მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თხილის მწარმოებლებმა სახელმწიფო დახმარება არამიზნობრივად გამოიყენეს, რამაც მოსავლის ხარისხზე იმოქმედა- ასოციაცია

news image
mbc image

თხილის მოსავალი წელს, შარშანდელთან შედარებით, მცირედით გაიზარდა და 50 000 ტონას მიაღწია. პროდუქტის ძირითადი ნაწილი, 90%, ევროპაში გადის.

როგორც თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი თოდუა Business Insider Georgia- თან ამბობს, ვინც კარგად მოუარა მოსავალს, კარგი ხარისხის თხილი მიიღო, თუმცა არიან ფერმერები, რომლებმაც აგროღონისძიებები არასწორად  ან საერთოდ ვერ განახორციელეს, რადგან სახელმწიფო დახმარება არამიზნობრივად გამოიყენეს. ამან კი, როგორც თოდუა აღნიშნავს, ხარისხზე იმოქმედა.

დღესდღეობით პრემიუმ ხარისხის თხილის ფასი 7 ლარს აღწევს, საშუალო ხარისხის - 5-დან 6 ლარამდეა, რაც შეეხება დაბალი ხარისხის თხილს, 3,5 ლარი ღირს, მთავარია, ხალხმა  მოსავალი დროულად ჩააბაროს, რადგან უხარისხო თხილის გაფუჭების მაღალი რისკია.

„თხილის მოსავალი წელს 50 ტონას შეადგენს. ფასმა ცოტათი მოიმატა და გატეხილი თხილის გულის ღირებულება 14 ლარს აღწევს, როცა შარშან ამ დროს 11 ლარი ღირდა. ამ ეტაპზე საშუალო ხარისხის თხილის ფასი  5 ლარამდეა, პრემიუმ ხარისხის - 6,50-7 ლარის ფარგლებში მერყეობს. შეუწამლავი - 3,50 ლარის ფარგლებშიც შეიძლება გაიყიდოს, თუ მოასწრებენ ფერმერები და დროულად ჩააბარებენ.

პრემიუმ  ხარისხის თხილი ადრე კახეთში უფრო მოჰყავდათ, მაგრამ წელს იქაც ნაკლებადაა. პროდუქტის ძირითადი ნაწილი, 90%, ევროპაში გადის. ვინც შეძლო და აგროვადებში ჩაატარა 5-6-ჯერ წამლობა, თუნდაც ასოციაციის გრაფიკით და სქემით, აქვთ უმაღლესი ხარისხის მოსავალი, ამიტომ ყველამ უნდა მოინდომოს, რომ გაწეული დახმარება დარგის კეთილდღეობას მოხმარდეს და ყველა ოჯახამდე მივიდეს სარგებელი“, - განაცხადა გიორგი თოდუამ.

ცნობისთვის,  2023 წელს  თხილის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული იყო 90 ათასზე მეტი ფერმერი, რომელთაც ჰექტარზე 500 ქულა მიიღეს და შემდეგ  პესტიციდებისა და სასუქებისთვის აგრომაღაზიებში გაანაღდეს. პროგრამის ფარგლებში ჯამში 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ჯამში 43 ათას ჰექტარზე მეტი ბაღი დარეგისტრირდა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა