფუძველს ქმნის უფრო ღრმა რეგიონული თანამშრომლობისთვის, გაძლიერებული ენერგეტიკული ურთიერთკავშირისა და ჩვენი ენერგოსისტემების მეტი მდგრადობისთვის - მარიამ ქვრივიშვილი

23.11.2026.19:53

„ახალი გენერაციის სიმძლავრეების განვითარებასთან ერთად, ჩვენს მთავარ პრიორიტეტებად რჩება ელექტროენერგიის გადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერება და მეზობელ ქვეყნებთან პოტენციური ტრანსსასაზღვრო ურთიერთდამაკავშირებლების გაუმჯობესება" - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა რუმინეთში გამართულ „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" რიგით მე-13 მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ძალისხმევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ელექტროენერგეტიკულ სისტემაში დამატებითი განახლებადი ენერგიის ეფექტიანი ინტეგრაციისა და რეგიონული ელექტროენერგიით ვაჭრობის გაფართოებისთვის.

„ამ ღონისძიებებისა და განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის განახლებული მექანიზმების იმპლემენტაციის გზით, ჩვენ მიზნად ვისახავთ განახლებადი ელექტროენერგიის შიდა გენერაციის გაზრდას, ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებასა და რეგიონისა თუ ევროპული ბაზრებისთვის სუფთა ენერგიის მიწოდების დამატებითი შესაძლებლობების შექმნას", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ „მწვანე ენერგიის დერეფანი" უფრო ღრმა საფუძველს ქმნის რეგიონული თანამშრომლობისთვის.

„გვჯერა, რომ მწვანე ენერგიის დერეფანი მყარ საფუძველს ქმნის უფრო ღრმა რეგიონული თანამშრომლობისთვის, გაძლიერებული ენერგეტიკული ურთიერთკავშირისა და ჩვენი ენერგოსისტემების მეტი მდგრადობისთვის. ეს ასევე ასახავს ჩვენს საერთო ვალდებულებას, ავაშენოთ უფრო მდგრადი, ურთიერთდაკავშირებული და უსაფრთხო ენერგეტიკული მომავალი", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.

რუმინეთში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზაობა პარტნიორებთან კოორდინირებული მუშაობის გასაგრძელებლად.

„საქართველო მზად არის, განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ყველა პარტნიორ ქვეყანასთან და დაინტერესებულ მხარესთან ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის წასახალისებლად და ოთხი ქვეყნის მიერ ხელმოწერილი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესასრულებლად", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა