მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.2
0.0047
flag
AZN 1.5357
0.0019
flag
CNY 38.966
0.0023
flag
EUR 2.9933
-0.0008
flag
GBP 3.4896
0.0001
flag
KZT 58.37
0.0027
flag
TRY 0.0535
0.0001
flag
USD 2.6104
0.003
news banner

თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარად წლის ბოლომდე განაკვეთის უცვლელად დატოვება რჩება, თუმცა, საერთაშორისო ბაზრებზე ინფლაციური წნეხის გაძლიერების შემთხვევაში, გამორიცხული არც 8.5%-მდე დამატებითი ზრდაა - განახლებული მიმოხილვა

news image
mbc image

ახლო აღმოსავლეთში განახლებული დაძაბულობა ინფლაციურ წნეხს ზრდის, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია.

ივნისში მიღწეული ჩარჩო შეთანხმების შემდეგ, დაახლოებით ერთთვიანი პაუზის ფონზე, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა კვლავ გამწვავდა, თუმცა ვითარება არაერთგვაროვანი და სწრაფად ცვალებადია. როგორც თიბისი კაპიტალი ივნისში მიუთითებდა, ბაზრებმა დეესკალაციის ნიშნები, შესაძლოა, ზედმეტად ოპტიმისტურად შეაფასა, რასაც სასაქონლო ფასების მკვეთრი მერყეობა მოჰყვა. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ესკალაციის ძირითადი ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკის კონტექსტში ინფლაციაზე მოდის და არა ეკონომიკურ ზრდაზე - რეალურ დროში ხელმისაწვდომი მონაცემებით, ივლისში აქტივობის შენელება არ ფიქსირდება.

ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.6% შეადგინა, წლის პირველი ნახევრის საშუალო მაჩვენებელმა კი - 7.9%, რაც მოლოდინებთან თანხვედრაშია. თიბისი კაპიტალი 2026 წელს ეკონომიკური ზრდის 7.4%-იან საბაზო სცენარს  უცვლელად ინარჩუნებს. ივლისის მეორე ნახევრიდან საქართველოს აეროპორტებში საჰაერო მიმოსვლა გააქტიურდა, ხოლო როგორც მთლიანი, ასევე არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები ძლიერ დინამიკაზე მიუთითებს. დეტალური მონაცემების მხრივ, აღსანიშნავია, რომ პირველ კვარტალში ზრდის ძირითადი კომპონენტი კვლავ მოხმარება იყო. ამასთან, საინფორმაციო ტექნოლოგიების (ICT) სექტორის ექსპორტის ზრდის ფონზე, დადებითი წვლილი შეიტანა წმინდა ექსპორტმაც.

პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის სეზონურად შესწორებულმა პროფიციტმა, რეინვესტირებული შემოსავლების გამორიცხვით, მშპ-ის 0.1% შეადგინა (სეზონურად შესწორებამდე მშპ-ის 3.2%-ის დეფიციტი). 2025 წლის მეორე კვარტლიდან ეს ბალანსი, ზედიზედ ოთხი კვარტალია, დადებითია და ამ პერიოდში მშპ-ის 1%-ს შეადგენს, რაც ისტორიული მონაცემების ჭრილში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს ნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველო დანარჩენი მსოფლიოს მიმართ წმინდა კრედიტორი იყო. მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესება ძირითადად ICT სექტორის ექსპორტმა უზრუნველყო. ძლიერი სასაქონლო ექსპორტისა და შედარებით სუსტი იმპორტის ფონზე, წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად შემცირდა სავაჭრო დეფიციტიც, რაც მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის შემდგომ გაუმჯობესებაზე მიუთითებს. როგორც  თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილიასაერთაშორისო ფასების ზრდა, ერთი მხრივ, ინფლაციურ წნეხს აძლიერებს, თუმცა, მეორე მხრივ, საექსპორტო შემოსავლების ზრდასაც განაპირობებს.

მარტსა და აპრილში რეგიონულმა დაძაბულობამ ტურიზმზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, თუმცა ბოლო თვეებში აღდგენა შეინიშნება. მეორე კვარტალში ტურიზმიდან შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8%-ით შემცირდა. კლება ძირითადად ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აზიის ქვეყნებზე მოდიოდა, რასაც ნაწილობრივ აბალანსებდა ევროკავშირიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან შემოსავლების ზრდა. მაისსა და ივნისში, ჩვენი შეფასებით, შემოსავლებმა უკვე გასული წლის დონეს გადააჭარბა. თავის მხრივ, ივლისის ოპერატიული მონაცემებით, კონფლიქტის გამწვავების მიუხედავად, გაზაფხულის მსგავსი შენელება არ იკვეთება.

ივნისში წმინდა სავალუტო შემოდინებები დამატებით გაიზარდა, რასაც ძირითადად კვლავ სასაქონლო პროდუქციის ექსპორტი განაპირობებდა. სავალუტო ბაზარზე არსებული სიჭარბის ფონზე, წლის პირველ ნახევარში სებ-ის სავალუტო შესყიდვებმა 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო ივნისის ბოლოს წმინდა რეზერვების შეფასებამ 4.6 მილიარდ დოლარს მიაღწია. მცირედით გამყარდა ლარიც, თუმცა, თიბისი კაპიტალის შეფასებით, ჯერ კიდევ წონასწორულ ნიშნულზე სუსტი რჩება - როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან ჭრილში. ამ ეტაპზე, ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზი უცვლელია: წლის ბოლოს ერთი დოლარი 2.60-2.65 ლარის ფარგლებშია მოსალოდნელი. თუმცა აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ტენდენციები უფრო ძლიერი ლარის სცენარისკენ იხრება.

გლობალურ ბაზრებზე ინფლაციური წნეხის კვლავ გაძლიერების ფონზე, 2026 წლის ბოლოს თიბისი კაპიტალის ინფლაციის პროგნოზი 5.1%-დან კვლავ 6%-მდე იზრდება. შესაბამისად, პროგნოზი, ფაქტობრივად, უბრუნდება წინა სცენარს, რომელიც კონფლიქტის შედარებით ხანგრძლივ დონეზე შენარჩუნებისა და დეკემბრისთვის ბრენტის ტიპის ნავთობის ფასის 80-85 აშშ დოლარის ფარგლებში დასტაბილურების დაშვებებს ეყრდნობოდა. რადგან აღნიშნული წლის დარჩენილ პერიოდში ნავთობის გარკვეულწილად გაიაფებას მოიაზრებს, იმ შემთხვევაში, თუ ფასები უცვლელი დარჩება ან გაძვირდება, ინფლაციის პროგნოზი, შესაძლოა, დამატებით გაიზარდოს.

ივნისში წლიურმა ინფლაციამ 5.8% შეადგინა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი საწვავისა და საკვების ფასების, ასევე ელექტროენერგიის ტარიფის ზრდამ შეიტანა. ინფლაციის უფრო ხისტი მაჩვენებლები სამომხმარებლო ფასებზე მეტწილად ზომიერ წნეხზე მიუთითებს. ივლისში მსოფლიო ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის ფასები, ბოლო დღეებში მცირედით ნორმალიზების მიუხედავად, მკვეთრად გაიზარდა. შედეგად, ბენზინი, რომელიც თვის დასაწყისში მცირედით გაიაფდა, 20 ივლისიდან მსხვილ ქსელებში უკვე ისევ გაძვირდა.

29 ივლისის სხდომაზე სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25%-ზე შეინარჩუნა, რაც მოლოდინებთან თანხვედრაშია თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარად წლის ბოლომდე განაკვეთის უცვლელად დატოვება რჩება, თუმცა, საერთაშორისო ბაზრებზე ინფლაციური წნეხის გაძლიერების შემთხვევაში, გამორიცხული არც 8.5%-მდე დამატებითი ზრდაა.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:

https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007622-macro-update-georgia

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ბაზარმა განაგრძო ზრდა 2026 წლის პირველ ნახევარშიც და მიაღწია 2.74 მილიარდ ლარს - სებ

22.09.2026.19:00

საქართველოს კაპიტალის ბაზარზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ანალიტიკური კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი კაპიტალის ბაზრის მიმოხილვის პერიოდულად გამოქვეყნებას აგრძელებს.

პუბლიკაცია რეგულარულად, წელიწადში ორჯერ ქვეყნდება. წარმოდგენილი ანგარიში საქართველოს კაპიტალის ბაზრის 2026 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობას ასახავს.

პუბლიკაციის მიზანია, ბაზრის მონაწილეებს, მკვლევრებსა და ფართო საზოგადოებას მიაწოდოს მონაცემებზე დაფუძნებული ინფორმაცია საქართველოს კაპიტალის ბაზრის ძირითად ტენდენციებზე, სტრუქტურულ თავისებურებებზე, ზრდის პოტენციალსა და არსებულ გამოწვევებზე.

ანგარიში წარმოადგენს საქართველოს კაპიტალის ბაზრის ფართო სურათს, თუმცა ფოკუსირდება ადგილობრივ ობლიგაციების ბაზრებზე, განსაკუთრებით სახელმწიფო ფასიან ქაღალდებსა და საჯარო კორპორატიულ ობლიგაციებზე. დოკუმენტი მიმოიხილავს ბაზრის სტრუქტურას, მიმდინარე ტენდენციებს, ინვესტორთა ბაზას, მფლობელობის სტრუქტურასა და მეორადი ბაზრის აქტივობას. საუბარია ასევე კაპიტალის ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე. ანგარიში დამატებით განიხილავს ფინანსური ინსტიტუტების ფართო სპექტრის - მათ შორის, კომერციული ბანკების, საინვესტიციო ფონდებისა და საქართველოს საპენსიო ფონდის როლს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში, ბაზრის ლიკვიდურობის გაღრმავებასა და ინვესტორთა ბაზრის გაფართოებაში.

,,აქტიური სახაზინო ობლიგაციების ბაზარი კრიტიკულად მნიშვნელოვანია კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის განვითარებისთვის: სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობის მრუდი მნიშვნელოვანი ბენჩმარკია კორპორაციული ობლიგაციების ფასწარმოქმნისთვის. ჩვეულებრივ, სახაზინო ობლიგაცია, როგორც ყველაზე ნაკლებად რისკიანი ფასიანი ქაღალდი ქვეყანაში, საბანკო დეპოზიტის პირველი
ფინანსური ალტერნატივაა ინვესტორებისთვის. როგორც წესი, პირველ რიგში ინვესტიციის ალტერნატივად თავს იმკვიდრებს სახაზინო ობლიგაცია, რასაც მოჰყვება ინვესტორების დანაზოგების განთავსება შედარებით უფრო რისკიან აქტივებში, მაგალითად, როგორიცაა კორპორაციული ობლიგაციები. ადგილობრივი სახაზინო ფასიანი ქაღალდების ბაზარი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა:
ადგილობრივი სახაზინო ობლიგაციების ნაშთი 2025 წლის ბოლოს არსებული
11.4 მილიარდი ლარიდან 2026 კვ-2 ბოლოს 12.4 მილიარდ ლარამდე
გაიზარდა. 2025 წლის ბოლოს ბაზრის ზომა მშპ-ს დაახლოებით 11%-ს
შეადგენდა”, - წერს სებ-ი.

ანგარიშის თანახმად, სახაზინო ობლიგაციების მფლობელობის სტრუქტურა
ხასიათდება ინსტიტუციური ინვესტორების მაღალი წილითა და ბოლო პერიოდში, არარეზიდენტი ინვესტორების წილის ზრდადი ტენდენციით: სახაზინო ფასიანი ქაღალდების უმეტეს ნაწილს კვლავ კომერციული ბანკები, ეროვნული ბანკი და საპენსიო ფონდი ფლობენ, რომელთა ჯამური წილი 2026 კვ2-ის ბოლოს 89%-ს შეადგენდა. აღნიშნული ინვესტორები, როგორც წესი, ამჯობინებენ ობლიგაციების ფლობას ვადის გასვლამდე, რის გამოც, სავაჭრო აქტივობა მეორად ბაზარზე არის დაბალი.

,,საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ბაზარმა განაგრძო ზრდა 2026 წლის პირველ ნახევარშიც და მიაღწია 2.74 მილიარდ ლარს: 2026 წლის პირველ ნახევარში, 5 ემიტენტის მიერ საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული 8 ობლიგაციის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 385 მილიონი ლარი (იხ. გრაფიკი 4), რაც 2.6-ჯერ აღემატება 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 150 მილიონ ლარს. ახალი ემისიების 49% (ღირებულებით), რაც შეადგენდა დაახლოებით 190 მილიონ ლარს, განხორციელდა აწარმოე საქართველოს პროგრამის მხარდაჭერით”, - აღნიშნავს სებ-ი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა