მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თხილისა და მოცვის ბაზრებზე კონკურენციის პრობლემა არ იკვეთება - ირაკლი ლექვინაძე

news image
mbc image

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ თხილისა და მოცვის საექსპორტო ბაზრების მონიტორინგი ფერმერების ინიციატივით დაიწყო. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, ფერმერებს ჰქონდათ განცდა, რომ სეზონზე მათგან პროდუქციის შესყიდვის ფასი დაბალია, მაშინ როდესაც საექსპორტო ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება.

ლეკვინაძის განმარტებით, კვლევის მიზანი იყო შეფასებულიყო, არსებობდა თუ არა ბაზარზე დომინანტი კომპანიები ან მცირე ჯგუფი, რომელსაც ფერმერებთან მოლაპარაკებებში განსაკუთრებული გავლენა ექნებოდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ორივე მიმართულებით ბაზარი საკმაოდ დივერსიფიცირებულია და დაახლოებით 50-მდე ექსპორტიორი კომპანია ოპერირებს, რის გამოც არცერთი მსხვილი მოთამაშის წილი დომინანტობის ნიშნულს არ უახლოვდება. მისი თქმით, ფასებს შორის სხვაობა ძირითადად ტექნიკური და ხარისხობრივი პარამეტრებით არის განპირობებული და არა კონკურენციის პრობლემით.

„ეს ძალიან საინტერესო ბაზარია, ძირითადად ჩვენ შევაფასეთ აქ საექსპორტო ბაზრები, რადგანაც ორივე სფერო ძალიან დინამიურია და თავის დროზე ფერმერებმა მოგვმართეს ჩვენ ამ მონიტორინგის დაწყების ინიციატივით, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ განცდა და აღქმა, რომ სეზონზე ფასები არის შესასყიდი ფასები მათთგან ძალიან დაბალი და საექსპორტო ფასები შემდგომ განსხვავდებოდა ამ დინამიკისგან. ამიტომ ჩვენი მიზანი იყო შეგვეფასებინა - არის თუ არა ამ ბაზარზე ან დომინანტები ან გარკვეული კომპანიების მცირე ჯგუფი, რომლებსაც გააჩნიათ მოლაპარაკებებში ძალაუფლება ფერმერებთან მიმართებაში. თუმცა აღმოჩნდა, რომ როგორც ერთ ასევე მეორე მიმართულებით საკმაოდ ბევრი ექსპორტიორი კომპანია გვყავს - იქ დაახლოებით 50-მდეა ორივე შემთხვევაში და ეს დინამიკა სულ იცვლება. საკმაოდ დივერსიფიცირებულია და ყველაზე მსხვილი კომპანიების წილიც ახლოს არა არის დომინანტობის მაჩვენებელთან. და ფასთა შორის სხვაობები ძირითადად განპირობებულია სხვადასხვა ტექნიკური თუ ხარისხობრივი პარამეტრებით. ამიტომ აქაც ამ პროცესთან გვაქვს საქმე - არა კონკურენციაშია პრობლემა, არამედ უფრო სხვა ასე რომ ვთქვათ არსებულ საოპერაციო საკითხებთან.

ამიტომ ჩვენ ამ ბაზრის დაკვირვებას ვაგრძელებთ, იმიტომ რომ განსაკუთრებით მოცვის ბაზარი ძალიან დინამიურად მზარდია და მუდმივად ფერმერებს და ყველა დაინტერესებულ მხარეს გავუზიარებთ ინფორმაციას თუ რა ხდება ამ ნაწილში კონკურენციის კუთხით. მართლაც დინამიურია ამ კუთხით მოცვის ბაზარიც და კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანია, რომ პროცესს ასე აკვირდებით, ვინაიდან არის საშუალება უფრო კვალიფიციური შეფასების ვითარების. აი დავაზუსტებ ერთ რამეს - აი თხილის ბაზარი გასული წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმიტომ რომ საექსპორტო ღირებულება როგორც რაოდენობრივად ასევე ღირებულებით ჭრილში ძალიან გაზრდილია. და მოცვის ნაწილს თუ შევხედავთ - აქ ბოლო სამ-ოთხ წელიწადში თითქმის გაორმაგებასთან გვაქვს საქმე იმდენად უკვე ეს დინამიურად მზარდი სექტორია. ამიტომ ვფიქრობ რომ ამ დინამიური განვითარების ფონზე ალბათ ჩვენი შეფასებებიც მიეხმარება დაინტერესებულ მხარეებს გადაწყვეტილებების მიღებაში“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა