TOP 5 კერძო სკოლა საქართველოში - ვინ არიან მფლობელები
საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად 2025 წლის მეორე კვარტალში ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5 კერძო სკოლა გამოიკვეთა:
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
ვინ არიან კერძო სკოლების მფლობელები:
შპს ახალი სკოლა - რეგისტრაციის თარიღია: 08/08/1996. კომპანიის 50%-ის მფლობელია ირაკლი თოფურია, ხოლო 50%-ის მარინა ჟღენტი. დირექტორები - ირაკლი თოფურია და მარინა ჟღენტი.
შპს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა - რეგისტრაციის თარიღია: 14/05/1998. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია მამუკა მესხიშვილი. დირექტორი - მამუკა მესხიშვილი.
შპს ევროპული სკოლა - რეგისტრაციის თარიღია: 01/09/2006. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია თეა ჭეიშვილი. სამეთვალყურეო საბჭო: თავმჯდომარე/წევრი: გელა ბეჟუაშვილი, წევრი: ნანა მოსიძე, წევრი: გიორგი სიჭინავა, წევრი: სვეტლანა ლამბრიანოვა, წევრი: თეა ჭეიშვილი, წევრი: მარინა ნებიერიძე.
შპს თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა - რეგისტრაციის თარიღია 05/09/2019: კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ბრიტანულ ქართული აკადემია. დირექტორი - გიორგი კეთილაძე.
შპს ნიუტონის თავისუფალი სკოლა - რეგისტრაციის თარიღია: 20/05/1996. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება განათლების განვითარების ჯგუფი. დირექტორი - გიორგი მელაძე. სამეთვალყურეო საბჭო წევრი: ირაკლი მატკავა, წევრი: ქსინფუ ვანგ, წევრი: სიაოწინ შაო.
სხვა სიახლეები
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით ორჯერ უფრო მაღალია - ვახტანგ ცინცაძე
25.05.2026.18:55
„ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული, ევროპის ქვეყნების ეკონომიკური პროგნოზების განახლებული ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
ევროკომისიის დოკუმენტზე საუბრისას მინისტრის მოადგილემ ყურადღება გამახვილა, რომ ანგარიშის თანახმად, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით ორჯერ უფრო მაღალია.
„ევროკომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გასულ წელს საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდა. ასევე ევროკომისიას მოლოდინი აქვს, რომ 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება, რაც მისი შეფასებით, საკმაოდ ძლიერი ზრდის მაჩვენებელია. ამ შეფასებითაც, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა სხვა კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან შედარებით, ორჯერ უფრო მაღალი იქნება", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2025 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა ძალიან ძლიერი დარჩა და 7.5% შეადგინა, ზრდას ძირითადად მომსახურების სექტორი, განსაკუთრებით ICT და განათლება, ასევე წარმოების სექტორი განაპირობებდა. რაც შეეხება 2026 წლის პროგნოზს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მისი შეფასებისას ხაზს უსვამს, რომ, როგორც წესი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები თუ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ეკონომიკური ზრდის პროგნოზების შეფასებაში ტრადიციულად, საკმაოდ კონსერვატიულები არიან.
„შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ 2026 წელი, ისევე როგორც შემდგომი წლები საკმაოდ პოზიტიური იქნება ეკონომიკური ზრდის კუთხით და საქართველოს ეკონომიური ზრდა იმაზე უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ამას სხვადასხვა საფინანსო თუ საერთაშორისო ორგანიზაციები პროგნოზირებენ" - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.