მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

TESLA-ს მარკის რამდენი ავტომობილია ქვეყანაში რეგისტრირებული

news image
mbc image

დღეისათვის საქართველოში  1 390 ერთეული TESLA-ს ავტომობილია რეგისტრირებული, რომელთა 76%-ი თბილისშია აკუმულირებული. მიმდინარე მაჩვენებლებით თბილისში სულ 1 056 TESLA-ს ავტომობილია რეგისტრირებული, მეორე ადგილზე იმერეთია, სადაც 80 ერთეული TESLA-ს ავტომობილის რეგისტრაცია ფიქსირდება.

TESLA-ს ავტომობილების გადანაწილება რეგიონების მიხედვით:

  • თბილისი - 1 056 ერთეული TESLA-ს ავტომობილი;
  • იმერეთი - 80 ერთეული TESLA-ს ავტომობილი;
  • აჭარა - 79 ერთეული TESLA-ს ავტომობილი;
  • ქვემო ქართლი - 48 ერთეული TESLA-ს ავტომობილი;
  • შიდა ქართლი: 41 ერთეული TESLA-ს ავტომობილი;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 32 ერთეული TESLA-ს ავტომობილი;
  • კახეთი - 25 ერთეული TESLA-ს ავტომობილი;
  • სამცხე-ჯავახეთი - 12 ერთეული TESLA-ს ავტომობილი;
  • გურია - 9 ერთეული TESLA-ს ავტომობილი;
  • მცხეთა-მთიანეთი - 6 ერთეული TESLA-ს ავტომობილი;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -  2 ერთეული TESLA-ს ავტომობილი;

რაც შეეხება  TESLA-ს  მოდელებს, საქართველოში ყველაზე პოპულარული TOP-5 მოდელი ასე გამოიყურება:

  • MODEL S,
  • MODEL 3,
  • MODEL 3 LONG RANGE.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ბოლოს ქვეყანაში 905 ერთეული  TESLA-ს ავტომობილი იყო რეგისტრირებული.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა