TOP 5 ექსპორტიორი კომპანია - ვინ არიან მფლობელები
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 155.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.3 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 845.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 9.0 პროცენტით).
2025 წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებლებით უმსხვილესი (ტოპ 5) ექსპორტიორი კომპანიების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია: 08/10/1997. მისი დამფუძნებლია შპს IDS Borjomi Beverages Co.N.V., 70172 /ნიდერლანდების ანტილის კუნძულები/, კურასაო, 05.05.1995. დირექტორი - ივანე მაჭავარიანი.
სს არ ემ ჯი კოპერი - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 31/01/1996. გენერალური დირექტორი - ჯონდო შუბითიძე. განთავსებული კაპიტალი - 36189000 ლარი.
სს რუსთავის აზოტი - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 13/09/2016. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა პრაკაშ კეჯრივალ (სინგაპური). თავმჯდომარის მოადგილე რაჰულ სინგჰ (ინდოეთი), წევრი ეფრემ ურუმაშვილი. გენერალური დირექტორი - ჯეი პრაკაშ ჯაჯუ (ინდოეთი). განთავსებული კაპიტალი -166630791 ლარი
შპს კავკასიის ავტოიმპორტი - კომპანიის რეგისტრავიის თარიღია 22/09/2004. აღმასრულებელი დირექტორი - ალექსანდრე ჩადუნელი, დირექტორი - ალექსანდრე ვეკუა.
მესაკუთრეები: ლევან სურგულაძე - 27.9% - წილის მმართველია გიორგი სურგულაძე (ორმაგი მოქალაქე - საქართველო, აშშ), გიორგი სურგულაძე - 34.875%, დავით გულაშვილი - 10%, გიორგი გულაშვილი - 27.225%.
შპს ტოიოტა კავკასია - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 18/01/2006. დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტია ტოშინარი საკაბე (იაპონია), წევრები - ტეთსურო სატო (იაპონია) ტაკურო აკასაკა (იაპონია), ირაკლი ლეკიშვილი. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ტოიოტა ცუშო კორპორეიშენ /იაპონია/.
შენიშვნა: ექსპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826