მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7215.7
0.0405
flag
AZN 1.5431
0.0074
flag
CNY 39.105
0.0139
flag
EUR 2.9925
-0.0008
flag
GBP 3.4835
-0.0061
flag
KZT 58.99
0.0062
flag
TRY 0.0537
0.0002
flag
USD 2.6229
0.0125
news banner

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

news image
mbc image

რამ განაპირობა ეკონომიკური ზრდა წლის პირველ ნახევარში?

საქსტატის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 2026 წლის პირველ ნახევარში რეალურ გამოსახულებაში 7.8%-ით გაიზარდა. ეს 2025 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებულ 8.6%-ზე მცირედით დაბალია, ხოლო ყოველთვიური წინასწარი შეფასებების მიხედვით გაანგარიშებულ მაჩვენებელს 0.1 პროცენტული პუნქტით (პპ) ჩამორჩება. ჯამური მაჩვენებლის მიღმა, შეიცვალა ეკონომიკურ ზრდაში სექტორების წვლილიც. კერძოდ, განათლების სექტორს, რომლის წვლილი ერთი წლის წინ დაახლოებით 1.8 პპ იყო, 2026 წლის პირველ ნახევარში ზრდაზე პრაქტიკულად არ უმოქმედია, ხოლო უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების წვლილი ნახევარზე მეტად შემცირდა. ამის საპირისპიროდ, ვაჭრობისა და ტრანსპორტის ერთობლივი კონტრიბუცია, დაახლოებით, 1.2 პპ-ით გაიზარდა.

ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორმა (ICT), რომელიც გასულ წელს ეკონომიკური ზრდის მთავარი კომპონენტი იყო, დომინანტური როლი მიმდინარე წლის პირველ ნახევარშიც შეინარჩუნა - ამ სექტორზე საბაზისო ფასებში გამოსახული რეალური მშპ-ის ზრდის თითქმის 29% მოდის; ორჯერ მეტი, ვიდრე სიდიდით მომდევნო სექტორის წილი.

აღსანიშნავია, რომ ზრდის კომპონენტები საანალიზო მაჩვენებლის მიხედვით საკმაოდ განსხვავდება. შედარებისთვის, ეკონომიკის მთლიანი გამოშვება დაახლოებით 12%-ით, ხოლო ნომინალური მშპ დაახლოებით 11%-ით გაიზარდა, სხვადასხვა სექტორის ხარჯზე. კერძოდ, თუკი, სასაქონლო ექსპორტის მკვეთრი ზრდის ფონზესამთომოპოვებითმა და დამამუშავებელმა მრეწველობამ გამოშვების ზრდის 30% უზრუნველყო, მათი წილი ნომინალური მშპ-ის ზრდაში მხოლოდ 10%, ხოლო რეალური მშპ-ის ზრდაში 6%-ზე ნაკლები იყო. საპირისპიროდ, ჯამურად მომსახურების სექტორებზე რეალური ეკონომიკური ზრდის დაახლოებით 96% მოდის, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი გამოშვების ზრდაში მათი წილი 66%-ს შეადგენდა. ამასთან, სოფლის მეურნეობამ და მშენებლობამ ეკონომიკურ ზრდაში უარყოფითი წვლილი შეიტანა.

ამრიგად, ეროვნული ანგარიშების მონაცემები თანხვედრაშია ბიზნესსექტორის მონაცემებზე დაყრდნობით ჩვენს წინა პუბლიკაციაში გაკეთებულ დასკვნებთან: სასაქონლო პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებულმა საქმიანობამ ეკონომიკის გამოშვება მნიშვნელოვნად გაზარდა, თუმცა შუალედური მოხმარების მაღალი წილის გამო ამ ზრდის მხოლოდ მცირე ნაწილი აისახა ადგილობრივ დამატებულ ღირებულებაში. ამასთან, თავად დამატებული ღირებულების ზრდის საგრძნობი ნაწილი ფასების ზრდას უკავშირდებოდა.

საგარეო ვაჭრობის მონაცემები დამატებით ნიუანსზეც მიუთითებს: მართალია, ექსპორტის ზრდაში წამყვან როლს კვლავ სასაქონლო პროდუქცია ასრულებს, მაგრამ უფრო ზოგადი დინამიკაც საკმაოდ მძლავრია. აგვისტოში ექსპორტი წლიურად 24.7%-ით, ხოლო იანვარ-აგვისტოში 22.1%-ით გაიზარდა. ამ ზრდიდან 14.2 პპ, ანუ მთლიანი ზრდის 64%-ზე მეტი, ნავთობპროდუქტებზე მოდიოდა. ოქროს, ფეროშენადნობების, სპილენძის მადნებისა და აზოტოვანი სასუქების დამატებით კი, სასაქონლო ჯგუფების ერთობლივმა წვლილმა ექსპორტის მთლიან ზრდასაც გადააჭარბა და მისი 106%, ანუ დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ამავდროულად, ექსპორტის დარჩენილი ნაწილის სუსტი დინამიკა მთლიანად ავტომობილების რე-ექსპორტის 22%-იან წლიურ კლებას უკავშირდება - აღნიშნული ხუთი სასაქონლო ჯგუფისა და ავტომობილების გამოკლებით, ექსპორტი წლიურად 15.5%-ით გაიზარდა, ძირითადად საკვებისა და სასმელების ხარჯზე.

რაც შეეხება იმპორტს, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ჯამური მაჩვენებელი წლიურად 8.0%-ით გაიზარდა (2025 წლის იანვრის ერთჯერადი ფაქტორის გამორიცხვის შემდეგ), საიდანაც ნედლ და გადამუშავებულ ნავთობზე 5.2 პპ, ანუ მთლიანი ზრდის თითქმის 65% მოდის. ნავთობის იმპორტის ზრდა და ავტომობილების იმპორტის 12.5%-იანი კლება ზრდის ჯამურ ტემპზე ერთმანეთის გავლენას თითქმის სრულად აბალანსებს: ნავთობისა და ავტომობილების გამოკლებით, იმპორტი 8.3%-ითაა გაზრდილი, რაც მცირედით აღემატება კიდეც მთლიან მაჩვენებელს, თუმცა ექსპორტის ზემოაღნიშნულ ზრდასთან შედარებით მაინც მნიშვნელოვნად დაბალია.

საყურადღებოა, რომ აგვისტოში ავტომობილების იმპორტში 2026 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი კლება დაფიქსირდა - წლიურად თითქმის 35%. მოკლევადიან პერიოდში ეს სავაჭრო ბალანსს აუმჯობესებს, თუმცა მომდევნო თვეებში ავტომობილების რე-ექსპორტის დინამიკის კიდევ უფრო შესუსტების შესაძლებლობაზეც მიუთითებს. ავტომობილების წმინდა ექსპორტის თვალსაზრისით განსაკუთრებით ძლიერი 2025 წლის შემდეგ, მსგავს განვითარებას თიბისი კაპიტალი მიმდინარე წლის დასაწყისში პროგნოზირებდა, თუმცა მასშტაბზე, სავარაუდოდ, 6 წელზე ძველი ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადის ზრდაც აისახა.

ამ ფონზე, ჩვენი შეფასებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში სავაჭრო დეფიციტი მშპ-ის 26.4%-მდე შემცირდა, რაც წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებელია.

სხვა წყაროების მხრივ, სწრაფი ფულადი გზავნილები აგვისტოში წლიურად 8.2%-ით შემცირდა, რაც, ევროკავშირის მიერ გადახდების რუსულ სისტემა Zolotaya Korona-ზე დაწესებული სანქციების შემდეგ, რუსეთიდან გზავნილების თვიურად 88%-ით, 5.1 მლნ აშშ დოლარმდე შემცირებამ გამოიწვია. ივლისში რუსეთიდან გზავნილების 97%-ზე მეტი სწორედ ამ სისტემით განხორციელდა. მსგავსი ეფექტი დაფიქსირდა გზავნილებზე ყირგიზეთიდანაც, საიდანაც გზავნილები თვიურად 73%-ით შემცირდა და 2.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იმ ფონზე, რომ ივლისში ნაკადების 66% სწორედ ამ სისტემის გამოყენებით გადმოირიცხა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ივლისში რუსეთიდან გზავნილების მსგავსი, 42%-იანი თვიური კლება გამოიწვია Unistream-ის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმაც, თუმცა მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ნაკადების დიდი ნაწილის სხვა სისტემებზე მიგრაცია დაფიქსირდა. მოსალოდნელია, რომ მოვლენები ამჯერადაც მსგავსი სცენარით განვითარდება, თუმცა რთულია ითქვას რამდენად სწრაფად ან სრულად მოხდება გზავნილების ჩანაცვლება.

რაც შეეხება ტურიზმის სექტორს, წინასწარი ინდიკატორები საკმაოდ მძლავრ დინამიკაზე მიუთითებს. ივლისსა და აგვისტოში მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შემდეგ, არარეზიდენტების რეალურმა უნაღდო დანახარჯებმა ზრდა სექტემბერშიც განაგრძო. ამ ფონზე, ბოლო დღეებში მცირე შენელების მიუხედავად, გასულ წელთან შედარებით მომატებული რჩება საქართველოს აეროპორტებში აღრიცხული ფრენების რაოდენობაც. ექსპორტის სტაბილურად მაღალ დონეზე შენარჩუნებისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების გაუმჯობესების შედეგად, აგვისტოში საგარეო შემოდინებების ამ ორი მთავარი წყაროდან მიღებული სავალუტო ნაკადები კვლავ გაიზარდა. შესაბამისად, თუკი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის პიკზე ტურიზმის დანაკლისს ექსპორტის ზრდა აბალანსებდაამჯერად ორივე წყარო მძლავრი დინამიკით ხასიათდება.

საერთო ჯამში, წმინდა სავალუტო შემოდინებების თიბისი კაპიტალის მოკლევადიანი შეფასება, რომელიც საქონლით ვაჭრობას, ტურიზმიდან შემოსავლებსა და ფულად გზავნილებს აერთიანებს, აგვისტოში დამატებით გაიზარდა. თავის მხრივ, ეს დინამიკა თანხვედრაშია ჩვენს მოლოდინთან, რომ 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოსმიმდინარე ანგარიშში, რეინვესტიციების გამორიცხვით, დადებითი ბალანსი გაიზრდება, ხოლო მეორე კვარტლის მონაცემები უკვე სექტემბრის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: 

https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007705-macro-update-georgia

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საინვესტიციო ფონდები ახალისებენ დაზოგვას საინვესტიციო ალტერნატივების შეთავაზებით, ამასთანავე ზრდიან მოთხოვნას ფასიან ქაღალდებზე და ხელს უწყობენ ბაზრის განვითარებას - სებ

24.09.2026.14:00

საქართველოს კაპიტალის ბაზარზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ანალიტიკური კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი კაპიტალის ბაზრის მიმოხილვის პერიოდულად გამოქვეყნებას აგრძელებს.

პუბლიკაცია რეგულარულად, წელიწადში ორჯერ ქვეყნდება. წარმოდგენილი ანგარიში საქართველოს კაპიტალის ბაზრის 2026 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობას ასახავს.

პუბლიკაციის მიზანია, ბაზრის მონაწილეებს, მკვლევრებსა და ფართო საზოგადოებას მიაწოდოს მონაცემებზე დაფუძნებული ინფორმაცია საქართველოს კაპიტალის ბაზრის ძირითად ტენდენციებზე, სტრუქტურულ თავისებურებებზე, ზრდის პოტენციალსა და არსებულ გამოწვევებზე.

ანგარიში წარმოადგენს საქართველოს კაპიტალის ბაზრის ფართო სურათს, თუმცა ფოკუსირდება ადგილობრივ ობლიგაციების ბაზრებზე, განსაკუთრებით სახელმწიფო ფასიან ქაღალდებსა და საჯარო კორპორატიულ ობლიგაციებზე. დოკუმენტი მიმოიხილავს ბაზრის სტრუქტურას, მიმდინარე ტენდენციებს, ინვესტორთა ბაზას, მფლობელობის სტრუქტურასა და მეორადი ბაზრის აქტივობას. საუბარია ასევე კაპიტალის ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე. ანგარიში დამატებით განიხილავს ფინანსური ინსტიტუტების ფართო სპექტრის - მათ შორის, კომერციული ბანკების, საინვესტიციო ფონდებისა და საქართველოს საპენსიო ფონდის როლს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში, ბაზრის ლიკვიდურობის გაღრმავებასა და ინვესტორთა ბაზრის გაფართოებაში.

,,აქტიური სახაზინო ობლიგაციების ბაზარი კრიტიკულად მნიშვნელოვანია კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის განვითარებისთვის: სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობის მრუდი მნიშვნელოვანი ბენჩმარკია კორპორაციული ობლიგაციების ფასწარმოქმნისთვის. ჩვეულებრივ, სახაზინო ობლიგაცია, როგორც ყველაზე ნაკლებად რისკიანი ფასიანი ქაღალდი ქვეყანაში, საბანკო დეპოზიტის პირველი
ფინანსური ალტერნატივაა ინვესტორებისთვის. როგორც წესი, პირველ რიგში ინვესტიციის ალტერნატივად თავს იმკვიდრებს სახაზინო ობლიგაცია, რასაც მოჰყვება ინვესტორების დანაზოგების განთავსება შედარებით უფრო რისკიან აქტივებში, მაგალითად, როგორიცაა კორპორაციული ობლიგაციები. ადგილობრივი სახაზინო ფასიანი ქაღალდების ბაზარი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა:
ადგილობრივი სახაზინო ობლიგაციების ნაშთი 2025 წლის ბოლოს არსებული
11.4 მილიარდი ლარიდან 2026 კვ-2 ბოლოს 12.4 მილიარდ ლარამდე
გაიზარდა. 2025 წლის ბოლოს ბაზრის ზომა მშპ-ს დაახლოებით 11%-ს
შეადგენდა”, - წერს სებ-ი.

ანგარიშის თანახმად, სახაზინო ობლიგაციების მფლობელობის სტრუქტურა
ხასიათდება ინსტიტუციური ინვესტორების მაღალი წილითა და ბოლო პერიოდში, არარეზიდენტი ინვესტორების წილის ზრდადი ტენდენციით: სახაზინო ფასიანი ქაღალდების უმეტეს ნაწილს კვლავ კომერციული ბანკები, ეროვნული ბანკი და საპენსიო ფონდი ფლობენ, რომელთა ჯამური წილი 2026 კვ2-ის ბოლოს 89%-ს შეადგენდა. აღნიშნული ინვესტორები, როგორც წესი, ამჯობინებენ ობლიგაციების ფლობას ვადის გასვლამდე, რის გამოც, სავაჭრო აქტივობა მეორად ბაზარზე არის დაბალი.

,,საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ბაზარმა განაგრძო ზრდა 2026 წლის პირველ ნახევარშიც და მიაღწია 2.74 მილიარდ ლარს: 2026 წლის პირველ ნახევარში, 5 ემიტენტის მიერ საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული 8 ობლიგაციის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 385 მილიონი ლარი (იხ. გრაფიკი 4), რაც 2.6-ჯერ აღემატება 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 150 მილიონ ლარს. ახალი ემისიების 49% (ღირებულებით), რაც შეადგენდა დაახლოებით 190 მილიონ ლარს, განხორციელდა აწარმოე საქართველოს პროგრამის მხარდაჭერით”, - აღნიშნავს სებ-ი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა