TOP-5 იმპორტირებული პროდუქტი იანვარში
2024 წლის იანვარში ტოპ-5 იმპორტრებული პროდუქტი იყო მანქანები (-48.1% წ/წ), ნავთობი (-2.6% წ/წ), გაზი (-26.4% წ/წ), მედიკამენტები (+159.9% წ/წ) და ტელეფონები (+17.9% წ/წ). ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაშია ნათქვამი.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში საქონლის ექსპორტი წლიურად 26.2%-ით შემცირდა და 338.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის 7.5%-იანი შემცირების შემდეგ.
აღნიშნული კლება გასული წლის მაღალი ბაზით იხსნება. ასევე, იმპორტიც წლიურად 10.1%-ით შემცირდა 1.0 მლრდ აშშ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული 10.6%- იანი კლების შემდეგ. შედეგად, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 1.2%-ით გაიზარდა და 664.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა იანვარში.
2024 წლის იანვარში მანქანები (+7.4% წ/წ), ფეროშენადნობები (-61.8% წ/წ), ღვინო (+13.6% წ/წ), ძვირფასი ლითონები (+611.6% წ/წ) და სპირტი (+1.8% წ/წ) იყო ტოპ-5 ექსპორტირებული საქონელი. ამასთან, ექსპორტის 10.8% ევროკავშირზე მოდიოდა (-50.4% წ/წ), 66.1% დსთ-ზე (-19.2% წ/წ) და 23.1% სხვა ქვეყნებზე (-23.1% წ/წ).
დღის ტოპ 10 სიახლე
პირველი სეზონის გამოცდილება და სამომავლო გეგმები - როგორ ემზადება „წესის მამული“ ახალი სეზონისთვის
სხვა სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, სონატა კოლტერს შეხვდა
08.05.2026.18:52
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, სონატა კოლტერს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე მინისტრმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკურ მიღწევებსა და იმ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რომელიც ქვეყანას აქვს. აღინიშნა, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი ისეთ სტრატეგიულ დარგებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონულ დაკავშირებადობისა და საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო მოთამაშის როლის გაძლიერებას.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო ურთიერთობის საკითხები.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე.