მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7232.2
0.0034
flag
AZN 1.5685
-0.0008
flag
CNY 39.422
-0.0005
flag
EUR 3.1043
-0.0028
flag
GBP 3.5911
0.0001
flag
KZT 54.23
-0.0016
flag
TRY 0.058
-0.0001
flag
USD 2.666
-0.0013
news banner

თიბისი ჯგუფი მდგრადობის ანგარიშს აქვეყნებს - დეტალები

news image
mbc image

თიბისი ჯგუფი 2025 წლის მდგრადობის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში წარმოადგენს ჯგუფის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საქმიანობისა და მიღწეული პროგრესის ყოვლისმომცველ მიმოხილვას და მომზადებულია Global Reporting Initiative-ის (GRI) სტანდარტების შესაბამისად.

,,მდგრადი განვითარების ხელშეწყობის ჩვენი მისწრაფება ასახავს პასუხისმგებლობას, შევუწყოთ ხელი უკეთესი მომავლის შექმნას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მეშვეობით, გავზარდოთ ფინანსურ და არაფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა, დადებითი გავლენა მოვახდინოთ საზოგადოებებზე, შევამციროთ ჩვენი ეკოლოგიური კვალი და მხარი დავუჭიროთ უფრო მწვანე და კლიმატის ცვლილებების მიმართ მდგრად ეკონომიკაზე გადასვლას. საქართველოს ძლიერი საფუძვლისა და უზბეკეთში წარმატებული დაფუძნებისა და სწრაფად მზარდ ბაზარზე გაფართოების შედეგად, TBC Uzbekistan-ის სტრატეგიული მნიშვნელობა ჯგუფის ფარგლებში კვლავ იზრდება, რაც მდგრადი განვითარების პრაქტიკების ინტეგრაციას განაპირობებს ფართო რეგიონში",- აცხადებს ,,თიბისი ჯგუფის" გენდირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.

მისივე შეფასებით,  ESG ინიციატივების განხორციელების კუთხით ჯგუფმა 2025 წელს მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია.

,,2025 წელს ჩვენ აქტიურად განვაგრძეთ ESG ინიციატივების განხორციელება. წარმატებით შევასრულეთ და გადავაჭარბეთ მდგრადი დაფინანსების 2 მილიარდი ლარის მიზნობრივ მაჩვენებელს, ხოლო ჩვენი მდგრადი პორტფელი წლიურად 32%-ით გაიზარდა", - აღნიშნავს ვახტანგ ბუცხრიკიძე.

,,თიბისი ჯგუფის" გენდირექტორი ციფრულ და განათლების მიმართულებით არსებულ წარმატებაზეც საუბრობს. აღნიშნავს, რომ ჯგუფის მიერ BILLZ-ის შეძენა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო 2025 წლის ჭრილში.

,,2025 წელს TBC Uzbekistan-მა განაგრძო ციფრული ფინანსური ეკოსისტემის განვითარება, როგორც ფინანსური ინკლუზიისა და ხელმისაწვდომობის ხელშემწყობი ძალა. ჩვენ გავაძლიერეთ პოზიციები სამომხმარებლო დაკრედიტებისა და გადახდების მიმართულებით, გავაფართოვეთ ყოველდღიური საბანკო სერვისები და დავამატეთ ახალი მიმართულებები, მათ შორის ბიზნესსესხები. BILLZ-ის BILLZ შეძენამ კიდევ უფრო გააფართოვა ჩვენი წვდომა საცალო სექტორში მოქმედ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებზე (MSME), რაც ხელს უწყობს ჩვენი მზარდი, 6-მილიონიანი საცალო მომხმარებელთა ბაზის ბიზნესკლიენტებთან დაკავშირებას და მათი განვითარების მხარდაჭერას ინტეგრირებული ციფრული ინსტრუმენტების მეშვეობით.

ვინაიდან ტექნოლოგიები კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს TBC-ის ზრდაში, კიდევ უფრო გავაძლიერეთ TBC IT Academy-ის TBC IT Academy საქმიანობა. 2019 წელს დაფუძნებული აკადემია აერთიანებს TBC-ის პროფესიონალებსა და ადგილობრივ და საერთაშორისო წამყვან ექსპერტებს, რაც უზრუნველყოფს სწავლების მაღალ ხარისხს და ზრდის მის დადებით გავლენას ფართო სექტორზე. დღემდე პროგრამა 5,000-ზე მეტმა სტუდენტმა დაასრულა, რომელთაგან დაახლოებით 30% დასაქმდა TBC ჯგუფში, ხოლო დანარჩენებმა კარიერა წარმატებულ ტექნოლოგიურ კომპანიებში განაგრძეს. დღეს აკადემია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ პლატფორმას საქართველოში პროფესიული განვითარების და ტექნოლოგიური განათლების ხელშეწყობის მიმართულებით. 2025 წელს TBC IT Academy-მ წარმატებით განახორციელა მაღალი მოთხოვნის მქონე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) კურსები. პროგრამები 677-მა მონაწილემ დაასრულა და შესაბამისი სერტიფიკატი მიიღო. მონაწილეთა შორის 37% ქალი იყო, ხოლო 39% რეგიონებიდან იყო წარმოდგენილი", -  აცხადებს ,,თიბისი ჯგუფის" გენდირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image გასულ წელს, წარმატებით შევასრულეთ და გადავაჭარბეთ მდგრადი დაფინანსების 2 მილიარდი ლარის მიზნობრივ მაჩვენებელს - ვახტანგ ბუცხრიკიძე

03.06.2026.08:10

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა