მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206
-0.0073
flag
AZN 1.5623
-0.0002
flag
CNY 39.301
-0.0006
flag
EUR 3.0835
-0.0013
flag
GBP 3.5646
-0.0028
flag
KZT 54.51
0.0027
flag
TRY 0.0574
0
flag
USD 2.6554
-0.0009
news banner

საქართველოში იმპორტირებული ანანასის 91% თურქეთზე მოდის

news image
mbc image

2025 წლის 4 თვეში საქართველომ 550.5 ათასი დოლარის ანანასი იყიდა. საქსტატის მაჩვენებლების მიხედვით, მიმდინარე წელს ქვეყანაში იმპორტირებულია 553.6 ტონა ანანასი, ხოლო 2024 წლის იანვარ-არილში კი 697.7 ტონა. შესაბამისად ქვეყანაში ანანასის იმპორტი თითქმის 21%-ითაა შემცირებული.

საქართველოში იმპორტირებული ანანასის 91%-ი ქვეყანაში თურქეთიდან შემოვიდა.

TOP 3 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ანანასი იყიდა:

თურქეთი - 502.8 ტონა;

ნიდერლანდები - 50.7 ტონა;

გერმანია - 0.1 ტონა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ანანასის იმპორტს რეკორდი 2024 წელს დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანამ 2 380.2 ტონა ანანასი იყიდა, რაშიც 2 221.9 ათასი დოლარი გადაიხადა.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image პირველ კვარტალში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო შრომის ანაზღაურების მაჩვენებლების გაუმჯობესებაში აისახა - ზრდამ 8.9% შეადგინა - ვახტანგ ცინცაძე

16.06.2026.17:30

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, 2026 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო შრომის ანაზღაურების მაჩვენებლების გაუმჯობესებაში აისახა. კერძოდ, წინასწარი მონაცემებით, წელს იანვარ-მარტის პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა ნომინალური საშუალო ხელფასი 8.9%-ით გაიზარდა და 2,364 ლარი შეადგინა.

„აღსანიშნავია, რომ ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის ყველა სექტორში, მათ შორის განსაკუთრებით მაღალი ხელფასები ფიქსირდება სადაზღვევო და საფინანსო სექტორში, სადაც საშუალო ხელფასის მაჩვენებელი 5,900 ლარს აჭარბებს. ასევე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ინფორმაციისა და კომუნიკაციების, სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და სხვა სექტორებში", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, ხელფასების ზრდას ხელს უწყობს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული სწორი ეკონომიკური პოლიტიკა. ამ მიმართულებით ვახტანგ ცინცაძე აქცენტს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით არსებულ სახელმწიფო პროგრამებზე აკეთებს.

„ეს პროგრამები, ფაქტობრივად, ბიზნესსაქმიანობის მასტიმულირებელია და საბოლოო ჯამში, ერთი მხრივ, აისახება დასაქმების და სამუშაო ადგილების შექმნაზე, მეორე მხრივ კი დასაქმებულთათვის ხელფასების ზრდაზე. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ქმნის იმ მიმზიდველ გარემოს როგორც საინვესტიციო, ასევე სხვა ეკონომიკური მიმართულებებით, რაც საქართველოში ფიქსირდება" - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა