მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თითოეულ ჩვენგანს გვაკისრია პასუხისმგებლობა, უფრო გონივრულად მოვიხმაროთ ენერგორესურსები - რომეო მიქაუტაძე

news image
mbc image

თითოეულ ჩვენგანს გვაკისრია პასუხისმგებლობა, უფრო გონივრულად მოვიხმაროთ ენერგორესურსები. კონკურსი "გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური" მიზნად ისახავს ბავშვების სასკოლო ასაკიდანვე ცნობიერების ამაღლებასა და ქცევის ცვლილებასენერგოეფექტურობის საკითხებზე. ენერგოეფექტურობა არა მხოლოდ ენერგიის დაზოგვაში გვეხმარება, არამედ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ნახშირბადის კვალისა და გარემოზე ჩვენი ზეგავლენის შემცირებაში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ "საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის" ფარგლებში, კამპანიის „გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური" გახსნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

აღნიშნულ პროგრამას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერითა და  კომპანია GOPA Intec-თან თანამშრომლობით ახორციელებს. გახსნით ღონისძიებას კონკურსში მონაწილე თბილისის 10 სკოლის წარმომადგენლები დაესწრნენ.

რომეო მიქაუტაძის განცხადებით, საქართველოში მიმდინარეობს ენერგეტიკული რეფორმები, რომელთა წარმატებით განსახორციელებლად უმნიშვნელოვანესია საზოგადოების ინფორმირებულობა და ჩართულობა. „დარწმუნებული ვარ, მსგავსი აქტივობები ახალგაზრდებს მისცემს სტიმულს, უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ენერგორესურსების გამოყენებასა და გარემოზე ზრუნვას. მჯერა, რომ ასეთი კონკურსებიშეუწყობს ხელს ქვეყანაში ენერგიის დაზოგვის ევროპული პრაქტიკის პოპულარიზაციასა და ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის მდგრად მომავალსა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე დადებითად აისახება," - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, intec - GOPA-International Energy Consultants-ის უფროსმა მრჩეველმა ვახტანგ ბეგაშვილმა და CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა ჯანაშიამ.

მისასალმებელი ნაწილის შემდეგ მონაწილე სკოლებისათვის კამპანიის შესახებ ინტერაქტიული საინფორმაციო სესია გაიმართა. CENN-მა მონაწილე სკოლებს კონკურსის წესები და შეფასების კრიტერიუმები გააცნო. თბილისის მასშტაბით 10 მონაწილე სკოლა 15 ივნისამდე შენობებში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად აქტივობებს დაგეგმავს, ივნისის ბოლოს კი სხვადასხვა უწყებისაგან დაკომპლექტებული კომისია 3 გამარჯვებულს გამოავლენს და 3,000 ევროს ოდენობის ენერგოეფექტური პრიზებით დააჯილდოვებს. 

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კონკურსში მონაწილე სკოლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა