თხილის მოსავლიანობა გაიზარდა, ხარისხი პრობლემად რჩება - ასოციაცია
თხილის წარმოება ბოლო წლების განმავლობაში მზარდია, თუმცა ხარისხი კვლავ რჩება გამოწვევად.
ფაროსანას გავრცელებამ, რასაც სხვადასხვა პერიოდებში მცენარის დაავადებების სიხშირემაც, ხარისხზე მძიმედ იმოქმედა.
როგორც ,,თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი თოდუა Business Insider Georgia- თან ამბობს, მდგომარეობა მეტ-ნაკლებად გამოსწორდა თუმცა ხშირად ფერმერები წამლობას არასწორად აახდენენ, ირღვევა ვადებთან დაკავშირებული პროცედურაც, რაც საბოლოდ ხარისხზე აისახება.
როგორიც თოდუა აღნიშნავს, ხარისხი ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ქართულ თხილს თურქულთან კონკურენციის გაწევა უჭირს.
„თხილის მოსავლიანობა გაიზარდა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ხარისხთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარდა. ამას აქვს ობიექტური მიზეზიც, რადგან ფაროსანაც გავლენა გასულ წელსაც იგრძნობოდა, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის აქტიური აგროღონისძიებების მეშვეობით მავნებლის დიდი ნაწილი განადგურდა. თუმცა წლებია საჭირო, რომ ფაროსანა საბოლოოდ დამარცხდეს.
ფერმერების ნაწილიც ხშირად შეცდომას უშვებს, შეამცირა წამლობა, რაც მყისიერად აისახა ხარისხზე. ზოგჯერ არც ამინდია ხელსაყრელი, ამ ყველაფერს მუშახელის სიმცირეც დაემატა. სამწუხაროდ, ჩვენ რეალურად ვერ ვუწევთ კონკურენციას თურქულ თხილს, რომლის მოსავლიანობა 2022 წელს საკმაოდ მაღალი იყო და ხარისხითაც გამოირჩეოდა. ეს მთავარი უპირატესობაა, რის გამოც თურქული თხილის მიმართ მეტი მოთხოვნაა და ამიტომ გამოირჩევა ევროპაში კონკურენტუნარიანი ფასითაც“, - ამბობს გიორგი თოდუა.
გიორგი თოდუას თქმით, თუ აგროვადების დაცვა და სწორი წამლობა მოხდება, თხილის ფასი 8-9 ლარს უპრობლემოდ მიაღწევს. წინა წლის მოსავალი მოსახლეობის უმეტესობამ 5 ლარზე ძვირად ვერ გაყიდა.
აღსანიშნავია, რომ თხილის ფასი დგინდება ხარისხის მიხედვით, საღი გულების რაოდენობიდან გამომდინარე და 2-3 ლარიდან 8 ლარსაც აღწევს.
თუმცა მაღალ ფასად თხილის გაყიდვას ფერმერები იშვიათად ახერხებენ.
რაც შეეხება გლობალურ ბაზრებს, ქართული თხილი წამყვან ხუთ ექსპორტიორ ქვეყანას შორის ყველაზე იაფი ღირს: 1 კილოგრამის ღირებულება 2,7-დან 5,9 დოლარამდე მერყეობს, მაშინ, როდესაც ამერიკულის ფასი 4,6-9,2 დოლარს შეადგენს, ხოლო თურქული თხილის ფასი 4,5-7,5 დოლარის ფარგლებშია.
თურქეთის წილი მსოფლიო თხილის მოსავლის 75%-ია. საქართველოს შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826