მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206
-0.0073
flag
AZN 1.5623
-0.0002
flag
CNY 39.301
-0.0006
flag
EUR 3.0835
-0.0013
flag
GBP 3.5646
-0.0028
flag
KZT 54.51
0.0027
flag
TRY 0.0574
0
flag
USD 2.6554
-0.0009
news banner

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

news image
mbc image

ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში

გაცვლითი კურსის ანალიზისას, როგორც წესი, ყველაზე ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა, პირველ რიგში, ლარის აშშ დოლართან შედარებაა. ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ ბევრი თავდაპირველად გაკვირვებითა და მცირედი სკეპტიციზმითაც კი ხვდება იმ ფაქტს, რომ, სინამდვილეში, ლარი ევროს მიმართ გაცილებით სტაბილურია. თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ეს ფაქტი კარგად არის ცნობილი - ლარის მერყეობა აშშ დოლარის მიმართ მხოლოდ მოკლევადიან პერიოდშია უფრო დაბალი, ერთი წლისა და უფრო ხანგრძლივი პერიოდის ჭრილში კი - პირიქით. იმავე დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა რეგიონის სხვა ვალუტების ანალიზიც.

ამის მიზეზი რამდენიმეა:

საქართველოს ეკონომიკის ციკლები ევროკავშირის ეკონომიკის ციკლებთან გაცილებით მჭიდრო კავშირშია. ამდენად, ეკონომიკური ზრდაც, როგორც წესი, უფრო მაღალია, როდესაც ევრო შედარებით მყარია;

მართალია, აშშ დოლარი საქართველოსთვის მთავარი ტრანზაქციული ვალუტაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იგი ფუნდამენტურ მაკროეკონომიკურ ცვლადებთან უფრო ახლო კავშირშია. ევროკავშირი სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროდ რჩება, ხოლო სხვა ძირითადი ეკონომიკური პარტნიორების დიდი ნაწილი (ნავთობის ექსპორტიორები, მეზობელი ქვეყნები) აგრეთვე ევროკავშირის ეკონომიკურ ციკლებთან მეტად თანხვედრაში არიან. ისტორიულად ამის მიზეზს, მათ შორის, აშშ დოლარსა და ნავთობის ფასებს შორის უარყოფითი კორელაცია წარმოადგენდა, თუმცა 2022 წლის შემდეგ ეს კავშირი დასუსტებულია;

აშშ დოლარის უსაფრთხო აქტივის სტატუსი წარსულში გლობალური რეცესიის ან/და მომატებული რისკის დროს მის გამყარებას მოიაზრებდა, რაც დოლარში გამოსახული შემოსავლების ვარდნის დამატებით გაუარესებას იწვევდა. ბოლო პერიოდში, როგორც ჩვენს არაერთ პუბლიკაციაში იყო აღნიშნული, ეს სტატუსი გარკვეულწილად შეცვლილია.

საერთო ჯამში, ლარის შედარებითი სტაბილურობა ევროს მიმართ თიბისი კაპიტალის დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ერთ-ერთ ფუნდამენტურ კომპონენტს წარმოადგენს. სხვა თანაბარ პირობებში, ეს ნიშნავს, რომ ევროში შედარებით მეტი სესხის აღებაა ოპტიმალური. თუმცა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, კვლავ დღის წესრიგში დადგა ერთ-ერთი ზემოხსენებული ფაქტორის - აშშ დოლარის უსაფრთხო აქტივის სტატუსის - პოტენციური გადააზრება. მართალია, ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში აქცენტის საშუალო და გრძელვადიან ინდიკატორებზე გაკეთებაა რეკომენდირებული, თუმცა, შესაძლებელია, მოკლევადიანი ინდიკატორები გრძელვადიანი პროგნოზების ცვლილების საჭიროებაზეც მიუთითებდეს. ამდენად, აუცილებელია გავაანალიზოთ, თუ რით არის განპირობებული მსოფლიო ბაზრების რეაქცია მიმდინარე მოვლენების მიმართ და, შესაბამისად, არის თუ არა საჭირო ჩვენი რეკომენდაციების კორექტირება - ერთადერთი ღია კითხვა, რომელიც გასული კვირის ერთგვერდიან შეჯამებაში გვქონდა დატოვებული.

უფრო კონკრეტულად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში აშშ დოლარი გლობალურად გამყარების ტენდენციით ხასიათდება, როგორც ევროს, ასევე სხვა პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ. კითხვაზე საპასუხოდ, ეს გამყარება მოკლევადიანია თუ ისევ უსაფრთხო აქტივის სტატუსის გაძლიერებას უკავშირდება, კვლავ ოქროს ფასის ანალიზი დაგვეხმარება. მკითხველისთვის ცნობილია ჩვენი ნოემბრის პუბლიკაცია, სადაც მივუთითებდით, რომ ფასების მაშინდელი ზრდა დიდწილად სტრუქტურულ ფაქტორებს ასახავდა, რომლებიც, საერთო ჯამში, აშშ დოლარისთვის ნეგატიურია; შესაბამისად - ევროსთვის პოზიტიური. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, ხომ არ მიუთითებს ფასების მიმდინარე კლება უკვე საპირისპირო ტენდენციაზე, რაც აშშ დოლარში შედარებით ნაკლები სესხის რეკომენდაციის წინაპირობა იქნებოდა. ჩვენი პასუხი უარყოფითია, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს:

ფასები მცირდება არა მხოლოდ ოქროზე, არამედ უსაფრთხო აქტივის მქონე ყველა აქტივზე. ეს ეხება როგორც სხვა ძვირფას მეტალებს, ასევე, მაგალითად, შვეიცარიულ ფრანკს, რომელიც, როგორც წესი, კრიზისების დროს მუდმივად მყარდება, მათ შორის, გასული წლის ივნისში ახლო აღმოსავლეთში წინა ესკალაციისას. გარდა ამისა, აშშ-ის საფონდო ბირჟაზე განწყობების მნიშვნელოვანი გაუარესება არ შეინიშნება. ამდენად, როგორც ჩანს, ინვესტორებისთვის უსაფრთხო აქტივების ძიება ამჟამად პრიორიტეტს ნაკლებად წარმოადგენს;

საპირისპიროდ, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები, რაც მიმდინარე მოვლენების ფონზე მომატებულ ინფლაციურ რისკებთან და, შესაბამისად, ცენტრალური ბანკების მხრიდან მკაცრი მონეტარული პოლიტიკის უფრო ხანგრძლივად შენარჩუნების ან/და დამატებით გამკაცრების მოლოდინებთან არის დაკავშირებული. ეს ოქროზე, როგორც არაშემოსავლიან აქტივზე, უარყოფითად მოქმედებს;

კონფლიქტის დეესკალაციის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაქცია ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ ბაზრის მონაწილეებისთვის მთავარ საფრთხეს ინფლაციის ზრდა წარმოადგენს. ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც კონფლიქტის დასრულების ალბათობის ზრდას, იქნებოდა ეს აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებები თუ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ სიახლეები, ოქროს ფასის მყისიერი ზრდა მოჰყვა. რა თქმა უნდა, თუ ბაზარი უსაფრთხო აქტივების ძიებაზეა ორიენტირებული, ამ მხრივ ცვლილების მიმართულება საპირისპირო იქნებოდა;

გარდა ამისა, აშშ დოლარის, აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობისა და ოქროს ფასების მიმდინარე დინამიკა დიდწილად იმეორებს 2022 წლის ტენდენციებს, როდესაც უკრაინაში ომის დაწყებას ოქროს ფასის მყისიერი ზრდა მოჰყვა, თუმცა მალევე, ინფლაციური მოლოდინების ზრდასთან ერთად, საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა და აშშ დოლარი გამყარდა, ოქროს ფასი კი შემცირდა. 2022 წლის ბოლოს, როდესაც აშშ-ში ინფლაცია შენელდა, დოლარი კვლავ გაუფასურდა, ოქროს ფასი კი გაიზარდა.

პუბლიკაციის სრულ ვერსიაში ასევე მოყვანილია რამდენიმე მოკლევადიანი ფაქტორი, რომლებიც, შესაძლოა, ოქროს ფასების მიმდინარე დინამიკაზე ახდენს მნიშვნელოვან გავლენას, მათ შორის, სპეკულაციური აქტივობა, კომპიუტერული ალგორითმები და ინვესტორების მხრიდან - ცენტრალური ბანკების ჩათვლით - გასულ წელს ფასების ზრდის შედეგად მიღებული მოგების რეალიზაცია.

ამდენად, თუ აშშ დოლარის გამყარება უსაფრთხო აქტივის სტატუსის კვლავ გაძლიერებით არ არის განპირობებული, რა შეგვიძლია ვთქვათ სხვა საშუალო და გრძელვადიან ფაქტორებზე? ფისკალური პოლიტიკა, ოქროზე ინსტიტუციური მოთხოვნის ზრდა, ცენტრალური ბანკების მიერ რეზერვების დივერსიფიკაცია, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის დამოუკიდებლობის დასუსტება - ყველა ეს სტრუქტურული ფაქტორი, ჩვენი შეფასებით, აშშ დოლარისთვის უარყოფითი რჩება. დამატებით აღსანიშნავია, რომ დოლარის წამყვანი პოზიცია, გარკვეულწილად, იმ ფაქტსაც უკავშირდება, რომ ნავთობის ფასები სწორედ დოლარშია დენომინირებული. ცვალებადი გეოპოლიტიკური გარემოს პირობებში საყურადღებოა ამ ფაქტორის შესაძლო დასუსტებაც.

რას ნიშნავს ეს ყოველივე პრაქტიკული თვალსაზრისით? ჩვენი პროგნოზით, ომის დასრულების შემდგომ, ევრო გამყარდება, მით უფრო რომ მიმდინარე მოვლენებამდეც აშშ დოლარის მიმართ ჯერ კიდევ ზედმეტად გაუფასურებული რჩებოდა. ამდენად, აშშ დოლარის პერსპექტივა საშუალოვადიან პერიოდში კვლავ შედარებით სუსტია, რაც დოლარში მეტი სესხის მხარდამჭერი ფაქტორია. რასაკვირველია, ზემოთ მოცემული მსჯელობის ფონზე, მოკლევადიანი მიზნებისთვის მეტი სიფრთხილის გამოჩენაა მიზანშეწონილი. ლარის კუთხით, ჩვენი პოზიცია კვლავ დიდწილად ნეიტრალურია. კონკრეტულად როგორ გამოიყურება სასესხო კალათის ოპტიმალური სტრუქტურა? რასაკვირველია, ინდივიდუალური შეფასება ყოველთვის უფრო ზუსტია, თუმცა სარეკომენდაციო სტრუქტურა გასული კვირის ერთგვერდიან შეჯამებაშია მოცემული.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:

https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007460-macro-update-georgia

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მნიშვნელოვანი ამბიციური პროექტები არის დაგეგმილი როგორც სამოქალაქო მიმართულებით, ასევე საგზაო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია

17.06.2026.13:00

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი გიორგობიანის განცხადებით, ეკონომიკური ფორუმის 30-ე საიუბილეო ფორუმზე ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო სექტორისადმი მიძღვნილმა პანელმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, რაც როგორც დისკუსიის ხანგრძლივობით, ისე აუდიტორიის აქტიური ჩართულობით გამოიხატა. მისი თქმით, სექტორის მიმართ მზარდი ყურადღება და ხელისუფლებასთან მიმდინარე აქტიური დიალოგი ინფრასტრუქტურული მიმართულების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

„ნამდვილად სასიხარულოა, რომ 30-ე საიუბილეო ეკონომიკური ფორუმის თემად ინფრასტრუქტურული და სამშენებლო სექტორი შეირჩა. პანელის წევრებისა და დამსწრე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დისკუსია ნამდვილად საინტერესო აღმოჩნდა და, თავად ამ სექტორის მნიშვნელობის გათვალისწინებით, საკმაოდ დიდხანს გასტანა. მსჯელობა იმდენად დიდხანს გაგრძელდა, რომ შეიძლება ითქვას, სარეკორდოც კი იყო. დამსწრე საზოგადოებაც საოცრად აქტიურად ჩაერთო კითხვა-პასუხის რეჟიმში, რასაც ჩვენ, ცალსახად, ძალიან პოზიტიურად ვაფასებთ.

მოგეხსენებათ, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სექტორული გაერთიანებაა. ჩვენთვის ორმაგად სასიხარულო და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში მთავრობის მხრიდან ამ სექტორს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და სხვადასხვა საკითხზე მუდმივად აქტიური დისკუსიები გვაქვს“, - აღნიშნა ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ირაკლი გიორგობიანის განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მიმდინარე წლისთვის დაგეგმილი 3.5 მილიარდი ლარის ბიუჯეტის ეფექტიანი ათვისება სექტორის განვითარებისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს.

„ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკმაოდ ამბიციური გეგმა აქვს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დაახლოებით 3,5 მლრდ ლარამდე არის მიმდინარე წლის ბიუჯეტი. ბიუჯეტის რეალიზება კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის სექტორისთვის და მნიშვნელოვანი ამბიციური პროექტები არის დაგეგმილი როგორც სამოქალაქო მიმართულებით, ასევე საგზაო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით და ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ  გეგმების რეალიზება კოორდინაციაში იყოს კერძო სექტორთან და განსაკუთრებით ადგილობრივ კომპანიებთან, რამე თუ დროულად მოხდეს იმ რესურსების მობილიზება, რაც არის საჭირო იმ ამოცანების მისაღწევად, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს როგორც ერთ-ერთ მსხვილ კაპიტალური ინვესტიციების განმახორციელებელ სამინისტროს. მოგეხსენებათ, რომ დღეს სამინისტროსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა ხარისხის კომპონენტი და ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანი იყო, რომ ბევრი რეფორმა განხორციელებულიყო ამბიციური მათ შორის ფასწარმოქმნის ნაწილში, რამეთუ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ფასი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ხარისხი. ბოლო პერიოდში სექტორში ხარისხი ნაკლებად იყო პრიორიტეტი, აქცენტი უფრო ფასზე გადადიოდა და გვქონდა განცდა, რომ იაფად რაღაც ხარისხიანს ვიყიდდით. მაგრამ ცალსახად მივესალმებით იმას, რომ სახელმწიფომ მნიშვნელოვანი აქცენტი გადაიტანა ხარისხზე. ვფიქრობთ, ეს თავის მხრივ ხელისშემწყობი ფაქტორი იქნება იმისთვის, რომ დასახული მიზნების მიღწევის დროს მაქსიმალურად იმპლემენტირდეს თანამედროვე ტექნოლოგიები და საინჟინრო ინოვაციები“, - განაცხადა ირაკლი გიორგობიანმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა