მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თხილის ფასზე გავლენა ვალუტის კურსსა და გლობალურ ბაზრებზე არსებულ ვითარებას ექნება - ასოციაცია

news image
mbc image

 

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი თოდუას თქმით, წელს თხილის მოსავლის რაოდენობა და ხარისხიც გაუმჯობესდება.

თხილის საპროგნოზო მოსავლიანობა 2023 წელს 50 000 ტონაა. შარშან ეს მაჩვენებელი 40 000 ტონას შეადგენდა.

რაც შეეხება მოსალოდნელ ფასს, თოდუა ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს. მისი თქმით, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ თხილის როგორი მოსავალი იქნება თურქეთში. ასევე ვალუტის კურსს, რაც გლობალურ ბაზრებზე თხილის ფასს განსაზღვრავს.

„წელს თხილის მოსავალი აშკარად უკეთესი იქნება. ამ მხრივ დიდ გავლენას ახდენს დარგის სუბსიდირება. 20 მილიონი ლარი გამოიყო თხილის სექტორის მხარდასაჭერად, რაც ფერმერებს საგრძნობ შეღავათს გაუწევს. მოსახლეობამ ადრეულ პერიოდშივე დაიწყო თადარიგი და სეზონს უფრო მომზადებული დახვდა.

ახალი შესაწამლი აპარატები და პრეპარატები ყველა ფერმერისთვის ხელმისაწვდომია, უფასოდ დაურიგდათ. ბევრად უკეთეს მოსავალს ველოდებით რაოდენობის და ხარისხის მხრივ, რაც ფასზეც აისახება. თუმცა, გლობალურ ბაზრებზე ამ მხრივ გადამწყვეტი ფაქტორია მოსავლიანობა თურქეთში და ვალუტის კურსი.

შარშან ჩვენი თხილი დაბალი ხარისხის გამო ნაკლებად კონკურენტული იყო, მოსავალი 40 000 ტონას შეადგენდა, წარმატებული სეზონისთვის წელს ყველა პირობაა“, - ამბობს გიორგი თოდუა Business Insider Georgia- თან.

ამ ეტაპზე საშუალო ხარისხის თხილის ფასი რეგიონებში 4-5 ლარია, პრემიუმ ხარისხის თხილი 7-8 ლარის ღირს, მაგრამ ასეთი პროდუქტი ბაზარზე უკვე აღარ არის. როგორც თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, შარშანდელი მოსავლის 70-80% უხარისხო იყო, რის გამოც ფერმერების უმეტესობამ თხილი დაბალ ფასში გაყიდა.

„თურქულ თხილს ქართული ხარისხით საგრძნობლად ჩამორჩება, ამიტომ მთავარი საზრუნავი ხარისხი უნდა გახდეს, რაც გლობალურ ბაზრებზე პოზიციების განმტკიცებაში დაგვეხმარება“, - დასძენს გიორგი თოდუა.

საქართველოს წილი თხილის გლობალურ ბაზარზე 3%-ია.

ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: იტალია, გერმანია, ესპანეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, ლიეტუვა, საფრანგეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, ლატვია, ესტონეთი და ბელგია. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა