თიბისი კაპიტალის პროგნოზით, წლის ბოლოს ინფლაცია 5.1%-ს მიაღწევს, იმ დაშვებით, რომ კონფლიქტის ესკალაცია აღარ მოხდება - ოთარ ნადარაია
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად 2026 წლის საქართველოს ინფლაციის პროგნოზი 6%-დან 5.1%-მდე შემცირდა.
თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ოთარ ნადარაიას შეფასებით, აღნიშნული უკავშირდება გლობალურ ბაზრებზე არსებულ ტენდენციებს.
,,სურსათის ინფლაციის კუთხით სურათი ნაკლებად გამოკვეთილია, თუმცა, მოსალოდნელია, რომ წინა დაშვებებთან შედარებით ფასებზე ზეწოლა შედარებით სუსტი იქნება. საერთო ჯამში, თიბისი კაპიტალის პროგნოზით, წლის ბოლოს ინფლაცია 5.1%-ს მიაღწევს, იმ დაშვებით, რომ კონფლიქტის ესკალაცია აღარ მოხდება და ბრენტის ტიპის ნავთობი დეკემბრისთვის, დაახლოებით, 70 აშშ დოლარი ეღირება”, - აცხადებს ოთარ ნადარაია.
სხვა სიახლეები
ივლისში ყაზახეთიდან $3 227.4 მლნ-ის ღირებულების ნავთობის იმპორტი განხორციელდა - საქსტატი
21.08.2026.11:00
საქართველოში ყაზახური ნედლი ნავთობის იმპორტი პირველად განხორციელდა.
საქსტატის მონაცემებით, ივლისში ქვეყანაში 3 227.4 მლნ დოლარის ღირებულების 5 456.4 ათასი ტონა ყაზახური ნედლი ნავთობის იმპორტი განხორციელდა.
შედარებისთვის, მიმდინარე წლის ივლისში ქვეყანაში 36 354.2 მლნ დოლარის 87 424.5 ტონა რუსული ნავთობი შემოვიდა.